Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ქრომი

ქრომი – Chromium

ქრომი აძლიერებს ინსულინის აქტივობას იმ პაციენტებში, რომლებშიც დარღვეულია გლუკაზასადმი ტოლერანტობა. აღნიშნული ეფექტი, სავარაუდოდ, განპირობებულია ინსულინის-რეცეპტორ-გაშუალებული სასიგნალო გზების გაძლიერებით, თუმცა, მისის ეფექტურობა მე-2 ტიპის დიაბეტიან პაციენტებში ბუნდოვანია. ასევე, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება სისხლის ლიპიდური სპექტრის გაუმჯობესება.

ქრომის დანამატის სახით მიღების რაიმე დადებითი ეფექტი კუნთის შენებაზე დამტკიცებული არ არის. ქრომით მდიდარი საკვები პროდუქტებია საფუარი, ხორცი და მარცვლეული. საკვებ დანამატებში გვხვდება ქრომის სამვალენტიანი ფორმა, რომელიც არატოქსიურია, თუმცა უჟანგავი ფოლადის შენადნობებში გამოყენებული ქრომ-6 წარმოადგენს კარგად ნაცნობ ტოქსიურ აგენტს, რომელიც ცნობილია, როგორც ფილტვის კანცეროგენი და ასევე ღვიძლის, თირკმლებისა და ცნს-ის დამაზიანებელი.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი