Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
covid-19 pcr test

კოვიდ-19 პისიარ ტესტირება – Covid-19 PCR Test

COVID-19 PCR TEST – კოვიდ-19 პისიარ ტესტირება

პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, იგივე PCR-polymerase chain reaction) დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული კვლევაა. იგი გამოიყენება, როგორც დიაგნოსტიკაში, ასევე კვლევებში. ამ, ანალიზს შუეძლია 99% სიზუსტით დაადგინოს დაავადებისა თუ ინფექციის არსებობა ორგანიზმში.

ამ მეთოდით ხდება გენომის (გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა, ანუ დნმ და რნმ) კონკრეტული მონაკვეთების გამრავლება, რომელიც ახასიათებს კონკრეტულ დაავადებას/ინფექციას. ამ ეტაპამდე საჭიროა უჯრედიდან გენომის გამოყოფა, რომელიც შეიცავს რამდენიმე ეტაპს, საიდანაც ერთ-ერთია ინჰიბიტორების მოშორება, რომლის გამოც ანალიზმა შეიძლება არასწორი შედეგი აჩვენოს. სწორედ ეს უპირატესობა აქვს პჯრ-ს სწრაფ ტესტთან შედარებით. სწრაფი ტესტის დროს არ ხდება ინჰიბიტორების ხარისხიანი მოშორება, ამიტომ სიმპტომიან ადამიანს, რომელსაც ამ ტესტით უარყოფითი პასუხი ექნება ურჩევენ გადაამოწმოს პჯრ კვლევით.

გენომის გამოყოფის შემდეგ, მზადდება სპეციფიკური ხსნარი, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენთვის სასურველი ფრაგმენტების გამრავლება. აქედან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა ტიპის ელემენტებისგან შემდგარი ხსნარები, რომლებიც კონკრეტული დაავადებების/ინფექციების იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო.

დნმ/რნმ შედგება ნუკლეოტიდებისგან, ე.წ. აგურებისგან, რომელიც კონკრეტულ ნუკლეოტიდს უკავშირდება მეორე ჯაჭვში (ორჯაჭვიანი დნმ-ია, მაგრამ ვირუსების შემთხვევაში გვხვდება ორჯაჭვიანი რნმ). ნუკლეოტიდებია: ადენინი, გუანინი, ციტოზინი, თიმინი (დნმ-ში) და ურაცილი (რნმ-ში). ამათგან, ადენინი უკავშირდება მხოლოდ თიმინს (დნმ-ის შემთხვევაში) ან ურაცილს (რნმ-ის შემთხვევაში) და გუანინი უკავშირდება მხოლოდ ციტოზინს. შესაბამისად ჩვენთვის ცნობილი თანმიმდევრობიდან გამომდინარე, კლიტე-გასაღების პრინციპით შეგვიძლია გავამრავლოთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთები, რომლისთვისაც ვიყენებთ პჯრ-ს ტემპერატურის კონტროლის, თავისუფალი ნუკლეოტიდების და ფერმენტების საშუალებით. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის პირობებში ხდება ორჯაჭვიანი სტრუქტურის გაშლა, რის შედეგადაც, ფერმენტების დახმარებით ხდება თავისუფალი ნუკლეოტიდებიდან ახალი ჯაჭვის აწყობა. შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული მოლეკულის არსებობა ნიმუშში, რაც დამოკიდებულია ნიმუშის სწორად აღებაზე და ასევე ქსოვილში მოხვედრაზე.

ჩვენი ლაბორატორია გთავაზობთ COVID-19 PCR TEST – კოვიდ-19 პისიარ ტესტირებას. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს საქართველოს ნებისმიერ წერტილში გამოიძახოთ ჩვენი ეპიდემიოლოგები. ასევე, სურვილისამებრ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ლაბორატორიებში, რომლებიც განთავსებულია თბილისში (ლევან მიქელაძის #3), ბათუმში (გორგილაძის #3), ქუთაისში (აბაშიძის #12ბ), გორსა (სტალინის #13) და მარნეულში (26 მაისის #26).

ტესტირებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდებს:

სტატიის ავტორი: მარიამ მძინარაშვილი