
ესთეტიკური გინეკოლოგია
ესთეტიკური გინეკოლოგია სექსუალური ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ინტიმური ზონის ჯანმრთელობას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას ემსახურება.
ესთეტიკურ გინეკოლოგიაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა თრომბოციტებით მდიდარი ფიბრინი – PRF, რომელიც დაბერების საწინააღმდეგო თერაპიაში ყველაზე ინოვაციური მეთოდია.
PRF მომავალი თაობის თრომბოციტებით მდიდარი პლაზმაა, რომელიც კვლევების თანახმად 3-ჯერ უფრო ეფექტურია ტრადიციულ PRP-სთან შედარებით. PRF-ის შემთხვევაში სამკურნალო, ბიოლოგიურად აქტიური შრატი არის თავად პაციენტის სისხლისგან დამზადებული და განსხვავებით PRP-სგან სრულიად ნატურალურია. PRF-ის დამზადებისთვის სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობაა საჭირო, რათა დამზადდეს სრულყოფილი პროდუქტი, რომელსაც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება კანზე. გარდა იმისა, რომ PRP-სთან შედარებით უკეთესი კლინიკური შედეგი აქვს, PRF უფრო დიდხანს რჩება ორგანიზმში და ხანგრძლივი ეფექტიც აქვს.