Cart

Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

Cart

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი – Toxoplasmosis

ტოქსოპლაზმოზი ერთუჯრედიანი პარაზიტის ტოქსოპლაზმა გონდიის მიერ გამოწვეული პარაზიტული ინფექციაა. იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტულ ინფექციაა. ინვაზია ჩვეულებრივ, პარაზიტით დაბინძურებული, თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღების გზით ხდება. საკვები პროდუქტების დაბინძურება ხდება ინფიცირებული კატის ფეკალიებით. ასევე მნიშვნელოვანია დედიდან ნაყოფზე გადაცემაც.

ტოქსოპლაზმოზს იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება ახლდეს გაციების მსგავსი სიმპტომები, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში, იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტოქსოპლაზმოზი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნაყოფის, ახალშობილისა და დავქეითებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის.

თუ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კარგია და არ არის ორსულობა, ტოქსოპლაზმოზის არსებობა, შესაძლოა, არ საჭიროებდეს მკურნალობას ან სხვა ღონისძიებების გატარებას. ორსულობის ან იმუნიტეტის დაქვეითების დროს, მკურნალობა და მენეჯმენტი აუცილებელია შემდგომი სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად. საუკეთესო გზა პრევენციაა.

სიმპტომები

როგორც აღვნიშნეთ, ინფიცირებულთა უმრავლესობას არ არქვს არანაირი სიმპტომი. მხოლოდ ზოგ შემთხვევაში შეიძლება, დაავადებას თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:

  • კანის ქავილი
  • გადიდებული ლიმფური კვანძები
  • თავისტკივილი
  • ცხელება
  • დაღლილობა
პირები, რომლებშიც დაქვეითებულია იმუნური დაცვა

აივ/შიდს-ის მქონე პირები, ის პირები, რომლებიც მკურნალობენ ქიმიოთერაპიული პრეპარატებით ან პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ორგანოს ტრანსპლანტაცია, ადრე არსებული ტოქსოპლაზმური ინფექციის რეაქტივაციის რისკის ქვეს იმყოფებიან. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაავადებას უფრო მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. ამ დროს სიმპტომები მოიცავს:

  • თავისტკივილი
  • დაბნეულობა
  • კოორდინაციის დარღვევა
  • გულყრები
  • ფილტვის ისეთი პრობლემები, რომლებიც ძალიან ჰგავს ტუბერკულოზს, პნევმოცისტურ პნევმონიას.
  • მხედველობის დაბინდვა, რომელიც გამოწვეულია ბადურის მწვავე ანთებით (ოკულური ტოქსოპლაზმოზი)
ბავშვებში

იმ შემთხვევაში, თუ დედა ორსულობამდე მოკლე პერიოდში ან ორსულობისას პირველადად დაინფიცირდა ტოქსოპლაზმით, ძალიან მაღალია ნაყოფზე ინფექციის გადაცემის რისკი (თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი), იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება უსიმპტომოდ მიდმინარეობს.

თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია, როდესაც დედის ინფიცირება ხდება ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ხოლო ყველაზე ნაკლებია პირველ ტრიმესტრში ინფიცირებისას. მეორეს მხრივ, ორსულობისას რაც უფრო ადრე ხდება ინფიცირება, მით უფრო მძიმეა ნაყოფისმხრივი გამოსავალი.

ადეულ ინფიცირებისას ადგილი აქვს ნაადრევ მშობიარობასა და აბორტს. იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი გადარჩება, ძალიან დიდი ალბათობით, მას ექნება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მაგალითად:

  • გულყრები
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება (ჰეპატოსპლენომეგალია)
  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიყვითლე
  • თვალის მძიმე ინფექციები

ტოქსოპლაზმოზის მქონე ახალშობილთა ძალიან მცირე ნაწილში აღინიშნება დაავადების სიმპტომები. ნიშნები, რომლებიც მოიცავს სმენის დაკარგვას, მენტალურ პრობლემებსა და თვალის სერიოზულ ინფექციებს, შესაძლოა, თინეიჯერობის ან უფრო გვიანი ასაკის დროს გამოვლინდეს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

იმ შემთხვევაში თუ ხართ აივ ინფიცირებული, გაქვთ შიდსი, ხართ ორსულად ან ახლო მომავალში აპირებთ დაორსულებას და ფიქრობთ, რომ შესაძლოა შეხება გქონოდათ ტოქსოპლაზმასთან, მიმართეთ ექიმს ტესტირების ჩასატარებლად.

