Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
რიბოფლავინი ვიტამინი ბ2

რიბოფლავინი – ვიტამინი B2 – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე

რიბოფლავინი ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმში ჩართული უმიშვნელოვანესი კოფერმენტი და ელექტრონების დონორია. ცნობილია, რომ ფერმენტები, რომლებიც, პროსთეტული ჯგუფების სახით, შეიცავენ ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდსა (FAD) და ფლავინ მონონუკლეოტიდს, შედიან ფლავოფერმენტების ჯგუფში. ასეთი ფერმენტებია, მაგალითად, სუქცინატ დეჰიდროგენაზა, მონოამინ ოქსიდაზა და გლუტათიონ რედუქტაზა, ისინი უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილებია. იმის გამო, რომ ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდი წარმოადგენს მეთილტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას კოფაქტორს, იგი ახდენს ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის მოდულაციას. ეს ვიტამინი მონაწილეობს აგრეთვე წამლებისა და სტეროიდების მეტაბოლიზმსა და დეტოქსიკაციურ რეაქციებში.

მიუხედავად იმისა, რომ რიბოფლავინის ქიმიური და ფერმეტნული რეაქციები კარგად არის შესწავლილი, კლინიკური თვალსაზრისით, მისი დეფიციტი იძლევა არასპეციფიკურ სიმპტომებს და გამოვლენა სხვა B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის მსგავსია. რიბოფლავინის დეფიციტის უპირატესი მანიფესტაცია კანისა და პირის ლორწოვანი ზედაპირების დაზიანებით ხდება, გამოხატულია სტომატიტი, ტუჩების ზედაპირის დაიზანება, აქერცვლა, ქეილიტი, პირის კუთხეების დაზიანება და სებორეული დერმატიტი. თუმცა, შეიძლება, ადგილი ჰქონდეს რქოვანას ვასკულარიზაციას (ნორმაში, რქოვანაში სისხლძარღვები არ უნდა იყოს), ანემიასა და პერსონოლოგიურ ცვლილებებს.

დეფიციტი და გადაჭარბებული რაოდენობა

რიბოფლავინის დეფიციტი თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღებასთან. მისი ძირითადი წყაროებია: რძე, რძის პროდუქტები, გამდიდრებული პურეული და მარცვლეული. რიბოფლავინის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე, მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, ბროკოლი და პარკოსანი მცენარეები. გასათვალისწინებელია, რომ რიბოფლავინი გამოირჩევა ძლიერი ფოტოსენსიტიურობით, შესაბამისად ის პროდუქტები, რომლებიც ამ ვიტამინს შეიცავს, დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისა და სინათლის ზემოქმედებისგან. ამისათვის, რძე უნდა ინახებოდეს სპეციალურ მზისგან და სინათლისგან დამცავ კონტეინერებში. რიბოფლავინის დეფიციტის ლაბორატორიული დიაგნოსტირება შესაძლებელია ერთითროციტებისა და შარდში რიბოფლავინის კონცენტრაციის გამოკვლევით. აგრეთვე, კვლევისთვის იყენებენ ერითროციტების გლუტათიონ რედუქტაზას აქტივობის განსაზღვრას ფლავინ ადენინ დინუკლეოტიდის დამატებამდე და დამატების შემდეგ. იმის გამო, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ რიბოფლავინის შეწოვის პროცესი ლიმიტირებულია (ორალურად მიღების შემთხვევაში, დაახლოებით, 20 მგ), მისი ტოქსიურობა აღწერილი არ არის.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი