Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი – ჰორმონები და მათი ფუნქციები

ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირზე მოთავსებული ენდოკრინული ჯირკვალია. მისი წონა დაახლოებით 25 გრამია. ჯირკვალი, როგორც წესი, უფრო დიდი ზომისაა ქალებში ვიდრე მამაკაცებში და მისი ზომაში მატულობს ორსულობისას.

ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია იოდის შემცველი ჰორმონების – ტრიიოდთირონინის(T3), თიროქსინის(T4) და ცილოვანი ჰორმონის კალციტონინის გამომუშავებაა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ თითქმის ყველა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაში და განსაზღვრავენ ნივთიერებათა ცვლისა და ორგანიზმში მინდინარე პროცესების სიჩქარეს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას არეგულირებს თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი – (თირეოტროპული ჰორმონი, TSH). თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი არის გლიკოპროტეინი, რომელსაც თავის ტვინში მოთავსებული ენდოკრინული ჰორმონის- ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს. ის არის ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების პროდუქციის ძირითადი სტიმული. ჰორმონი ასევე ფოლიკულური უჯრედების და ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატებას იწვევს.  ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-ფარისებრის ღერძი არეგულირებს TSH -ის გამოყოფას. ნეირონები ჰიპოთალამუსში გამოყოფენ TRH- თირეოტროპინ-რილიზინგ ჰორმონს, რომელიც ჰიპოფიზის წინა წილს ასტიმულირებს TSH-ის გამოყოფისთვის. საპასუხოდ, TSH ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ უჯრედებს, რომ გამოყონ თიროიდული ჰორმონები T3 და  T4. ტრიიოდთირონინი ანუ T3 არის თიროიდული ჰორმონის აქტიური ფორმა, თუმცა ის გამოყოფილი ჰორმონის მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენს , T3-ის უდიდესი ნაწილი T4 ის T3-ად პერიფერიული გარდაქმნით წარმოიქმნება. ტეტრაიოდთირონინი ანუ თიროქსინი (T4) გამოყოფილი ჰორმონის 80%-ს შეადგენს. ცირკულაციაში მოხვედრის შემდეგ ის წარმოქმნის T3-ს დეიოდიზაციის საშუალებით. T4  და T3 უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით ზრდიან ან ამცირებენ თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამოყოფას.  T3/T4 -ის მომატებული კონცენტრაცია ამცირებს TSH-ის წარმოქმნას ხოლო T3/T4 – ის შემცირებული რაოდენობა ზრდის TSH-ის გამოყოფას.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეგვიძლია დავაჯგუფოთ პირველად და მეორად დაავადებებად. ფარისებრის პირველად დაავადებებს მიეკუთვნება თავად ფარისებრ ჯირკვალში წარმოქმნილი პრობლემა, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის მეორეულ დაავადებებს მიეკუთვნება წინა ჰიპოფიზის დაავადებები, რომლებიც არაპირდაპირად მოქმედებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებზე.  ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერთირეოზის ან ჰიპოთირეოზის სახით.  ჰიპერთირეოზის დროს თიროქსინის ჭარბი სინთეზი ან გამოყოფა ხდება. ჰიპოთირეოზის დროს კი ჰორმონის არასაკმარისი პროდუქცია.

პირველადი ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის დიდი რაოდენობით T3 და T4, რაც უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით აინჰიბირებს თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის გამოყოფას  ჰიპოთალამუსის წინა წილიდან. პირველადი ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისი რაოდენობით T3 და  T4-ს წარმოქმნის, რაც  უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით,  იწვევს TSH-ის გამოყოფის გაძლიერებას,  მასზე დამამუხრუჭებელი გავლენის მოხსნის გზით.

მეორეული ჰიპერთირეოზის დროს ჰიპოფიზის წინა წილი წარმოქმნის დიდი რაოდენობით თიროიდ მასტიმულირებელ ჰორმონს, რაც შესაბამისად ააქტიურებს ფარისებრის ფოლიკულურ უჯრედებს და გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით თიროქსინი. იმ შემთხვევაში თუ ჰიპოფიზის წინა წილი წარმოქმნის TSH-ის მცირე რაოდენობას, ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედები არ სტიმულირდება და  T3 და T4-ის გამოყოფა მცირდება-> ვითარდება მეორეული ჰიპოთირეოზი.

პაციენტთა უმრავლესობაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქიის შესაფასებელი პირველადი ტესტი სწორედ TSH-ის რაოდენობის განსაზღვრაა სისხლში.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ სინჯებს მიეკუთვნება TSH, T3, T4. ისინი მნიშვნელოვანია არამხოლოდ დიაგნოზის დასმისთვის არამედ ფარისებრი ჯირკვლის პირველადი და მეორეული დისფუნქციის დიფერენცირებისთვის. TSH ის რაოდენობრივი ცვლილება  T3 და T4 პარალელურად მეორეულ პრობლემასთან ასოცირდება ( ჰიპოფიზის წინა წილში წარმოქმნილ პრობლემასთან); ხოლო  TSH-ის ცვლილება T3 და T4-ის ცვლილების საწინააღმდეგო მიმართულებით, როცა ამ უკანასკნელთა გაზრდილი დონეა TSH-ის რაოდენობის შემცირების ფონზე,  თავად ფარისებრ ჯირკვალში არსებულ პრობლემას აღნიშნავს (პირველადად წარმოქმნილს)

თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) პირველადი სამიზნე თავად ფარისებრი ჯირკვალია.  TSH ასტიმულირებს T3 და T4 გამოყოფას ფოლიკულური უჯრედებიდან. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაახლოებით 80% გამოიყოფა T4 სახით, შემდეგ კი T4 -ის დეიოდიზაციის შედეგად მიიღება T3, რომელიც უფრო ძლიერმოქმედია.
თიროიდული ჰორმონების 99%-ზე მეტი უკავშირდება თიროიდ-დამაკავშირებელ გლობულინს, პრეალბუმინს და ალბუმინს. როგორც კი T3 დაუკავშირდება ბირთვში არსებულ რეცეპტორს, გაააქტიურებს დნმ-ის ტრანსკრიფციას, მ-რნმ-ტრანსლაციასა და ცილის სინთეზს თანმიმდევრულად. ახლათსინთეზირებული ცილები გავლენას ახდენენ მრავალ ორგანოსა და ორგანოთა სისტემაზე, ხელს უწყობენ უჯრედების ზრდას, ასევე ძვლების და ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყელიბებას. T3 და T4 მოქმედებენ ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და ზრდიან ბაზალური მეტაბოლზმის სიჩქარეს.;

უფრო კონკრეტულად, ისინი ზრდიან Na/K ატფ-აზას წარმოქმნასა და აქტივობას, შედეგად კი იზრდება ჟანგბადის შთანთქმა და სითბოს წარმოქმნა. ისინი ასევე მოქმედებენ B1  რეცეპტორებზე მიოკარდიუმში რათა გაზარდონ გულის ცემის სიხშირე და კუმშვადობა B1 რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით მიოკარდიუმში. ფარისებრის ჰორმონები ზრდიან მეტაბოლიზმს, გლუკოზის აბსორბციის, გლუკონეოგენეზის, გლიკოგენოლიზის, ლიპოლიზისის, ცილის სინთეზისა და დაშლის გზით.

ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფარისებრის მიერ ჰორმონების ჭარბი სეკრეციით. უამრავი დაავადება ვლინდება ჰიპერთირეოზით , მათ შორის, გრეივსის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზია,, ფარისებრი ჯირკვლის ადენომა,  TSH-ის ჭარბი სეკრეცია ან T3 ან T4-ის გარედან შეყვანა. ჰიპოთირეოზის სიმპტომები მოიცავს გაზრდილ ბაზალური მეტაბოლიზმის სიჩქარეს, წონის შემცირებას, გაზრდილ მადას, ოფლიანობას, კანკალს, გაღიზიანებადობას, შფოთვას, დიარეასა და ინსომნიას. პირველადი ჰიპერთირეოზის, ისევე, როგორც ფარისებრი ჯირკვლის ადენომის შემთხვევაში,   TSH-ის დონე მცირდება ჰიპოფიზის წინა წილზე T3-ის და T4-ის უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით. მეორეული ჰიპერთირეოზის შემთხვევაში, იზრდება როგორც TSH-ის, ასევე T3/T4- ის დონე.

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი ვითარდება მაშინ, როცა ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს თიროიდულ ჰორმონებს საჭირო რაოდენობით. ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირი გამომწვევი ჰაშიმოტოს თირეოიდიტია, რაც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური უჯრედების წინააღმდეგ აუტოანტისხეულების წარმოქმნითა და თიროიდული ჰორმონის სინთეზის შემცირებით.
ჰიპოთირეოზის კიდევ ერთი ხშირი გამომწვევია რადიაციული თერაპია, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, და ანტი თიროიდული მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, იოდის დეფიციტი და ჰიპოფიზის სიმსივნეები.

ჰიპოთირეოზის სიმპტომები მოიცავს  შემცირებულ ბაზალური მეტაბოლიზმს, წონის მატებას მადის დაქვეითების ფონზე, სიცივის მიმართ მგრძნობელობის მომატებას, გულის შემცირებულ წუთმოცულობას, ჰიპოვენტილაციას, ძილიანობასა და აზროვნების დაქვეითებას,  ქუთუთოების შეშუპებას,  მიქსედემას, ზრდის შეფერხებას, პერინატალურ პაციენტებში გონებრივ ჩამორჩენასა და ჩიყვს.
პირველად ჰიპოთირეოზში, ისევე როგორც ჰაშიმოტოს თირეოიდიტის შემთხვევაში, TSH-ის დონე იზრდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმის გზით. მეორეული ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, ისევე, როგორც ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი ადენომის შემთხვევაში, TSH-ის დონე მცირდება. ჰიპოთირეოზის მკურნალობა  მოიცავს ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიას.

თირეომასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) და ესტროგენი

თიროქსინ-შემაკავშირებელი გლობულინი (TBG) – უკავშირდება T3/T4-ის უმრავლესობას სისხლში.  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მცირე კონცენტრაცია თავისუფლად ცირკულირებს სისხლში ფიზიოლოგიურად აქტიური ფორმით.
ესტროგენი ზრიდს თიროქსინ შემაკავშირებელი გლობულინის სინთეზს და ამცირებს მის დეგრადაციას რისი პირველადი ფიზიოლოგიური ეფექტიც სისხლის პლაზმაში ფარისებრი ჯირკვლის თავისუფალი ჰორმონების კონცენტრაციის შემცირებაა, თუმცა შესაბამისი საკომპენსაციო მექანიზმების გამართულად მუშაობის შემთხვევაში, მათი რაოდენობა სწრაფად უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს.


გრეივსის დაავადება

გრეივსის დაავადება აუტოიმუნური მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება 40 წლამდე ქალებში. დაავადების დამახასიათებელი ნიშანია  აუტოანტისხეულების არსებობა, რომლებიც ავლენენ TSH-ის მაგვარ ეფექტებს. ისინი ცნობილია, როგორც თიროიდ-მასტიმულირებელი ანტისხეულები (TSA). თიროიდ მასტიმულირებელი ანტისხეულები ააქტიურებენ თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორებს ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ უჯრედებზე, შედეგად იწვევენ ჰიპერთირეოზსა და  ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, შემდგომში ჩიყვს. როგორც კი T3/T4 რაოდენობა იზრდება, TSH მცირდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმით. ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი კლასიკური სიმპტომების გარდა, გრეივსი ვლიდნება ოფთალმოპათიით, ეგზოფთალმით, მხედველობის გაორებითა და შესაძლო დაკარგვით.  გრეივსის ოფთალმოპათია ყველაზე ხშირად ხდება TSI თიროიდ მასტიმულირებელი ანტისხეულების დაკავშირებით თვალის უკან არსებულ რბილ ქსოვილსა და კუნთებზე. ეს იწვევს ანთებითი რეაქციების კასკადს, რაც მხედველობის გაუარესებით ვლინდება.

სტატიის ავტორი: ქეთი მექვაბიძე