Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
K ვიტამინი

K ვიტამინი – Vitamin K

K ვიტამინი ორი ფორით არსებობს. K1 – ცნობილი როგორც ფილოქინონი – მისი წყაროა ბოსტნეული. K2 – იგივე მენაქინონები, რომლებიც ბაქტერიული ფლორის მიერ წარმოიქმნება და დიდი რაოდენობითაა ღვიძლის ქსოვილში. ზოგიერთ ორგანოში, შეაძლოა, პოლიქინონის მენაქინონად გარდაქმნა.

K ვიტამინი აუცილებელია გლუტამინის მჟავის პოსტტრანსლაციური კარბოქსილირებისთვის. იგი მნიშვნელოვანია გამა-კარბოქსილირებულ ცილებზე, როგორებიცაა, მაგალითად, პროთრომბინი (ფაქტორი II), ფაქტორები VII, IX და X, C ცილა, S ცილა, ძვლებში არსებული ცილები (ოსტეოკალცინი) და სისხლძაღვთა გლუვ კუნთებში (მატრიქსული Gla ცილა), კალციუმის მიმაგრებისთვის. თუმცა K ვიტამინის როლი ძვლების მინერალიზაციასა და სისხლძარღვთა კალციფიკაციის პრევენციაში არაა ცნობილი. ვარფარინის ტიპის პრეპარატები აინჰიბირებენ გამა-კარბოქსილირების პროცესს, რითაც ახდენენ K ვიტამინის აქტიურ ფორმად- ჰიდროქინონად გარდაქმნის პრევენციას.

საკვები წყაროები და ორგანიზმის მოთხოვნილება

K ვიტამინის მდიდარი წყაროებია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორებიცაა მაგალითად ისპანახი და კომბოსტო, ასევე სასურველი რაოდენობით შეიცავს მარგარინი და ღვიძლი. K ვიტამინი მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება ბოსტნეულის ზეთში, ზეთისხილში, სოიოს ზეთში. საშუალოდ დღიურად მიიღება დაახლოებით 100 მკგ/დღეში.

დეფიციტი და მკურნალობა

K ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები დაკავშირებულია ჰემორაგიასთან; ახალშობილები განსაკუთრებულად არიან მიდრეკილნი ჰემორაგიების მიმართ, რაც განპირობებულია მათში ცხიმოვანი ქსოვილის სიმცირით, დედის რძეში K ვიტამინის მცირე შემცველობით, ფაქტობრივად სტერილობით, მოუმწიფებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, მოუმწიფებელი ღვიძლითა და K ვიტამინის პლაცენტრური ტრანსპორტის სიმცირით. K ვიტამინის დეფიციტის მქონე ახალშობილებში დაბადებიდან 1-7 დღეში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტრაკრანიულ, გასტროინტესტინურ ან კანიდან სისხლდენებს. აქედან გამომდინარე, ახალშობილებს ეძლევათ K ვიტამინი პროფილაქტიკურად. (0.5-1 მგ ინტრამუსკულურად).

ზრდასრულებში K ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა, განვითარდეს წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებების დროს (მაგ. ცელიაკია, კრონის დაავადება), ასევე, ნაღვლის გამოყოფის დარღვევის მქონე პაციენტებში ან წვრილი ნაწლავის რეზექციით პაციენტებში. K ვიტამინის დეფიციტი, შეიძლება, განვითარდეს, აგრეთვე, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე, რა დროსაც ნაწლავში მცირდება იმ ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც წარმოქმნიან მენაქინონს. ასევე K ვიტამინის მეტაბოლიზმის ინჰიბირების დროს. პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ვარფარინით თერაპიაზე, სიმსუქნის საწინააღმდეგო წამალმა- ორლისტატმა, შესაძლოა, მოახდინოს INR-ის ცვლილება K ვიტამინის მალაბსორბციის გზით. ჩვეულებრივ, K ვიტამინის დეფიციტის დიაგნოსტირება ხდება პროთრომბინის დროის (PT) გახანგრძლივებით და შედედების ფაქტორების შემცირების საფუძველზე.

თუმცა, K ვიტამინის პირდაპირი განსაზღვრა, შესაძლოა, მოხდეს მაღალი წნევის სითხოვანი ქრომატოგრაფიის გზითაც. K ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა ხდება მისი პარენტერული შეყვანის გზით დოზით 10 მგ. ქრონიკული მალაბსორბციის მქონე პაციენტებში მკურნალობა ხდება 1-2 მგ/დღეში ორალური ან 1-2 მგ/ კვირაში პარენტერული დოზით. ღვიძლის დაავადების მქონე პაცინეტებში ღვიძლის უჯრედების დესტრუქციის და K ვიტამინის დეფიციტის გამო, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას. თუ გახანგრძლივებული პროთრომბინის დროის ნორმალიზება არ ხდება K ვიტამინით თერაპიის ფონზე, საფიქრებელია, რომ იგი დაკავაშირებული იყოს სხვა მიზეზთან.

ტოქსიურობა

საკვების გზით მიღებული პოლიქინონებისა და მენაქინონების ტოქსიურობა აღწერილი არ არის. K ვიტამინის მაღალი დოზებით მიღებას შეუძლია შეასუსტოს ორალური K ვიტამინის ანტაგონისტი ანტიკოაგულანტების მოქმედება

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი