Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ფოლიუმის მჟავა და ორსულობა

ფოლიუმის მჟავა და ორსულობა

ფოლიუმის მჟავის მნიშვნელობა

ფოლიუმის მჟავა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ზოგადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის და განსაკუთრებით ორსულებისთვის. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია ნაყოფის ნერვულის სისტემის განვითარებისთვის. ქალებისთვის დღიური მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე შეადგენს 50-100 მიკროგრამს. ორსულების შემთხვევაში ეს ციფრი გაცილებით მეტია და დღიურად 400 მიკროგრამამდე იზრდება.

კვლევებმა ცხადყო, რომ ნერვულის სისტემის განვითარების, კერძოდ კი ნერვული მილის დეფექტების შემთხვევათა 50%-ის თავიდან აცილება შესაძებელია ფოლიუმის მჟავის 400 მიკროგრამის მიღებით ორსულობის შესაბამის ვადის განმავლობაში. ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავის დამატებით მიღების რეკომენდაცია ეწევა ყველა ორსულს. მხოლოდ საკვების გზით მისი მიღება გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე ამ ვიტამინისადმი გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს.

საყოველთაოდ მიღებული გადაწყვეტილება

საყოველთაოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილებამ ორსულობაში ფოლიუმის მჟავის მიღების შესახებ. საბოლოოდ ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალშობილებში ნერვული სისტემის განვითარების დეფექტების (ზურგის ტვინის თიაქარი, ანენცეფალია, ენცეფალოცელე) შემთხვევათა შემცირებაში. მისაღები დოზა განისაზღვრა 0.4 დან 0.8 მილიგრამამდე დღეში (400-800 მიკროგრამი). დღესდღეობით, ნერვული სისტემის განვითარების ფოლიუმის მჟავით თავიდან აცილებადი დეფექტები მნიშვნელოვნად შემცირდა განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ მათი საკმაო რაოდენობა ისევ რეგისტრირდება დაბალგანვითარებულ ქვეყნებში.

აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილება

აშშ-ში 1998 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მარცვლეული პროდუქტების ფოლიუმის მჟავით გამდიდრებას გულისხმობდა, მნიშვნელოვნად შეამცირა ნერვული მილის დეფექტების რიცხვი. ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და ამერიკის მეანობისა და გინეკოლოგიის კოლეჯის მიერ მოწოდებულია რეკომენდაცია, რომ ორსულობისას ფოლიუმის მჟავა მიღებული იქნას ცალკე და არა მულტივიტამინის სახით. ეს შეამცირებს ცხიმში ხსნადი ვიტამინების გადაჭარბებული დოზით მიღების რისკს.

ფოლიუმის მჟავის მისაღების დოზა ცვალებადობს იმის მიხედვით თუ რამდენად დიდია რისკი ნერვული მილის დეფექტის განვითარებისა. მაგალითად დოზა შეადგენს დაახლოებით 4 მილიგრამს იმ ქალებში, რომლებსაც წინა მშობიარობით ეყოლათ ამ პათოლოგიის მქონე ბავშვი, ან თავად არის ამ პათოლოგიის მქონე, ან მისი მეუღე. მნიშვნელოვანია, რომ ფოლიუმის მჟავის მიღება ქალმა უნდა დაიწყოს ორსულობამდე და მიღება გააგრძელოს მთელი პირველი ტრიმესტრის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ფოლიუმის მჟავის მიღებამ შეიძლება ვერ იქონიოს როლი ნერვული დეფექტების განვითარებაზე იმ ორსულებში, რომლებიც იღებენ ვალპროატს, აღენიშებათ პრეგესტაციური შაქრიანი დიაბეტი, პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ჰქონდათ მნიშვნელოვანი ცხელების ეპიზოდები, ან ამ სახის პათოლოგიასთან ასოცირებული გენეტიკური სინდრომები.

ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებით უფრო მეტი და დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ გვერდს: ვიტამინი B9 ფოლიუმის მჟავა

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი