Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

Covid 19 ბავშვებში დიაბეტის გაჩენის რისკს ზრდის, უახლესი კვლევის შედეგები

Covid 19 ბავშვებში დიაბეტის გაჩენის რისკს ზრდის, უახლესი კვლევის შედეგები

  • აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად Covid-19 ბავშვებში დიაბეტის გაჩენის რისკებს ზრდის
  • დიაბეტის გამაფრთხილებელი ნიშნებია – დაუოკებელი წყურვილი, ხშირი შარდვა, წონის სწრაფი კლება და დაღლილობა.
  • ვაქცინაცია, ნიღბები და სოციალური დისტანცია იცავს როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს, Covid 19-ის ინფექციისგან და მისგან გამოწვეული შემდგომი გართულებებისგან.

ბავშვები, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ Covid-19-ით, დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ნათქვამია აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალ კვლევაში. ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი კორონავირუსის გადატანიდან 30 დღის ვადაში 2,5 -ჯერ იზრდება.  

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსს არსებული დიაბეტის გაუარესება შეუძლია და ამ დაავადების მქონე ადამიანებს ვირუსის გადატანა შედარებით უფრო უჭირთ. თუმცა, ახალი კვლევა უკვე იმაზე საუბრობს, რომ Covid-19-ს დიაბეტის გამოწვევა იმ ბავშვებშიც შეუძლია, ვისაც მანამდე მსგავსი დიაგნოზი არ ჰქონია. დიაბეტის სიმპტომები კორონავირუსის გადატანიდან ორ კვირაში იჩენს თავს. 

ბოლო დროს ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, დიაბეტის გაზრდილი რისკი უკვე დაფიქსირდა მოზრდილებში, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ Covid-ისგან. გასული წლის ივნისში გამოქვეყნდა ორი ნაშრომი, რომლებმაც დაადასტურეს რომ ვირუსს აქვს უნარი, დააზიანოს პანკრეასის ბეტა უჯრედები, შეამციროს ინსულინის სეკრეცია და შედეგად პირველი ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს. 

პატარების შემთხვევაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევები მთელს ევროპაში საგრძნობლადაა მომატებული. 

CDC-ის კვლევა

CDC-ის კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც 18 წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დიაბეტის გაჩენას იკვლევს. 

მეცნიერებმა 2,5 მილიონზე მეტი 0-დან 17 წლის ასაკის ადამიანის დაავადების ისტორია შეისწავლეს, რომლებსაც Covid-19 მინიმუმ 30 დღით ადრე ჰქონდა გადატანილი. შედეგად დადგინდა, რომ დიაბეტის რისკი Covid-19 გადატანილებში – 166%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ადამიანებში ვისაც ინფექცია არ ჰქონია. მეორე კვლევის შედეგების მიხედვით კი დიაბეტის რისკები 31%-ით იყო გაზრდილი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში კორონავირუსის პარალელურად 7 პაციენტიდან ერთს შაქრიანი დიაბეტიც დაუდგინდა. 

კვლევაში დიაბეტის ტიპი 1 და ტიპი 2 ცალ-ცალკე არ არის განხილული და საბოლოო შედეგებში ერთადაა დაჯგუფებული. 

მეცნიერების აზრით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ Covid-19-ისგან დასაცავად ადამიანებმა უსაფრთხოების ყველა ზომას უნდა მიმართონ და ამ შემთხვევაში მათ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

Covid-19-მა ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტზე შესაძლოა განსხვავებულად იმოქმედოს

სტეფან რედმონდის, PharmD-ის, CDE-ის და BC-ADM-ის თანადამფუძნებლისა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ვირუსული ინფექციები, ისეთი როგორიცაა Covid-19 რიგ შემთხვევაში ორგანიზმში ავტოიმუნურ რეაქციებს იწვევს და სხეული ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს უტევს. 

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის რეცეპტორებს ინსულინის დონის შემცირება შეუძლია და პანკრეასის ბეტა უჯრედებსაც აზიანებს, რაც იწვევს ტიპი 1 დიაბეტს, ავტოიმუნურ დაავადებას. ტიპი 1 დიაბეტი მაშინ ვითარდება, როდესაც სხეული ინსულინის გამომუშავებას წყვეტს. 

რა არის შაქრიანი დიაბეტი?

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის მატებით ხასიათდება. არსებობს დიაბეტის სხვადასხვა ტიპები და მათ შორის ერთ-ერთია პირველი ტიპის დიაბეტი. 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებს და მოზარდებს ემართებათ. მას ახასიათებს მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომატიკა, საკმაოდ აგრესიული მიმდინარეობა. ამ დროს ორგანიზმი შეცდომით ებრძვის საკუთარ ქსოვილებს და ანადგურებს ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს პანკრეასში. შედეგად ეს ჰორმონი საჭიროზე გაცილებით ნაკლები ოდენობით ან სრულებით აღარ წარმოიქმნება. 

დიაბეტი ტიპი 2- ვირუსულ ინფექციებს ასევე შეუძლია ტიპი 2 დიაბეტის გამოწვევა, ან მისი არსებობის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობის გართულება. ტიპი 2 დიაბეტი, დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე და ინსულინის მგრძნობელობის დაქვეითება ახასიათებს. 

ტიპი ორი დიაბეტი უმეტესად მოწიფულ და ასაკოვან პირებს ემართებათ. დაავადება შედარებით მშვიდად იწყება, პრედიაბეტის ფაზაში ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, თუმცა შემდეგ, როდესაც ორგანიზმს ხვდება რაიმე ტიპის სტრესი, მაგალითად ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პრობლემები, ამის ფონზე გამოვლინდეს. ნებისმიერი ინფექციის დროს, მაგალითად – კოვიდის დროსაც შესაძლოა მოხდეს დაავადების მანიფექსტაცია.

„სისხლში შაქრის დონის მატება შესაძლოა ბევრმა დაავადებამ გამოიწვიოს,“ – აღნიშნა რედმონდმა. „თუ ავად ხართ, იქნება ეს Covid-19, გრიპი თუ გაციება, თქვენი სხეული მეტ სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს გამოყოფს. თუკი დიაბეტი გქონდათ და სისხლში შაქრის დონე მატულობს, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია იმის, რომ ავად ხდებით.“

მედიკოსმა ისიც დაამატა, რომ Covid-19-ის ინფექციამ შესაძლოა სულაც არ გამოიწვიოს ტიპი 2 დიაბეტი, მაგრამ ოჯახურმა ანამნეზმა და გენეტიკამ ამ პროცესზე დიდი გავლენა იქონიოს. 

„თუ თქვენ გაქვთ მიდრეკილება, თუ ეს თქვენს გენეტიკაშია, თქვენ უკვე  ინსულინრეზისტენტული ხართ.“

იმ ადამიანებმა, რომლებსაც უკვე აქვთ ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაბეტი, კორონავირუსის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ვირუსის გართულებების მიმართ უფრო დაუცველები არიან.

ექსპერტები ასახელებენ მთავარ მიზეზებს, თუ რატომ აქვს Covid-19-ს დიაბეტთან ასეთი მჭიდრო კავშირი:

  1. პანდემიის დროს ადამიანები მეტს ჭამენ, ნაკლებს მოძრაობენ. ზედმეტი წონა დიაბეტის ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. იზოლაციის პირობებში მდგომარეობას სტრესიც ართულებს. 
  2. კუჭქვეშა ჯირკვლის ზედაპირზე მოთავსებულია ACE2 რეცეპტორი, რომლითაც კორონავირუსი ორგანიზმში ხვდება.
  3. ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ხშირად ისეთ პრეპარატებს უნიშნავენ, რომელიც სისხლში შაქრის დონეს მაღლა წევს.
  4. ზედმეტად გააქტიურებული იმუნური სისტემა თავისივე ორგანოებს ზიანს აყენებს,მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვალს რის გამოც ინსულინის გამომუშავება ქვეითდება. 
  5. დიაბეტის სიმპტომები ბავშვებში და მოზრდილებში თითქმის ერთნაირია: ძლიერი წყურვილი, შიმშილის აუტანლობა, შესამჩნევი გახშირებული შარდვა, წონაში კლება და დაღლილობა. ეს სიმპტომები, ტვინის რეაქციაა სისხლში შაქრის დონის მატებაზე. ტვინი თითქოს ეუბნება სხეულს რომ მას სჭირდება შაქრის სითხით გაზავება, აღნიშნავენ სპეციალისტები.
  6. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება უკვე ჰქონდა პრედიაბეტი და ინფექციამ პროცესი დააჩქარა

