Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 24/7 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

ნაია ლატარია – ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს?

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის და მკურნალობს ჰორმონული დისბალანსით და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებებს. სიმპტომებს მიეკუთვნება – საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა, ჭარბი წონა, სიმსუქნე.

ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მათი სიმპტომები.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებიდან ყველა გავრცელებულია დიფუზური ჩიყვი, რომელიც აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობიდან 200 მილიონ ადამიანს, ის ძირითადად იოდის დეფიციტით ვლინდება და დაახლოებით 2 მილიარდზე მეტ ადამიანს აღენიშნება მსგავსი პრობლემები.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომატიკით, როგორიცაა – საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა, წონაში მატება ან წონაში კლება, ჭარბი ოფლიანობა და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ხშირად ეს დაავადებები შესაძლოა უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგული კვლევის ჩატარება, თუნდაც წელიწადში ერთხელ.

რა იწვევს ჭარბ წონას?

ენდოკრინოლოგიური დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე და ზოგადად მსოფლიო დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული არის სიმსუქნე და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სიმსუქნის ეპიდემია არის მსოფლიოში.

სიმსუქნეს იწვევს ენერგიული დისბალანსი ანუ იმაზე მეტი კალორაჟის მიღება ვიდრე თქვენ ხარჯავთ, ჰორმონული დისბალანსი, როდესაც თუნდაც ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და მისი ფუნქციის ნაკლებობა არის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი სიმსუქნის. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15%-მდე არის მეტაბოლური სინდრომით დაავადებული.

რა არის ნუტრიციოლოგია და რა დროს უნდა მივმართოთ ნუტრიციოლოგს

ნუტრიციოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საკვებს და მის ზემოქმედებას ჩვენს ორგანიზმზე. ნუტრიციოლოგს უნდა მივაკითხოთ იმ შემთხვევაში როცა გვინდა ბალანსირებული, სწორი კვების რაციონის შერჩევა წონის მიუხედავად, რადგან ჯანსაღი კვება ეს არის პირველ რიგში საკვებით უზრუნველყოფა ყველა იმ ვიტამინისა და მინერალის რომელიც ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ლაბორატორიას?

ენდოკრინოლოგიური დაავადებები მიმდინარეობს გენეტიკური წინასწარ განწყობით. ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისთვის უმნიშვნელოვანესია მქონდეს მაღალი ნდობა ლაბორატორიის მიმართ და სწორედ ასეთი არის გენეტიკური ლაბორატორია „მედ-დიაგნოსტიკა“, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ 250-ზე მეტი გამოკვლევა მაღალი სანდოობით და კომფორტით.