Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ginekologiuri skami starformer

გინეკოლოგიური სკამი – Starformer by Fotona

გინეკოლოგიური სკამი StarFormer არის Fotona-ს უახლესი ინოვაცია გინეკოლოგიის დარგში: ტესლას მაღალი ინოვაციების მაგნიტური სტიმულატორი (HITS), რომელიც ხელს უწყობს მენჯის კუნთების გაძლიერებას სწრაფი და მარტივი პროცედურების მეშვეობით.

StarFormer IntimaWave-ი არაინვაზიური მეთოდით, HITS-ის ტექნოლოგიების გაmოყენებით აღდგენს კუნთოვან ქსოვილებს, ამკვრივებს მათ, რაც ეფექტური მეთოდია შარდისა და ფეკალიების შეუკავებლობის სამკურნალოდ.

StarFormer-ი გამოიყენება, როგორც მენჯის, ასევე ზურგის კუნთების სტიმულაციისთვის და კურნავს ყველა ტიპის შარდისა თუ ფეკალიების შეუკაველობას როგორც ქალებში, ასევე – მამაკაცებში. პროცედურის დროს პაციენტი ჩაცმულ მდგომარეობაში ზის IntimaWave-ის კომფორტულ სკამზე, რომელსაც აქვს ჩაშენებული აპლიკატორები დასაჯდომ და საზურგე ზედაპირებზე. Მაგნიტური აპლიკატორები ასტიმულირებს კუნთის შეკუმშვას მთლიანი მენჯის არეში, რაც იწვევს კუნთის სიძლიერის გაზრდას. Საბოლოოდ ვიღებთ შედეგს – უკონტროლო შარდის ნაკადის შემსუბუქება.

IntimaWave-ის პროცედურა არის სწრაფი, მსუბუქი და ის არ საჭიროებს პაციენტის რაიმე სახის წინასწარ მომზადებას. Მაგნიტური პულსაცია უსაფრთხოდ გაივლის ტანსაცმლის საფარს, კანისა და ძვლის სტრუქტურას და აღწევს სხვამხრივ რთულად მისაღწევ კუნთოვან ქსოვილამდე. Თერაპია გახლავთ არაინვაზიური, უმტკივნეულო და არ ახლავს რაიმე ტიპის გამოვლენილი გვერდითი ეფექტი.

უპირატესობები :
● უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი კუნთოვანი ქსოვილის გაძლიერება;
● არაინვაზიური;
● Walk-in/Walk-out ტიპის პროცედურა;
● წარმატების მაღალი მაჩვენებელი და კმაყოფილი პაციენტები;
● არ საჭიროებს რაიმე ტიპის პენეტრაციას.

StarFormer IntimaWave-ი შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორებიცაა:

● სტრესული შეუკავებლობა;
● მძაფრი სურვილის ფონზე გამოწვეული შეუკავებლობა;
● შარდის შერეული შეუკავებლობა;
● ფეკალური შეუკავებლობა;
● მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია;
● მენჯის კუნთების ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია;
● ქრონიკული პროსტატიტი;
● ერექციული დისფუნქცია;
● არაჯანსაღი ცირკულაციით გამოწვეული პრობლემები;

StarFormer Pro მოდელი არის TightWave-ისა და IntimaWave-ის მოდელებს კომბინაცია, რომელიც გთავაზობთ ჩონჩხის კუნთებისა და მენჯის კუნთების სტიმულაციას.

StarFormer IntimaWave-ის პოტენციალის შესახებს დამატებითი ინფორმაციისთვის, ჩამოტვირთეთ ბროშურა, გაეცანით მიმოხილვით ხასიათის ვიდეოს ან დაუკვაშირდით წარმომადგენელს.

Fotona-ს პარტნიორი სამედიცინო ლაზერული აპლიკაციების შესწავლასა და კლინიკურi კვლევების წარმოებაში არის The Laser and Health Academy (LA&HA).