მწვავე ტოქსოპლაზმოზის სიმპტომების- მხედველობის დაბინდვის, დაბნეულობისა და კოოორდინაციის დარღვევის დროს აუცილებელია სამედიცინო ჩარევა, მითუმეტეს, თუ იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ.

მიზეზები

ტოქსოპლაზმოზის გამომწვევია ერთუჯრედიანი პარაზიტი ტოქსოპლაზმა გონდიი (T. gondii). იგი პარაზიტობს ცხოველთა და ფრინველთა უმრავლესობაში თუმცა დაავადების გამომწვევი პარაზიტის გამოყოფა ხდება მხოლოდ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების ფეკალიებით. შინაური კატა პარაზიტის საბოლოო მასპინძელია.

დაავადების გავრცელება არ ხდება ინფიცირებული ადამიანის მიერ.

გავრცელების გზებია:
  • ინფიცირებული კატის ფეკალიებთან კონტაქტი. პარაზიტის შემთხვევითი მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხდეს თუ ბაღში, მიწასთან მუშაობის, კატის ურნის გასუფთავების ან ნებისმიერი ისეთ ნივთთან შეხებით, რომელიც კატის ფეკალიითაა დაბინძურებული, შემდეგ კი დაბინძურებულ ხელს შეახებთ თქვენს პირს. განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია ისეთი კატების მოვლისას პირადი ჰიგიენის დაუცველობა, რომლებიც ნადირობენ ან იკვევებიან დაუმუშავებელი ხორცით. ამ გზით ინფიცირებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება პირადი ჰიგიენის დაცვაა.
  • დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღება. ინფიცირების მაღალი რისკის შემცველია ცხვრის, ღორისა და ირმის ხორცის მიღება. აგრეთვე მაღალია რისკი არაპასტერიზებული ყოველდღიური საკვები პროდუქტების გამოყენება. წყლით ინფექციის გავრცელება იშვიათია.
  • დაბინძურებული დანები, საჭრელი დაფები და სხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭელი. ის დანადგარები და სამზარეულოს ატრიბუტიკა, რომელიც შეხებაშია უმ, დაუმუშავებელ ხორცთან, ცხელი ქაფიანი წყლით დამუშავებამდე ინფიცირების მაღალი რისკის შემცველია.
  • გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის მიღება. ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირი, შესაძლოა, დაბინძურებული იყოს პარაზიტებით. მნიშვნელოვანია გამოყენებამდე მათი საგულდაგულოდ გარეცხვა, მითუმეტეს თუ დაუმუშავებლად ხდება მათი მიღება.
  • ინფიცირებული დონორის სისხლისა და ორგანოს გამოყენება. იშვიათ შემთხვევებში, პარაზიტის გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებული დონორის სისხლის გადასხმით ან ორგანოს გადანერგვით.

პარაზიტის ინვაზიის შემდეგ, ადგილი აქვს ცისტების ფორმირებას, რომელიც ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ყველაზე ხშირად, ცისტები ყალიბდება თავის ტვინსა და სხვადასხვა ორგანოს კუნთოვან ქსოვილში, მათ შორის, გულში.

ჯანმრთელ პირებში, იმუნური სისტემა აკონტროლებს პარაზიტის აქტივობას და ამყოფებს მას ინაქტივირებულ მდგომარეობაში. აღნიშნული უზრუნველყოფს ორგანიზმის მთელი სიცოხლის განმავლობაში დაცვას განმეორებითი ინფიცირებისგან. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ იმუნური სისტემა დასუსტდება სხვადასხვა დაავადების ან პრეპარატის ზემოქმედებით, ტოქსოპლაზმური ინფექცია შეიძლება რეაქტივირდეს და გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

რისკ ფაქტორები

ტოქსოპლაზმით ყველა შეიძლება დაინფიცირდეს. პარაზიტი მთელი მსოფლიოს მასშტბითაა გავრცელებული.

