Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
ნიაცინი ვიტამინი b3

ნიაცინი – ვიტამინი B3 – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე

ნიაცინი მოიცავს ნიკოტინის მჟავას, ნიკოტინამიდსა და მათ ბიოლოგიურად აქტიურ წარმოებულებს. ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი მოქმედებენ, როგორც პრეკურსები ორი კოფერმენტისა, ესენია ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი (NAD) და ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატი (NADP), რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ორგანიზმში მიმდინარე ოქსიდაციისა და დაშლის რეაქციებში. NAD და NADP ასევე ახორციელებენ დიფოსფატ-რიბოზას ტრანსფერულ რეაქციებს, რითაც ჩართულნი არიან დნმ-ის აღდგენასა და კალციუმის მეტაბოლიზმში.

მეტაბოლიზმი და ორგანიზმის მოთხვონილება

ნიკოტინის მჟავა და ნიკოტინამიდი წარმატებულად შეიწოვებინა კუჭსა და წვრილ ნაწლავებში. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს პარკოსანი მცენარეები, რძე, ხორცი და კვერცხი. ამ პროდუქტებიდან აღნიშნული ნივთიერებები კარგად შეიწოვებიან, ხოლო დამუშავებული მარცვლეულიდან შეწოვა რთულად ხდება. საუკეთესო შედეგი მიიღწევა თავისუფალი ნიაცინით (არაკოფერმენტული ფორმის) მდიდარი მარცვლეულის ფქვილის გამოყენებისას. აშშ-ში ნიაცინის საშუალო მოხმარება აღემატება რეკომენდირებულ ნორმას. იმის გამო, რომ ამინმჟავა ტრიფტოფანს შეუძლია ნიაცინად გარდაქმნა, იგი განიხილება, როგორც ნიაცინის ექვივალენტი. იზონიზიდის თანაობისას ან ვიტამინ B6-ის დეფიციტისას, ტრიფტოფანის ნიაცინად გარდაქმნის ინტენსივობა ქვეითდება. ნიაცინის შარდის გზით გამოყოფილი პროდუქტებია –პირიდონი და 2-მეთილ ნიკოტინამიდი, რომელთა შარდში განსაზღვრის გზით ხდება ნიაცინის დეფიციტის დიაგნოსტირება.

დეფიციტი

ნიაცინის დეფიციტი იწვევს პელაგრას. იგი ძირითადად იმ პოპულაციაში აღინიშნება რომელთა კვების რაციონი დიდი რაოდენობით შეიცავს სიმინდს. განვითარებულ ქვეყნებში ეს დაავადება უპირატესად ალკოჰოლიკებში გვხვდება. პელაგრა ასევე ხშირია ნალწავებისა და თირკმელების თანდაყოლილი ანომალიებისა და დაზიანების მქონე ინდივიდებში, რომლებშიც დარღვეულია ტრიპტოფანის შეთვისება. კარცინოიდის დაავადებაც ნიაცინის განვითარების რისკფაქტორია, რამეთუ ამ დროს დიდი რაოდენობით ტრიპტოფანი გარდაიქმნება სეროტონინად. იზონიაზიდი ანტიტუბერკულოზური პრეპარატია, რომელიც ნიაცინის ანალოგს წარმოადგენს, ამიტომ, როგორც ზემოთ აღვნიშეთ, ის პაციენტები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო იღებენ ამ პრეპარატს, იმყოფებიან ნიაცინის დეფიციტისა და პელაგრას განვითარების რისკის ქვეშ. დაავადების განვითარება, გარდა საკვებში მისი შემცველობის ნაკლებობისა, შესაძლოა დაკავშირებული იყო ტრიპტოფანის ნიაცინად გარდაქმნისთვის აუცილებელი მიკროელემენტების დეფიციტითაც (მაგ. რკინა, რიბოფლავინი და პირიდოქსინი). პელაგრას ადრეული სიმპტომებია მადის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, გაღიზიანებადობა, მუცლის ტკივილი და ღებინება. მოგვიანებით აღინიშება კაშკაშა წითელი გლოსიტი და დამახასიათებელი გამონაყარი კანზე. გამონაყრის ელემენტები პიგმენტირებულია , განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მზე ხვდება. ეს გამონაყარი ცნობილია კასალის ყელსაბამის სახელწოდებით. ეს დასახელება მან მიიღო იმის გამო, რომ გამონაყარს აქვს მომრგვალო ფორმა კისრის გარშემო. იგი აღინიშნება შორსწასულ შემთხვევებში. დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს ვაგინიტი, ეზოფაგიტი, დიარეა, დეპრესია, გულყრები და დემენცია. დაავადების პირველადი მანიფესტაცია აღინიშნება როგორც 3+1 „დ“: დერმატიტი, დიარეა, დემენცია, + სიკვდილი (death).

მკურნალობა

პელაგრას მკურნალობა გულისხმობს ნიკოტინამიდისა და ნიკოტინის მჟავას ორალურ მიღებას 100-200 მგ რაოდენობით, დღეში 3-ჯერ, 5 დღის განმავლობაში. ნიკოტინის მჟავას მაღალი დოზა (2 გრამი დღეში) ინიშნება ჰიპერქოლესტერინემიის, ჰიპერტრიგლიცერიდემიისა და მაღალი სიმკვირის ლიპოპროტეინების მცირე რაოდენობის სამკურნალოდ. დადგენილია მისი დადებითი ეფექტი კარდიოვასკულური გამოსავლის კუთხით.

ტოქსიურობა- მაშინაც კი, როცა ნაიცინის დანამატის სახით მიღება ხდება მცირე დოზებში (30 მგ) შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროსტაგლანდინებით გაშუალებულ სიწითლეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ნიაცინი უკავშირდება G ცილასთან შეკავშირებულ რეცეპტორს და როგორც წესი, გვხვდება ჰიპერქოლესტერინემიის ნიაცინით მკურნალობისას. საკვები პროდუქტების გზით ნიაცინის მიღებას ტოქსიურობა არ ახასიათებს. შეწითლება თავიდან ყოველთვის სახეზე იწყება. მას შეიძლება თან ახლდეს კანის სიმშრალე, ქავილი, პარესთეზია და თავისტკივილი. ასპირინის წინასწარი მიღება ნიაცინის ამ ეფექტებს ნაკლებ გამოხატულს ხდის. იგივე დოზით ნიაცინის მიღებას ასევე შეიძლება თან ახლდეს გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. ნიაცინის ტოქსიურობის თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა მისი ჰეპატოტოქსიურობა, რომელიც სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებებით გამოვლინდება. ამ დროს იმატებს ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST) და ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT). აღწერილია ელვისებური ჰეპატიტის განვითარების შემთხვევებიც ნიაცინის 3-9 გ/დღეში დოზით მიღებისას, რა დროსაც აუცილებელია ღვიძლის ტრანსპლანტაცია. სხვა ტოქსიური რეაქციები მოიცავს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას, ჰიპერურიკემიას, მხედველობის ხალის შეშუპებასა და მხედველობის ხალის ცისტას. დისლიპიდემიის სამკურნალოდ ნიაცინისა და სტატინების ერთროულად მიღებისას იზრდება რაბდომიოლიზის რისკი.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი