Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
C ვიტამინი

C ვიტამინი – VITAMIN C

C ვიტამინი – ინფორმაცია: ასკორბინის მჟავაცა (მხოლოდ L-იზომერი) და მისი დაჟანგული პროდუქტი დეფიდროასკორბინის მჟავა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. C ვიტამინის მოქმედება მოიცავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არაჰემური რკინის შეწოვის გაადვილებას, ასევე მონაწილეობას კარნიტინის ბიოსინთეზში, დოფამინის ნორეპინეფრინად გარდაქმნასა და მრავალი პეპტიდური ჰორმონის სინთეზში. C ვიტამინს მნიშვნელოვანი როლის აქვს შემაერთებელი ქსოვილის მეტაბოლიზმსა და ურთიერთდაკავშირებაში (პროლინის ჰიდროქსილირება), ასევე, იგი წარმოადგენს წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემების მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით დიდია მისი როლი შერეული ფუნქციის მქონე ოქსიდაციური სისტემებისთვის.

შეწოვა და საკვები წყაროები

C ვიტამინის ფაქტობრივად მთლიანი შეწოვა ხდება თუ მისი ერთჯერადი დოზა არ აღემატება 100მგ-ს, ხოლო თუ მისი დოზა 1 გრამზე მეტია, მხოლოდ მისი 50 %-ზე ნაკლები შეიწოვება. მაღალი დოზით მიღებისას, ადგილი აქვს C ვიტამინის გამარტივებულ დაშლას და მის გამოყოფას განავლითა და შარდით.

C ვიტამინის კარგი წყაროა ციტრუსი, მწვანე ბოსტნეული (განსაკუთრებით, ბროკოლი), პომიდორი და კარტოფილი. დღის განმავლობაში 5 პორცია ბოსტნეულისა და ხილის მიღება, ფაქტრობრივად, სრულად უზრუნველყოფს და შესაძლოა აჭარბებდეს კიდეს C ვიტამინის დღიურ მოთხოვნილებას, რომელიც მამაკაცებისთვის 90მგ/დღეში ხოლო ქალებისთვის 75 მგ/დღეში შეადგენს. ამას გარდა, აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 40 % მოიხმარს C ვიტამინს საკვები დანამატის სახით, რის გამოც აღნიშნული ვიტამინის მიღება „ბუნებრივი გზით“, ფაქტობრივად, აღარ ხდება, რამეთუ, იგი სრულად ჩანაცვლდება. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევა, ორსულობა, ჰემოდიალიზი, ლაქტაცია და სტრესი (მაგ ინფექციები და ტრავმები) ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას C ვიტამინზე.

დეფიციტი და დიაგნოსტიკა

C ვიტამინი – მისი დეფიციტი იწვევს სურავანდს. აშშ-ში აღნიშნული მდგომარეობა აღინიშნება ძირითადად ღარიბი ფენის ხანდაზმულებში, ასევე იმ ალკოჰოლიკებში, რომლებიც მოიხმარენ დღეში 10 მგ-ზე ნაკლებ C ვიტამინსა და იმ ინდივიდებში, რომლებიც მოიხმარენ მაკრობიოტულ დიეტას. აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს იმ ახალგაზრდებში, რომლებიც მკვეთრად გამოხატული დაუბალანსებელი საკვები რაციონით იკვებებიან. ზოგადი სისუსტისა და დაღლილობის გარდა, სურავანდის დროს ადგილი აქვს შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნისა და მომწიფების შეფერხებას, რაც გამოვლინდება სისხლდენებით კანზე (პეტექიები, ექკიმოზები, პერიფოლიკულური ჰემორაგიები), ანთებითი და სისხლმდენი ღრძილებით, ასევე, სისხლდენებით სახსრებში, პერიტონეუმის ღრუში, პერიკარდიუმის ღრუსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. ბავშვებში C ვიტამინის დეფიციტს შეუძლია ძვლების ზრდის შეფერხება. C ვიტამინის დეფიციტის ლაბორატორიული დიაგნოსტირება ხდება მისი შემცირებული პლაზმური დონის გამოვლენით ან ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების გამოვლენით.

სურავანდის დროს C ვიტამინის მიღება (200მგ/დღეში) რამდენიმე დღეში აუმჯობესებს სიმპტომებს. C ვიტამინის მაღალი დოზებით (0.2-დან რამდენიმე გრამამდე დღეში) მიღებამ, შესაძლოა, შეამციროს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ხანგრძლივობა და სიმპტომები. ასევე, აღნიშნულია, რომ C ვიტამინის დანამატის სახით მიღებას, შესაძლია, დადებითი ეფექტი ჰქონდეს ჩედიაკ-ჰაგაშის სინდრომისა და არასრული ოსტეოგენეზის მქონე პაციენტებში. ასევე მიჩნეულია,  რომ C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება ამცირებს ზოგიერთი სიმსივნური დაავადების, მაგ. საყლაპავისა და კუჭის კიბოს რისკს, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია C ვიტამინის უნართან, მოახდინოს ნიტრიტებისა და მეორეული ამინების კანცეროგენულ ნიტროზამინებად გარდაქმნის პრევენცია. მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ პარენტერულ C ვიტამინს გარკვეული პრო-ოქსიდაციური როლი აქვს შორსწასული სიმსივნეების მკურნალობაში, ელოდება ლაბორატორიულ დადასტურებას.

ტოქსიურობა

ერთჯერადად 2 გრამზე მეტ C ვიტამინის მიღებას, შესაძლოა, ახლდეს მუცლის ტკივილი, დიარეა და გულისრევა. იქიდან გამომდინარე, რომ C ვიტამინის მეტაბოლიზმი შეიძლება მოხდეს ოქსალატად გარდაქმნით, დიდი დოზებით ხანგრძლივმა მიღებამ, შეასძლოა, გაზარდოს თირკმელში კენჭების წარმოქმნის რისკი, თუმცა იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ თირკმლის დაავადება, აღნიშნული ასოციაცია კვლევებით არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულია, რომ თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებს არ ერჩიოთ C ვიტამინის დიდი დოზებით გამოყენება. ასევე, მოწოდებულია დაუდასტურბელი, მაგრამ სრულიად რეალური მოსაზრება, რომ C ვიტამინის დიდი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, გაზარდოს ორგანიზმში რკინის რაოდენობა მის ტოქსიურ დონემდე. C ვიტამინის მაღალ დოზებში გამოყენებას გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში, შეუძლია ჰემოლიზის გამოწვევა. ასევე, C ვიტამინის მაღალ დოზებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გარკვეული წამლების (მაგ. მიელომის მქონე ბაციენტებში ბორტეზომიბი) აქტივობაზე.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი