Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა

ცხოვრების ჯანსაღი წესი და დნმ-ს მნიშვნელობა

თანამედროვე გენეტიკა სწრაფად ვითარდება.  თვითგამორკვევის სურვილმა მიგვიყვანა იმ აღმოჩენამდე, რომ ყველა ადამიანს  დნმ-ის 99% საერთო აქვს, ხოლო დანარჩენი <1% ვარიაციების ის მიზეზია, რომლითაც თითოეული ადამიანი განვსხვავდებით.  პირველი ადამიანის გენომის გაშიფრის პროექტი 13 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება და ვარჯიში ის ტრენდებია, რომელსაც თითოეული ადამიანი ცდილობს მეტ-ნაკლებად აჰყვეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ჩვენგანი  ინდივიდუალური, უნიკალური ქმნილებაა, რომლის ორგანიზმიც განსხვავებულად რეაგირებს ვარჯიშსა თუ სწორი კვების სიგნალებზე.

ქიმიური თვალსაზრისით, დნმ – ეს არის გრძელი პოლიმერული მოლეკულა, რომელიც შედგება გამეორებადი ბლოკების ნუკლეოტიდებისგან. 1 დნმ სტრუქტურა შედგება 100 მილიონი ნუკლეოტიდისგან, ერთი ადამიანის ორგანიზმში 6 მლრდ ნუკლეოტიდია. თითოეული ადამიანის დნმ შედგება 23 წყვილი ქრომოსომისგან, ყველა ქრომოსომას ერთად გენომი ეწოდება. 

სამედიცინო დარგის განვითარების თანამედროვე ეტაპზე პერსონალურ, ანუ პრეციზიულ მედიცინას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. პერსონალური მედიცინა გულისხმობს პაციენტების ისეთი ცალკეული ჯგუფების შექმნას, რომლებისთვისაც სამედიცინო მომსახურების, ინტერვენციის და პრეპარატების მისადაგება ხორციელდება ინდივიდუალურად.

ადამიანის გენეტიკასთან მემკვიდრეობითი დარღვევების და მემკვიდრეობითი წინასწარ განწყობის კავშირის მიუხედავად, ეს აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ არ არსებობს ყველასთვის ერთნაირი მიდგომა დიეტისა და ფიტნესის მიმართ.  ყველა ადამიანი, რომელიც სერიოზულად არის ჩართული დიეტის, სწორი კვების და ვარჯიშის დაგეგმვაში სავარაუდოდ, უკვე აცნობიერებს ამას. 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 70%-ით ცხოვრების წესი და კვება განსაზღვრავს, 15%-ით სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციები, ხოლო გენეტიკური თავისებურებები მხოლოდ 15%-ს. ჯანსაღი კვება პროდუქტების მრავალფეროვნებას, დაბალანსებულ და გემრიელ რაციონს გულისხმობს.

რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მიუხედავად ამისა,  არჩევანი, თუ რა მივირთვათ, ხშირად გადაუჭრელ დილემას წარმოადგენს. შესაძლოა მეგობარი გიმტკიცებდეთ, რომ რომელიმე დიეტამ მასზე დადებითი გავლენა მოახდინა, თუმცა ეს არ ნიშნავს,  რომ თქვენზეც ანალოგიურად იმოქმედებს. ყველა ადამიანის ორგანიზმი საკვებ ნივთიერებებზე განსხვავებულად რეაგირებს, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესი ინდივიდუალურია და დიდწილად გენეტიკაზეა დამოკიდებული. 

უახლესი კვლევების საფუძველზე ცხოვრების ჯანსაღი წესის და პრეციზიული მეთოდების დასანერგად შეიქმნა დნმ-ზე და რნმ-ზე დაფუძნებული  ნუტრიგენეტიკული ტესტი. 

აღნიშნული მოლეკულურ-გენეტიკური ტესტის ჩატარება სრულიად არაინვაზიურია და საჭიროა მხოლოდ  ნაცხი, ანუ ნერწვი. 

გენეტიკური ტესტის შედეგები გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ ზუსტი ინფორმაცია კვებაზე პასუხისმგებელი თქვენი გენების შესახებ. თქვენთვის ოპტიმალური დიეტის განსაზღვრა იმ გენების შესწავლის საფუძველზე ხდება, რომლებიც უშუალოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების შეთვისებაში მონაწილეობენ. გენეტიკური ტესტირების შედეგების საფუძველზე ხდება განსაზღვრა თქვენი გენეტიკური კოდის მიხედვით როგორი წინასწარი განწყობა გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების მიმართ, რომლებიც უმნიშვნელოვანესია თქვენივე ჯანმრთელობისათვის: 

დიეტის მოთხოვნები

  • დიეტის ოპტიმალური ტიპი
  • მონოუჯერი ცხიმები
  • პოლიუჯერი ცხიმები
  • მგრძნობელობა მარილის მიმართ

ვარჯიში და წონის კლება

  • მეტაბოლიზმის სიჩქარე
  • ვარჯიშზე საპასუხოდ სხეულის ცხიმის დანაკარგი
  • პასუხი დიეტაზე
  • წონის კლება და კვლავ აღდგენა
  • საუკეთესო დიეტა წონის კლებისთვის
  • სიმსუქნე

ჯანმრთელობის მეტაბოლური ფაქტორები

  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 
  • (მსლ) ქოლესტეროლის დონე
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების
  • (დსლ) ქოლესტეროლის დონე
  • ტრიგლიცერიდების დონე
  • სისხლში შაქრის დონე
  • ოქსიდაციური სტრესი
  • დეტოქსიფიკაცია
  • რკინის რაოდენობა

კვებითი მოთხოვნილება

  • კალციუმი
  • სპილენძი
  • ფოლატი
  • მაგნიუმი
  • ომეგა-3 და ომეგა-6
  • ფოსფორი
  • სელენიუმი
  • ვიტამინი B
  • ვიტამინი B6
  • ვიტამინი B12
  • ვიტამინი C
  • ვიტამინი E
  • თუთია

რეაქცია საკვებზე

  • ლაქტოზას აუტანლობა
  • ალკოჰოლზე გაწითლება
  • კოფეინის მეტაბოლიზმი
  • გლუტენის მიმართ მგრძნობელობა
  • ალერგია მიწის თხილზე

კვებითი ჩვევები

  • კვების დარღვევა
  • გადაჭარბებული ჭამის ტენდენცია
  • დანაყრება
  • უმამი გემო
  • მწარე გემო