Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

სამედიცინო ბლოგი

ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული პათოლოგიაა, რომლისთვისაც კოგნიტური და ქცევითი ფუნქციის დარღვევა არის დამახასიათებელი, რაც მნიშვნელოვნად (შესამჩნევად) აფერხებს სოციალურ და პროფესიულ ფუნქციონირებას.  ალცჰაიმერი პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ხანგრძლივი პრეკლინიკური პერიოდი ახასიათებს. ალცჰაიმერის დაავადებისას, ფოლაქები ჩნდება ჰიპოკამპში, ტვინის ღრმა სტრუქტურაში, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი და

ტოქსოპლაზმოზი ერთუჯრედიანი პარაზიტის ტოქსოპლაზმა გონდიის მიერ გამოწვეული პარაზიტული ინფექციაა. იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პარაზიტულ ინფექციაა. ინვაზია, ჩვეულებრივ, პარაზიტით დაბინძურებული, თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღების გზით ხდება. საკვები პროდუქტების დაბინძურება ხდება ინფიცირებული კატის ფეკალიებით. ასევე მნიშვნელოვანია დედიდან ნაყოფზე გადაცემაც. ტოქსოპლაზმოზს, იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება

ქრომი აძლიერებს ინსულინის აქტივობას იმ პაციენტებში, რომლებშიც დარღვეულია გლუკაზასადმი ტოლერანტობა. აღნიშნული ეფექტი, სავარაუდოდ, განპირობებულია ინსულინის-რეცეპტორ-გაშუალებული სასიგნალო გზების გაძლიერებით, თუმცა, მისის ეფექტურობა მე-2 ტიპის დიაბეტიან პაციენტებში ბუნდოვანია. ასევე, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება სისხლის ლიპიდური სპექტრის გაუმჯობესება. ქრომის დანამატის სახით მიღების რაიმე დადებითი ეფექტი

სელენი არსებობს სელენოცისტეინის ფორმით და ჩვენს ორგანიზმში შედის ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას შემადგენლობაში. აღნიშნული ფერმენტი მონაწილეობს ცილების, უჯრედთა მემბრანების, ლიპიდებისა და ნუკლეინის მჟავების დამჟანგავი ნივთიერებებისგან დაცვაში. იმ ფონზე, რომ სელენის ანტისიმსივნური აქტივობის როლი გარკვეული ტიპის სიმსივნეების დროს, მაგ. პროსტატის კიბოს დროს, აქტიურად

სპილენძი მრავალი ფერმენტული სისტემის ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს. იგი ჩართულია ამინ ოქსიდაზებში, ფეროქსიდაზაში (ცერულოპლაზმინი), ციტოქრომ C ოქსიდაზაში, სუპეროქსიდ დისმუტაზასა და დოფამინ ჰიდროქსილაზაში. სპილენძი ასევე ფეროპროტეინის შემადგენელი კომპონენტია. აღნიშნული ტრანსპორტული ცილა ჩართულია ნაწლავის უჯრედებში (ენტეროციტებში) რკინის შეწოვასა და მის ბაზოლატერალურ ტრანსპორტირებაში. სპილენძი

თუთია ორგანიზმში არსებული მრავალი მეტალოფერმენტის ინტეგრალურ კომპონენტს წარმოადგენს; იგი ჩართულია ცილების, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზსა და სტაბილიზაციაშია და მნიშვნელოვანი სტრუქტურული როლი აქვს რიბოსომებისა და მემბრანებისთვის. თუთიას, ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებისა და სხვა ტრანსკრიფციის ფაქტორების დნმ-თან შეკავშირებაში. დადგენილია თუთიის

C ვიტამინი - ინფორმაცია: ასკორბინის მჟავაცა (მხოლოდ L-იზომერი) და მისი დაჟანგული პროდუქტი დეფიდროასკორბინის მჟავა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. C ვიტამინის მოქმედება მოიცავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არაჰემური რკინის შეწოვის გაადვილებას, ასევე მონაწილეობას კარნიტინის ბიოსინთეზში, დოფამინის ნორეპინეფრინად გარდაქმნასა და მრავალი პეპტიდური ჰორმონის სინთეზში. C

ვიტამინი D - ზოგადი ინფორმაცია ვიტამინი D-ს ბიოლოგიური ეფექტები გაშუალებულია D ვიტამინის დამაკავშირებელი რეცეპტორებით, რომლებიც ქსოვილთა უმრავლესობაში გვხვდება. ამ რეცეპტორებთან დაკავშირება ზრდის D ვიტამინის ბიოლოგიურ ეფექტებს სხვადასხვა უჯრედულ სისტემებსა და ორგანოებზე (მაგ. იმუნური უჯრედები, თავის ტვინი, სარძევე ჟირკვლები, მსხვილი ნაწლავი და

K ვიტამინი ორი ფორით არსებობს. K1 - ცნობილი როგორც ფილოქინონი - მისი წყაროა ბოსტნეული. K2 - იგივე მენაქინონები, რომლებიც ბაქტერიული ფლორის მიერ წარმოიქმნება და დიდი რაოდენობითაა ღვიძლის ქსოვილში. ზოგიერთ ორგანოში, შეაძლოა, პოლიქინონის მენაქინონად გარდაქმნა. K ვიტამინი აუცილებელია გლუტამინის მჟავის პოსტტრანსლაციური კარბოქსილირებისთვის.

ვიტამინი E ერთგვარი კრებითი დასახელებაა ტოკოფეროლებისა და ტოკოტრიენოლების ყველა სტერეოიზომერის, თუმცა ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ვრცელდება მხოლოდ RR ტოკოფეროლებზე. ვიტამინი E მოქმედებს, როგორც ჯაჭვის გამხლეჩი ანტიოქსიდანტი და წარმოადგენს თავისუფალი რადიკალების ერთგვარ „მჭამელს“, რა გზითაც იცავს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებსა და უჯრედის მემბრანაში