Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
d ვიტამინი

ვიტამინი D – Vitamin D

ვიტამინი D – ზოგადი ინფორმაცია

ვიტამინი D-ს ბიოლოგიური ეფექტები გაშუალებულია D ვიტამინის დამაკავშირებელი რეცეპტორებით, რომლებიც ქსოვილთა უმრავლესობაში გვხვდება. ამ რეცეპტორებთან დაკავშირება ზრდის D ვიტამინის ბიოლოგიურ ეფექტებს სხვადასხვა უჯრედულ სისტემებსა და ორგანოებზე (მაგ. იმუნური უჯრედები, თავის ტვინი, სარძევე ჟირკვლები, მსხვილი ნაწლავი და პროსტატა), დამატებით, ამ რეცეპტორებითაა განპირობებული D ვიტამინის ენდოკრინული ეფექტები კალციუმისა და ფოსფატის მეტაბოლიზმსა და ძვლების სიჯანსაღეზე. მიჩნენულია, რომ D ვიტამინის როლი დიდია არაძვლოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგალითად, კუნთების (მათ შორის გულის კუნთის), იმუნური ფუნქციის, ანთებითი პროცესებისა და უჯრედთა პროლიფერაცია დიფერენციაციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინის დანამატის სახით გამოყენება კარგ შედეგს იძლევა ტუბერკულოზის, ფსორიაზისა და გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში, ასევე გარკვეული სიმსივნური დაავადებების პრევენციაში. D ვიტამინის დეფიციტს შეუძლია პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის, კარდიოვასკულური დაავადებების (ინსულინისადმი რეზისტენტობა, ჰიპერტენზია, მცირე ხარისხის ანთება) ასევე თავის ტვინის დისფუნქციის (მაგ. დეპრესია) რისკების ზრდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ზუსტი ფიზიოლოგიური როლი, რომელიც D ვიტამინს არაძვლოვანი სტრუქტურების დაავადებათა განვითარებაში აქვს, უცნობია.

D ვიტამინის ძირითადი წყაროა კანია, სადაც იგი B ულტრაიისფერი სხივების გავლენით (UV-B; ტალღის სიგრძე 290-320 ნმ) სინთეზირდება. თევზეულის გარდა, საკვები პროდუქტები ( D ვიტამინით გამდიდრებამდე) მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს. ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) მოიპოვება მცენარეული წყაროებიდან და წარმოადგენს ქიმიურ ფორმას, რომელიც გვხვდება ზოგიერთ საკვებ დანამტში.

დეფიციტი და მკურნალობა

D ვიტამინის სტატუსის შეფასება ხდება 25-ჰიდროქსივიტამინ D-ის (25[OH] vitamin D) პლაზმური დონის განსაზღვრით; აღნიშნულის ოპტიმალურ დონე განსხვავებულია სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიური და ექპერიმენტული მონაცმები მიუთითებს, რომ 25-ჰიდროქსივიტამინ D-ის ძვლების სიჯანსაღისთვის აუცილებელი დონეა >20 ნგ/მლ (≥50 ნმოლ/ლ;  ნგ/მლ-ის ნმოლ/ლ-ში გადასაყვანად იგი უნდა გამრავლდეს 2.496-ზე). ექსპერტთა ჯგუფი D ვიტამინის უფრო მაღალ შემცველობას (>30 ნგ/მლ) მიიჩნევს უკეთესად. დღეს-დღეობით მიჩნეულია, რომ 20 ნგ/მლ-ზე ნაკლები შემცველობისას ადგილი აქვს დეფიციტს, ხოლო 30 ნგ/მლ-ზე ნაკლები შემცველობისას ნაკლებობას. რეკომენდირებული შემცველობაა 30-100 ნგ/მლ. ჯერ-ჯერობით, არაა საკმარისი რაოდენობით სარწმუნო მტკიცებულებები იმისა, რომ D ვიტამინისა და კალციუმის დანამატის სახით მიღება, პირველადი პრევენციის მიზნით (მეორეულ პრევენციასთან შედარებით) ამცირებს ჯანმრთელ მამაკაცებსა და პოსტმენოპაუზურ ქალებში მოტეხილობების ინციდენტობას.

D ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკ ფაქტორებს წარმოადგენს დიდი ასაკი, მზის სხივების ნაკლებობა, მუქი ფერის კანი (განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნებში მცხოვრები), ცხიმის მალაბსორბცია და სიმსუქნე. D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ კლასიკურ დაავადებას წარმოადგენს რაქიტი. D ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა, გამოვლინდეს კუნთების ტკივილით, სისუსტით, ძვლების ტკივილით. ასევე ინფექციებისადმი მიდრეკილებით, მუდმივი დაღლილობით, ძვლებისა და წელი ტკივილით, დეპრესიით, ჭრილობების შეხორცების შენელებით, ძვლების განლევით, თმის ცვენით, კოგნიტური უნარების შეფერხებით, გახანგრძლივებული და მომატებული ოფლიანობით და ა.შ.

აშშ-ის მეცნიერების ნაციონალური აკადემიის მიერ რეკომენდირებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღოს 600IU/დღეში ვიტამინი D ( RDA=15 მკგ/დღეში ან 600 IU/დღეში). თუმცა 70 წელს გადაცილებულებში დოზა შეადგენს 20 მკგ/დღეში (800IU/დღეში). ასევე D ვიტამინით გამდიდრებული საკვების მიღება და მზის დოზირებული აბაზანები მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. თუ საკამრისი რაოდენობით D ვიტამინის მიღება ვერ ხდება, რეკომენდირებულია მისი დანამატის სახით მიღება განსაკუთებით ზამთრის პერიოდში. D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა შესაძლებელია ორალურად 50,000 IU/კვირა დოზით მიღებით 6-8 კვირის განმავლობაში, რომელიც გრძელდება შემანარჩუნებელი დოზით 800IU/დღეში ( 20მკგ/დღეში) მას შემდეგ, რაც პლაზმაში მისი ნორმალური დონე მიიღწევა. D2 და D3 ვიტამინების ფიზიოლოგიური ეფექტი, როდესაც მათი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება ხდება, მსგავსია.

ტოქსიურობა

D ვიტამინის დღიურად მისაღები მაქსიმალური რეკომენდირებული დონე განისაზღვრა 4000 IU/დღეში, თუმცა, ამის მიუხედავად, მწვავე ინტოქსიკაციები ძალიან იშვიათად ხდება, და როგორც წესი, ადგილი აქვს D ვიტამინის დანამატის სახით დიდ დოზებში უკონტროლო და ხანგრძლივი მიღების შედეგად. ტოქსიურობის დადგენა ხდება პლაზმაში 25-ჰიდროქსივიტამინ D-სა და კალციუმის მაღალი დონის დადგენით, რის შემდეგაც აღნიშნულთა მიღება უნდა შეწყდეს, ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჰიპერკალცემიის მკურნალობა.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი