Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

ალექსანდრე ხელაია – მოწვეული უროლოგი, ანდროლოგი

რა ჩივილების დროს მივმართავთ უროლოგს?

პირველი კლასიკური ჩივილი ალბათ არის გაძნელებული მოშარდვის აქტი ან გახშირებული შარდვა, წვა ან ტკივილი მოშარდვის დროს. ძალიან ხშირია ასევე ტკივილი წელის საპროექციო მიდამოში, რაც შესაძლოა თირკმლის ჭვალს ახასიათებდეს, ტკივილი კენჭის გავლის დროსაც ხშირი გვაქვს. მაგრამ მოდით დავკონკრეტდეთ მოშარდვის პროცესის დარღვევაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია. გვაქვს ტკივილი, გვაქვს წვა მოშარდვის დროს, გვაქვს გარკვეული გამონადენი შარდსადენი მილიდან – ეს ყველაფერი უკვე ის სიმპტომებია რომლის გამოც უნდა მივმართოთ უროლოგს.

ქალბატონებში სპეციფიკურად გამოვყოფდი მათთვის დამახასიათებელ პრობლემას, მაგალითად როგორიც არის შარდსადენი გზების ინფექცია ანუ ცისტიტი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ანუ მუდმივად გვიმეორდება ეს პრობლემა – თვითმკურნალობას აზრი არ აქვს და უროლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

რატომ არის მნიშვნელოვანი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა?

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ძალიან ვერაგი რამ არის, რადგან ხშირად მათი გამოვლინება უსიმპტომოა. მარტივად რომ გითხრათ, მამაკაცების 75 პროცენტში სქესობრივი გზით გადამდები დაავადება შესაძლოა ყველანაირი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდეს, არ ჰქონდეს არანაირი გამოვლინდება. ხოლო ყოველ მეორე ქალბატონს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს. ან როდისღაც მათ ჰქონდათ გარკვეული ჩივილი, მაგალითად წვა მოშარდვის დროს ან მცირე გამონადენი. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა ეს სიმპტომები გაქრა და გადაგვავიწყდა.

ეს ხშირად ქლამიდიოზს ახასიათებს და ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინფექციაა. ქლამიდიოზის დაახლოებით 90 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება დედამიწაზე და ეს ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს. რატომ? ქლამიდიოზი არის უშვილობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი როგორც მამაკაცში, მაგალითად ის იწვევს სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთებას და სპერმატოზოიდი გარეთ ვეღარ გამოდის. ეს ინფექცია ასევე იწვევს მილების დახშობას და სამწუხაროდ, ქალბატონში უკვე გარანტირებული გვაქვს უშვილობა. მითუმეტეს თუ მათ არანაირი გამოვლინება არ აქვთ. ამიტომ, როცა ჩვენ ვგეგმავთ დაოჯახებას, ვგეგმავთ ახალ პარტნიორთან ურთიერთობის დაწყებას, აუცილებელია ადეკვატური ტესტირება ჩაიტაროთ.

ყველაზე რეალური განმსაზღვრელი ტესტი ქლამიდიოზის დასადგენად ეს არის გენიტალური ტრაქტიდან, გნებავთ მამაკაცში ან ქალბატონში აღებული მასალა. მხოლოდ ამ ტესტს აქვს ყველაზე მაღალი სანდოობა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დადგენაში.

გარდა ქლამიდიოზისა ჩვენ შეგვიძლია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მთელი სპექტრი გამოვიკვლიოთ, მაგალითად – ურეაპლაზმა, ტრიქომონიაზი და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის პაპილომა ვირუსი. მედ-დიაგნოსტიკას აქვს საშუალება მოახდინოს ადამიანის პაპილომა ვირუსის გენოტიპირების სრული სპექტრი, მათ შორის ყველაზე საშიში ონკო-გენური ქვეტიპების დეტექციით. თქვენ შეგიძლიათ უკვე დღეს ჩაიტაროთ ტესტი და ხვალ პასუხი გქონდეთ.

რა ეტაპებს მოიცავს უშვილობის დიაგნოსტიკა და რა როლი აქვს პროფილაქტიკურ და გენეტიკურ კვლევებს?

როგორც კი მამაკაცი მომმართავს უშვილობის პრობლემით, ვცდილობ გამოკვლევების სრული სპექტრი ჩავატარო. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვრიცხოთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მედ-დიაგნოსტიკას აქვს სრული პანელის საშუალება, მეორე დღესვე გვქონდეს ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გვაქვს თუ არა. აუცილებელია ამის გამორიცხვა, რადგან ჩვეულებრივ სპერმოგრამაში არსებული ბაქტერიული ან ვირუსული დაბინძურება არ ჩანს. მითუმეტეს, შესაძლოა ეს აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

მეორე – ეს არის სათესლე ჯირკვლების გამოკვლევა, ულტრაბგერითი კვლევა და სათესლე სითხის გამოკვლევა ანუ სპერმოგრამა. თუ ჩვენ გვაქვს მძიმე ხარისხის დარღვევები სათესლე სითხეში ანუ ე.წ. სპერმატოგენეზის მძიმე დარღვევებია, აუცილებელია ჩავრთოთ გენეტიკური კვლევები. მაგალითისთვის მინდა ხაზი გავუსვა ე.წ. y ქრომოსომის მიკროდელეციის დადგენა, ვინაიდან თანამედროვე რეკომენდაციებით თუ ჩვენ გვაქვს 5 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი ერთ მლ-ში – გენეტიკური კვლევების ჩატარება აუცილებელია.

