Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

კორპორატიული ხარისხის პოლიტიკა

კომპანიის მისია და ხედვა:

მოსახლეობისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელიც დაინტერესებული მხარეების მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დანერგვა და ლაბორატორიული პროცედურების მართვა კომპეტენტური, პროფესიონალი პრაქტიკოსებით.  

ჩვენი პოლიტიკა ხარისხთან მიმართებაში არის შემდეგი:

დავიმკვიდროთ სადემონსტრაციო ადგილი კავკასიაში მაღალხარისხიანი, სანდო და ინოვაციური სამედიცინო ლაბორატორიული მიდგომების პრაქტიკულად განხორციელების საკითხებში.

გავაუმჯობესოთ კორპორატიული იმიჯი: ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის, ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის და მიზნების სწორი დაგეგმვის, პაციენტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირების, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებით.

სამედიცინო მომსახურების სფეროში ორგანიზაციის მიერ დადგენილი ხარისხის მიზნებია:

  • საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, სამედიცინო ლაბორატორიის მართვის ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების და ხარისხის სტანდარტების/პროტოკოლების დანერგვა;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული ეფექტური მიდგომებით პაციენტის/დაინტერესებული მხარის საჭიროებების გამოვლენის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება, კლიენტების რაოდენობის მუდმივი ზრდა;
  • ტექნიკური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება, რაც სამედიცინო მომსახურების რეგულარული ანალიზით შედეგების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა;
  • სამედიცინო ლაბორატორიული კვლევების ხარისხის და პროცედურების მუდმივი გაუმჯობესება;
  • ლაბორატორიის პერსონალისათვის მომზადება-გადამზადების უწყვეტი სისტემის დანერგვა. თანამშრომელთა მხრიდან ინოვაციების მუდმივი მოტივაცია.