Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
კორონავირუსი

ინფორმაცია კორონავირუსზე

კორონავირუსი არის რნმ-თან დაკავშირებული ვირუსების ჯგუფი, რომლებიც გვხვდება ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში. ადამიანებში ეს ვირუსები იწვევენ რესპირატორული ტრაქტის ინფექციებს, რომლებიც შეიძლება ზომიერიდან ლეტალური იყოს. რბილი ფორმები მოიცავს გაციებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს (რაც გამოწვეულია აგრეთვე ზოგიერთი სხვა ვირუსით, ძირითადად რინოვირუსებით), ხოლო ლეტალური მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს SARS, MERS და COVID-19-მა ფორმებმა. ჯერ კიდევ არ არსებობს ვაქცინა ან ანტივირუსული საშუალებები ადამიანის კოროვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.

COVID-19 გავლენას ახდენს სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა გზით. ინფიცირებულთა უმეტესობაში ვითარდება მსუბუქი და ზომიერი დაავადებით და გამოჯანმრთელება მიმდინარეობს ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ვირუსით სიმპტომების გამოვლენას საშუალოდ, 5-6 დღე სჭირდება, თუმცა შესაძლოა 14 დღის თავზე იჩინოს თავი.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები: ცხელება; მშრალი ხველა; დაღლილობა.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები: სახსრების ტკივილი; ყელის ტკივილი; დიარეა; კონიუქტივიტი; თავის ტკივილი; გემოვნების ან სუნის შეგრძნების დაქვეითება; გამონაყარი კანზე, ან თითების გაუფერულება.

დაავადების კლინიკური ნიშნები: სუნთქვის გაძნელება, მშრალი ხველა, ტემპერატურა, დაღლილობა, გულმკერდის ტკივილი, არტერიული წნევის მომატება, კუნთების ტკივილი (მიალგია), ყნოსვის და გემოს რეცეპტორების დაქვეითება, დერმატოლოგიური სიმპტომატიკა კანზე.

აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.