რა უნდა გააკეთოთ, თუკი თქვენს შვილს covid-19-ით გამოწვეული დიაბეტი აქვს

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მოიკრიბონ, დააკვირდნენ ბავშვების ქცევას და არც ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი არ გამორჩეთ. 

  • თუკი თქვენს პატარას დიაბეტის რომელიმე სიმპტომი განუვითარდა დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ !
  • აუცილებლად უნდა დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

მაშინ როცა ტიპი 2 დიაბეტი ფაქტობრივად შეუქცევადია, ტიპი 1-ის შემთხვევაში საქმე ასე რთულად არ არის. იმ პატარებისთვის კი ვისაც ტიპი 2 დიაბეტი აქვს, მდგომარეობის სამართავად აუცილებელია ცხოვრების წესის ცვლილება, სწორი კვება, ზოგჯერ მედიკამენტების და დამატებითი ინსულინის მიღება. 

შესაძლებელია თუ არა გამოჯანმრთელება?

CDC-ის კვლევის საფუძველზე, რთული სათქმელია შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სრულად გამოჯანმრთელება Covid-19-ის შემდეგ განვითარებული ტიპი 2 დიაბეტისგან. არის ეს ქრონიკული მდგომარეობა თუ გარდამავალი, რომელიც მომავალში გაქრება. პატარების უმეტესობას მხოლოდ ოთხ ნახევარი თვე აკვირდებოდნენ, ამიტომ საბოლოო დასკვნების გამოტანამდე კიდევ უფრო მეტი კვლევა და დროა საჭირო. 

ვაქცინა იცავს

აღსანიშნავია, რომ CDC-იმ სხვა კვლევაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა 12-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს მძიმე ანთებითი პროცესებისგან და სხვადასხვა გართულებებისგან იცავს. 

კვლევა ამერიკის 20 შტატის 24 საავადმყოფოში, 2021 წლის ივლისიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ანუ მაშინ როდესაც დომინანტური დელტას შტამი იყო. ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი თითქმის 91%-ს შეადგენდა და 12-დან 18 წლამდე ასაკის 38 ჰოსპიტალიზებულ პაციენტს შორის, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა, ყველა არავაქცინირებული იყო. 

შეუძლიათ თუ არა მშობლებს რაიმე პროფილაქტიკური ზომების მიღება?

თუკი ბავშვმა SARS-CoV-2 ინფექცია გადაიტანა, დიაბეტის სიმპტომებზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. 

ეს სიმპტომებია:

  • წყურვილისა და შიმშილის გამძაფრებული შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • საერთო სისუსტე
  • წონაში უმიზეზოდ კლება
  • მხედველობის დაქვეითება
  • პირის სიმშრალე

მართალია, ჩამოთვლილი სიმპტომები უფრო მეტად პირველი ტიპის დიაბეტთან ასოცირდება, თუმცა ბოლო კვლევები ამ ორ ტიპს არ განასხვავებს. 

სპეციალისტები მშობლებს უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობასაც ახსენებენ. მაგალითად, აშშ-ში უკვე 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაუშვეს, 12 წელს გადაცილებულებს კი აცრის ბუსტერ დოზის გაკეთებაც შეუძლია.  

გახსოვდეთ, რომ…

მთელს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი მინიმუმ 220 მილიონ ადამიანს აქვს და ექსპერტები დაავადების გლობალურ მატებას ვარაუდობენ. 

სტატისტიკის ზრდას ხელს – არაჯანსაღ საკვებთან, ხანდაზმულთა წილის მატებასთან და უმოძრაო ცხოვრების წესთან ერთად, Covid-19-იც უწყობს. 

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200