
რა არის Ai Doctor?
Ai Doctor ფუნქციონირებს როგორც ვირტუალური სამედიცინო ასისტენტი, რომელიც მუდმივად მზადაა კონსულტაცია გაგიწიოთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია სწრაფად და სისტემატურად დაამუშაოს პაციენტის სიმპტომები, დაეხმაროს სწორი დიაგნოზის დადგენაში, შემოგთავაზოთ შესაბამისი ტესტები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა.
რას ემსახურება? (პრობლემების გადაჭრა)
ასეთ პროდუქტს შეუძლია გაუმკლავდეს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას, განსაკუთრებით კი კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც კლინიკები გადატვირთულია და მომსახურების მიღება თითქმის შეუძლებელი.
Ai Doctor უზრუნველყოფს გაიზარდოს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის, ექიმების, ექთნებისა და ექიმის თანაშემწეების ოპტიმალური მუშაობის ხარჯზე.
Ai Doctor-ს შეუძლია მიაწოდოს პაციენტს მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაცია და დიაგნოსტიკური შესაძლებლობები ნომინალური ხარჯებით.
როგორ მუშაობს?
პაციენტი შედის Ai Doctor-ის ონლაინ პლატფორმაზე, სადაც შესაბამის გრაფაში შეჰყავს საკუთარი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, შეარჩევს საჭირო კატეგორიის ექიმს, (თუ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რომელი სჭირდება ან სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს) აღწერს ჩივილებს რომელიც აწუხებს პაციენტს, ატვირთავს ფოტო დოკუმენტაციას (თუ ასეთი არსებობს) და გაუგზავნის Ai Doctor-ს.
Ai Doctor-ის უნიკალური სისტემა ავტომატურად დაამუშავებს პაციენტის მონაცემებს, გაივლის კონსულტაციას დარგის სპეციალისტებთან და მოგაწვდით შესაბამის რჩევებს, დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს და მკურნალობის კურსს, ნომინალური ხარჯებით. (დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე რამდენად შეესაბამება დისტანციურ მკურნალობას)
რა შეუძლია AI Doctor-ს?

სიმპტომების საფუძველზე სხვადასხვა ლოგიკური დიაგნოზის გენერაცია

საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების განსაზღვრა და ნომინალური ხარჯების მიწოდება

დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა

ონლაინ კონსულტაცია დარგის სპეციალისტებთან

24/7 თქვენს სამსახურში

მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ტესტებსა და დაავადებებზე