აუცილებელია ასევე პროფილაქტიკისთვის მიმართოთ უროლოგს, რადგან ხშირ შემთხვევაში შესაძლოა დაავადებები გვქონდეს და მათ არანაირი ჩივილი, სიმპტომი ანუ გამოვლინება არ ჰქონდეს. მითუმეტეს, როცა გვსურს ახალ პარტნიორთან თანაცხოვრების დაწყება, ვინაიდან ეს მომავალში შესაძლოა მთელი რიგი პრობლემების მიზეზი გახდეს.

რა მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ანალიზს ხელოვნური განაყოფიერების წარმატებით განხორციელებისთვის?

მამაკაცის ფაქტორი უშვილობის დროს, განსაკუთრებით როცა გვაქვს მძიმე ხარისხის სპერმოგრამის მაჩვენებლები, ხშირად ჩვენ გვაქვს ორსულობის ვერ დადგომა ან ემბრიონის ვერ განვითარება. მთავარი გამოსავალია ზუსტად მოვახდინოთ სპერმატოზოიდის შერჩევა, ხშირად ეს ვიზუალურად ძალიან რთულია, ემბრიოლოგი სუბიექტურად არჩევს სპერმატოზოიდს და შესაბამისად ემბრიონის განვითარებასთან გვაქვს ხშირი პრობლემა.

როდესაც ჩვენ გვაქვს მამაკაცის ფაქტორი, მაგალითად შესაძლოა ამ მამაკაცს მხოლოდ რამდენიმე სპერმატოზოიდი ჰქონდეს, აუცილებელია ემბრიონების სელექცია. უნდა ჩატარდეს პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევა, რამეთუ გამოირიცხოს ემბრიონის ანეუპლოიდურობა რაც იმას ნიშნავს, რომ ემბრიონს შესაძლებელია ქონეს ქრომოსომების არასრული ნაკრები. ეს ემბრიონი სამწუხაროდ, განწირულია დაღუპვისთვის და მსგავსი ემბრიონის გადატანა რომ არ მოხდეს და იქნეს შერჩეული ჯანსაღი ეუვპლოიდური ემბრიონი, აუცილებელია ემბრიონის ბიოფსია და მედ-დიაგნოსტიკას აქვს საშუალება აწარმოოს მსგავსი კვლევა. მნიშვნელოვანი ისიც, რომ არ არის მასალის უცხოეთში გაგზავნის საჭიროება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ფინანსურ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული. ორსულობის დადგომის და დამდგარი ორსულობის ბოლომდე მიყვანა ჯანსაღი ემბრიონის, ეუპლოიდური ემბრიონის ტრანსფერით ადგილზე შეგვიძლია.

როგორია საშარდე გზების ინფექციების სტატისტიკა ქალებსა და მამაკაცებში და რამდენად მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა?

საშარდე გზების ინფექცია მიეკუთვნება ბაქტერიული ინფექციების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას. სტატისტიკურად დაახლოებით 86% ეს არის ქალბატონები, ვისაც ემართება საშარდე გზების ინფექცია. გამომწვევი მიზეზი 85%-ში არის ნაწლავის ჩხირი.

მიზეზი რა არის ამის? პირველ რიგში მიზეზი არის საშოს ფლორის დარღვევა. მედ-დიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას რომ მოხდეს საშოს ფლორის სრული ბაქტერიოლოგიური კვლევა ე.წ. საშოს მიკრობიოტას შესწავლა. ჯანსაღ ბიოტას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, რამეთუ თავიდან ავიცილოთ საშარდე გზების ინფექცია. ფლორის დარღვევა საშვილოსნოს ღრუში იწვევს ქრონიკულ ანთებით პროცესს, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს იმპლანტაციაზე, ემბრიონის მიმაგრებას უშუალოდ ენდომეტრიუმზე  და ასევე საშოდან წამოსული ინფექციური პროცესები ახდენს გავლენას ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაზე.

მკურნალობა არის უკვე მესამე ეტაპი პაციენტის და ექიმის ურთიერთობისა. პირველია მისი ჩივილების შეგროვება, მეორე – ადეკვატური ლაბორატორიული კვლევებიდან მიღებული შედეგების შეფასება და აქედან გამომდინარეობს მკურნალობის ტაქტიკა.

მედ-დიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას უმოკლეს ვადაში, მაქსიმალური შედეგით, ტექნოლოგიებით რომელიც არის მიკრო და მოლეკულურ დონეზე დაფუძნებული კვლევები, მოგვცეს უზუსტესი ლაბორატორიული დიაგნოზი და ამის შესაბამისად ვმართოთ კონკრეტული პაციენტის კონკრეტული პრობლემები.