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ არიან ის ინფიცირებული პირები, რომლებიც:

  • არიან აივ ინფიცირებულები ან/და აქვთ შიდსი. აივ/შიდს-ით პირები იმყოფებიან ინფექციის რეაქტივაციის და გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ;
  • იტარებენ ქიმიოთერაპიას. ქიმიოთერაპია გავლენას ახდენს იმნუნურ სისტემაზე, ასუსტებს მას და ორგანიზმს მოწყვლადს ხდის სხვადასხვა პათოგენისადმი;
  • იღებენ სტეროიდებს ან სხვა იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს. არასიმსივნური დაავადების სამკურნალო ისეთი პრეპარატები, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის სუპრესიას, ზრდიან ტოქსოპლაზმოზის გართულებების განვითარების რისკს.
გართულებები

იმუნური სისტემის ნორმალურად ფუნქციონირების ფონზე, ტოქსოპლაზმოზის გართულებები ნაკლებ მოსალოდნელია, თუმცა ჯანმრთელ პირებშიც შეიძლება განვითარდეს თვალის ინფექციები. თვალის ინფექციების მკუნრალობის არჩატარების შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიბრმავის განვითარებას.

იმ შემთხვევაში, თუ იმუნიტეტი დაქვეითებულია, განსაკუთრებით, აივ/შიდსის დროს, ტოქსოპლაზმოზმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებები, როგორიცაა ენცეფალიტი- თავის ტვინის ანთება.

შიდსის დროს, არანამკურნალები ენცეფალიტი ფატალურია.

თანდაყოლილი ენცეფალიტის მქონე ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაკრგვა, სიყრუე და მენდატული დარღვევები.

პრევენცია

გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ტოქსოპლაზმოზის პრევენციისთვის, მოიცავს:

  • ბაღში და მიწასთან მუშაობის დროს გამოიყენეთ ხელთათმანი. მიწასთან და ეზოში მუშაობის დროს ხელთათმანების გამოყენება და მუშაობის შემდეგ ხელების საპნითა და წყლით დაბანა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს;
  • არ მიირთვათ უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი. ხორცი, განსაკუთრებით, ცხვრის, ღორისა და ირმის, შესაძლოა შეიცავდეს ტოქსოპლაზმას. არ დააგგემოვნოთ იგი სრულად მომზადებამდე. მოერიდეთ დამარინადებულ ხორცს.
  • გამოყენებისთანავე კარგად გარეცხეთ სამზარეულოს ნივთები. უმი ხორცის დამუშავების შემდეგ, კარგად გარეცხეთ დანები და საჭრელი დაფები წყლითა და ქაფით რათა არ მოხდეს სხვა პროდუქტების ჯვარედინი დაბინძურება. ხორცის დამუშავების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები;
  • გარეცხეთ ყველანაირი ხილი და ბოსტნეული. კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, თუ თქვენ ცოცხლად აპირებთ მათ მიღებას. უმჯობებსია გარეცხვის შემდეგ კანის მოცილება;
  • მოერიდეთ არაპასტერიზებული რძის დალევას. არაპასტერიზებული რძე და სხვა ყოველდღიური პროდუქტები, შეიძლება დაბინძურებული იყოს პარაზიტით;
  • ბავშვის ქვიშის მოედანს დააფარეთ თავზე. თუ თქვენ ეზოში გაქვთ ბავშვისთვის ქვიშის მოედანი, სადაც იგი ქვიშაში თამაშობს, ეცადეთ არ დატოვოთ დაუხურავი, რათა არ ჩავიდნენ კატები და არ დააბინძურონ ფეკალიებით.
კატების მოყვარულთათვის

თუ ხართ ორსული ან ტოქსოპლაზმოზის გართულებების რისკის ქვეშ მყოფი პირი, ამ ხერხებით შეგიძლიათ, დაიცვათ თავი:

  • იზრუნეთ თქვენი კატების ჯანმრთელობაზე. უზრუნველყავით ისეთი გარემო, რომ თქვენი კატა არ გადიოდეს გარეთ. კვებეთ იგი სპეციალიზებული საკვებით და არა უმი ხორცით. კატების ინფიცირება ხდება ნანადირევისა და დაუმუშავებელი ხორცის ჭამით;
  • მოერიდეთ უსახლკარო კატებსა და კნუტებს. ყველა შინაურ ცხოველს უნდა ჰქონდეს სახლი და ჰყავდეს მზრუნველი პატრონი, თუმცა თუ თქვენ იმყოფებით რისკ ჯგუფში, მათზე მზრუნველობა სხვას დაუთმეთ. კატებში, როგორც წესი, ტოქსოპლაზმოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ცხოველთა ტესტირება ტოქსოპლაზმოზზე.
  • სთხოვეთ სხვას, რომ გაასუფთავოს თქვენი კატის ურნა. თუ არ გაქვთ შესაძლებლობა, რომ სხვამ გაასუფთავოს ფეკალიებისგან თქვენი კატის ურნა, გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები და პირბადე. გასუფთავების შემდეგ, კარგად დაიბანეტ ხელები საპნითა და წყლით. ცვალეთ ურნა ყოველდღიურად, რათა გამოყოფილ ცისტები ნაკლები დროის განმავლობაში ექსპოზირებდეს გარემოსთან.
დიაგნოზი

პროტოკოლის თანახმად, ორსულთა რუტინული ანტენატალური სკრინინგი ტოქსოპლაზმოზზე, არ ხდება. ასევე არ ხდება რუტინულად ახალშობილებისა და ბავსვების გამოკვლევა. სპეციფიკური კვლევის გარეშე, ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტირება რთულია. აღნიშნულის მიზეზი, მისი კლინიკური მიმდინარეობის სპეციფიკაა- იგი ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების მიმდინარეობას, მაგალითად გრიპსა და მონონუკლეოზს

ტესტირება ორსულობისას

თუ თქვენი ექიმი ეჭვს მიიტანს ტოქსოპლაზმოზზე, შესაძლოა, საჭიროდ ჩათვალოს თქვენი კვლევა სისხლში ანტისხეულების გამოსავლენად. ანტისხეულები იმუნური სისტემის უჯრედების მიერ გამომუშავებული დამცველობითი ცილებია. ანტისხეულები გამომუშავდება ორგანიზმში მოხვედრილი უცხო აგენტის საწინააღმდეგოდ და გააჩნიათ მაღალი სპეციფიკურობა.

რას ნიშნავს ტესტის პასუხები

ორგანიზმში მოხვედრილი უცხო აგენტის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავებას გარკვეული დრო სჭრირდება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის ძალიან ადრეულ პერიოდში მოხდება ტესტირება, როცა ჯერ კიდევ არაა ანტისხეულები გამომუშავებული, ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური. ეს მცდარი ნეგატიური პასუხი რადგან, რეალურა, თქვენ ინფიცირებული ხართ. ზუსტი პასუხის მისაღებად, რეკომენდირებულია ტესტის განმეორება რამდენიმე კვირაში.

შემთხვევათა უმეტესობაში, ტესტის ნეგატიური პასუხი ნიშნავს, რომ თქვენ არასდროს გქონიათ ტოქსოპლაზასთან შეხება და არ დაინფიცირებულხართ, შესაბამისად, არ გაგაჩნიათ მასზე ანტისხეულები და არ ხართ იმუნური. ასეთ დროს, თქვენ იმყოფებით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ ქვეშ და მაქსიმალურად უნდა დაიცვათ ის წესები, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენს დაცვას.

ტესტის დადებითი პასუხი ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ან აქტიური, მწვავე ტოქსოპლაზმოზი, ან გაქვთ ქრონიკული, ინაქტივირებულ მდგომარეობაში. ამის შეფასება ხდება ტესტის შედეგად გამოვლენილი ანტისხეულების კლასის მიხედვით. იმის განსაზღვრა, დაავადება ქრონიკულ ფაზაშია თუ მწვავეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და აივ/შიდს-ით პირებში.

ბავშვების ტესტირება

თუ თქვენ ხართ ორსულად და ორსულობის დროს ან ორსულობამდე მოკლე პერიოდში დაინფიცირდით, იმის გასაგებად, გადაეცა თუ არა ინფექცია ნაყოფს, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ:

