შარდის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი მოიცავს შარდში არსებულ ცვლილებათა ფართო სპექტრს ნორმისა და პათოლოგიის დროს. მისი დიაგნოსტიკური ღირებულება საკმაოდ მაღალია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა, მაგალითად საშარდე გზების ინფექცია, თირკმლის დაავადებები და დიაბეტი. შარდის ანალიზი მოიცავს შარდის გარეგნული მახასიათებლების, კონცენტრაციისა და შემადგენლობის შეფასებას. შარდის
სისხლის საერთო ანალიზი
სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ. სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთსისხლის თეთრი უჯრედები,
ტოქსოპლაზმოზი – Toxoplasmosis
ტოქსოპლაზმოზი ერთუჯრედიანი პარაზიტის ტოქსოპლაზმა გონდიის მიერ გამოწვეული პარაზიტული ინფექციაა. იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტულ ინფექციაა. ინვაზია, ჩვეულებრივ, პარაზიტით დაბინძურებული, თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღების გზით ხდება. საკვები პროდუქტების დაბინძურება ხდება ინფიცირებული კატის ფეკალიებით. ასევე მნიშვნელოვანია დედიდან ნაყოფზე გადაცემაც. ტოქსოპლაზმოზს, იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება
ქრომი – Chromium
ქრომი აძლიერებს ინსულინის აქტივობას იმ პაციენტებში, რომლებშიც დარღვეულია გლუკაზასადმი ტოლერანტობა. აღნიშნული ეფექტი, სავარაუდოდ, განპირობებულია ინსულინის-რეცეპტორ-გაშუალებული სასიგნალო გზების გაძლიერებით, თუმცა, მისის ეფექტურობა მე-2 ტიპის დიაბეტიან პაციენტებში ბუნდოვანია. ასევე, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება სისხლის ლიპიდური სპექტრის გაუმჯობესება. ქრომის დანამატის სახით მიღების რაიმე დადებითი ეფექტი
სელენი
სელენი არსებობს სელენოცისტეინის ფორმით და ჩვენს ორგანიზმში შედის ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას შემადგენლობაში. აღნიშნული ფერმენტი მონაწილეობს ცილების, უჯრედთა მემბრანების, ლიპიდებისა და ნუკლეინის მჟავების დამჟანგავი ნივთიერებებისგან დაცვაში. იმ ფონზე, რომ სელენის ანტისიმსივნური აქტივობის როლი გარკვეული ტიპის სიმსივნეების დროს, მაგ. პროსტატის კიბოს დროს, აქტიურად
სპილენძი
სპილენძი მრავალი ფერმენტული სისტემის ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს. იგი ჩართულია ამინ ოქსიდაზებში, ფეროქსიდაზაში (ცერულოპლაზმინი), ციტოქრომ C ოქსიდაზაში, სუპეროქსიდ დისმუტაზასა და დოფამინ ჰიდროქსილაზაში. სპილენძი ასევე ფეროპროტეინის შემადგენელი კომპონენტია. აღნიშნული ტრანსპორტული ცილა ჩართულია ნაწლავის უჯრედებში (ენტეროციტებში) რკინის შეწოვასა და მის ბაზოლატერალურ ტრანსპორტირებაში. სპილენძი
თუთია – Zinc
თუთია ორგანიზმში არსებული მრავალი მეტალოფერმენტის ინტეგრალურ კომპონენტს წარმოადგენს; იგი ჩართულია ცილების, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზსა და სტაბილიზაციაშია და მნიშვნელოვანი სტრუქტურული როლი აქვს რიბოსომებისა და მემბრანებისთვის. თუთიას, ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებისა და სხვა ტრანსკრიფციის ფაქტორების დნმ-თან შეკავშირებაში. დადგენილია თუთიის
C ვიტამინი – VITAMIN C
C ვიტამინი - ინფორმაცია: ასკორბინის მჟავაცა (მხოლოდ L-იზომერი) და მისი დაჟანგული პროდუქტი დეფიდროასკორბინის მჟავა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. C ვიტამინის მოქმედება მოიცავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არაჰემური რკინის შეწოვის გაადვილებას, ასევე მონაწილეობას კარნიტინის ბიოსინთეზში, დოფამინის ნორეპინეფრინად გარდაქმნასა და მრავალი პეპტიდური ჰორმონის სინთეზში. C
ვიტამინი D – Vitamin D
ვიტამინი D - ზოგადი ინფორმაცია ვიტამინი D-ს ბიოლოგიური ეფექტები გაშუალებულია D ვიტამინის დამაკავშირებელი რეცეპტორებით, რომლებიც ქსოვილთა უმრავლესობაში გვხვდება. ამ რეცეპტორებთან დაკავშირება ზრდის D ვიტამინის ბიოლოგიურ ეფექტებს სხვადასხვა უჯრედულ სისტემებსა და ორგანოებზე (მაგ. იმუნური უჯრედები, თავის ტვინი, სარძევე ჟირკვლები, მსხვილი ნაწლავი და
K ვიტამინი – Vitamin K
K ვიტამინი ორი ფორით არსებობს. K1 - ცნობილი როგორც ფილოქინონი - მისი წყაროა ბოსტნეული. K2 - იგივე მენაქინონები, რომლებიც ბაქტერიული ფლორის მიერ წარმოიქმნება და დიდი რაოდენობითაა ღვიძლის ქსოვილში. ზოგიერთ ორგანოში, შეაძლოა, პოლიქინონის მენაქინონად გარდაქმნა. K ვიტამინი აუცილებელია გლუტამინის მჟავის პოსტტრანსლაციური კარბოქსილირებისთვის.