  • ამნიოცენტეზი. აღნისნული პროცედურია  უსაფრთხოა და შეიძლება ჩატარდეს ორსულობის 15 კვირიდან. პროცედურისთვის ექიმი იყენებს წვრილ ნემსს, რომლითაც იღებს ძალიან მცირე რაოდენობით იმ სითხეს, რომელშიც მოთავსებულია ნაყოფი. აღებული ნიმუშის კვლევა ხდება მასში არსებულ პარაზიტზე.
  • ულტრასონოგრაფიული კვლევა. აღნიშნული კვლევის დროს ხდება ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ულტრაბგერითი კლევა ავლენს არა პარაზიტის არსებობას, არამედ მისი არსებობის შემთხვევაში განვითარებულ ნაყოფისმხრივ დარღვევებს, მაგალითად ჰიდროცეფალიას. ულტრაბგერითი კვლევის დროს თუ არ გამოვლინდა პათოლოგიები, ეს არ ნიშნავს ინფექციის არქონას. რეკომენდირებულია დაბადების შემდეგ, პირველი წლის განმავლობაში ბავშვის გამოკვლევა.
კვლევა მძიმე შემთხვევების დროს

თუ ტოქსოპლაზმოზმა გამოიწვია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობები, როგორიც მაგალითად ენცეფალიტია, აუცილებელია დეტალური გამოკვლევების ჩატარება. ესენია:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მაგნიტური ველისა და ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებით ხდება თავის ტვინის დეტალური სურათების მიღება. აღნიშნული კვლევა არაინაზირუია და გააჩნია მინიმალური რისკები.
  • ტვინის ბიოფსია. იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკურნალობაზე შედეგი არ არის, ან ძალიან მცირეა, ნეიროქირურგმა შესაძლოა აიღოს ტვინიდან მცირე ქსოვილი. შემდგომში, აღებული ნიმუშის კვლევა ლაბორატორიაში ხდება ტოქსოპლაზმის ცისტებზე.
მკურნალობა

ჯნამრთელ ადამიანთა უმრავლესობაში, ტოქსოპლაზმოზი მკურნალობას არ საჭიროებს. იმ შემტხვევაში კი, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელ პირებში ტოქსოპლაზმოზი სიმპტომებით მიმდინარეობს მკურნალობისთვის შესაძლოა გამოყენებულ დანიშნულ იქნას:

  • პირიმეთამინი (დარაპრიმი). ეს მედიკამენტი ჩვეულებრივ, მალარიის დროს გამოიყენება და წარმოადგენს ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტს. აღნისნული პრეპარატის მიღების ფონზე, შესაძლოა დაირღვეს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას შეთვისება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირიმეთამინის მიღება მაღალი დოზით ხდება. აღნიშნული გვერდითი ეფექტის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია ფოლიუმის მჟავას დამატებით მიღება. პირიმეთამინის სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს ძვლის ტვინის სუპრესიასა და ჰეპატოტოქსიურობას.
  • სულფადიაზინი. ამ ანტიბიოტიკის გამოყენება ტოქსოპლაზმოზის სამკურნალოდ ხდება პირიმეთამინთან ერთად.
აივ/შიდსის მქონე პირების მკურნალობა

აივ/შიდსის დროს, ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა მოიცავს პირიმეთამინის, სულფადიაზინისა და ფოლიუმის მჟავას კომბინაციას. ალტერნატიულია პირიმეთამინის კლინდამიცინთან კომბინაციაში მიღება.

მკურნალობა ორსულებსა და ბავშვებში

ორსულების ტოქსოპლაზმოზზე მკურნალობა დამოკიდებულია ქვეყანაზე.

თუ ინფიცირება მოხდა ორსულლობის 16 კვირამდე, სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკი სპირამიცინი. ამ პრეპარატის მიღება ამცირებს ნაყოფში ნერვულის სისტემის დაზიანების რისკს. სპირამიცინის გაოყენება ორსულებში ტოქსოპლაზმოზის სამკურნალოდ, ევროპის ქვეყნებში რუტინულად ხდება, ხოლო აშშ-ში ჯერ ისევ ექსპერიმენტულად.

ორსუკობის 16 კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევაში ან თუ ტესტმა აჩვენა ნაყოფის ინფექცია, სამკუნრალოდ გამოიყენება პირიმეთამინი, სულფადიაზინი და ფოლიუმის მჟავა. მკურნალობის ოპიმალური გზისა და რეჟიმის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ ექიმის კომპეტენციაა.

ინფიცირებული ახალშობილის მკურნალობისთვის რეკომენდირებულია პირიმეთამინის სულფადიაზინისა და ფოლიუმის მჟავას კომბინაცია. აუცულებელია, მკურნალობის პროცესში ბავშვის მონიტორინგი მკურნალი ექიმის მიერ.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი