Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი? ეს კითხვა პანდემიის პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გაციება, გრიპი თუ სხვა ვირუსული დაავადებები ჩვეულებრივი მოვლენაა. დაუსრულებელ პანდემიაზე საერთოდ აღარაფერი რომ ვთქვათ.

სეზონური გრიპებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან ორგანიზმის დასაცავად მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება.

ჩვენი იმუნური სისტემა დაავადებებთან ბრძოლის მთავარი იარაღია და მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების ფონზე მისი გაჯანსაღება კიდევ უფრო აქტუალური თემა გახდა. დღესდღეობით არ არსებობს რაიმე კონკრეტული ვაქცინა ან აბი, რომელიც კორონავირუსის ინფექციისგან სრულად დაგვიცავს, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამ გზით იმუნიტეტის ხელშეწყობას ორგანიზმისთვის გარკვეული ფარის ფუნქციის შესრულება და სხვადასხვა გართულებებისგან დაცვა შეუძლია.

იმუნური სისტემა თავდაცვის შრეებისგან შედგება, იგი მოიცავს ფიზიკურ ბარიერებს, უჯრედებს, რომელთა მოვალეობაც უცხო სხეულების – ვირუსებისა და ბაქტერიების აღმოჩენა და მათთან ბრძოლაა.

თუკი გაინტერესებთ, როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინოთ: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის შემცირება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

კვება

იმუნიტეტის გაუმჯობესების გზაზე უმთავრეს როლს თქვენი რაციონი ასრულებს.  შეეცადეთ მიიღოთ მეტი ჯანსაღი საკვები, ისეთი როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული. პროდუქტი, რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და მავნე პათოლოგიებთან ბრძოლა შეუძლია.

მცენარეული საკვების ბოჭკო კვებავს ნაწლავის მიკრობიომს, ჯანმრთელ ბაქტერიებს და ჩვენი იმუნიტეტი ამ გზითაც ძლიერდება.

მნიშვნელოვანია C ვიტამინით მდიდარი საკვების მირთმევა, ასეთს კი ამ სეზონზე მრავლად შეხვდებით – ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი, მანდარინი და გრეიფრუტი. დღის განმავლობაში ერთი გრეიფრუტის მიღებაც კი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ვირუსებს ორგანიზმის დასუსტების საშუალებას არ აძლევს.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ორგანიზმის პროტეინით შევსებაც. პროტეინი იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების ჩამოყალიბების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს. პროტეინის მთავარი წყაროა როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვები – თევზი, ფრინველისა და საქონლის ხორცი, რძე, კვერცხი, ხაჭო, თხილი, ლობიო და ოსპი.

ვარჯიში

ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებს ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში ანტიბაქტერიული და ანტივირუსული უჯრედების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამცირებს გაციების, გრიპის და სეზონური დაავადებების რისკს.

იმუნიტეტის გაძლიერებისთვის სასურველია მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, ისეირნოთ, ირბინოთ. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სასურველი შედეგის მიღწევა დღეში 10 ათასი ნაბიჯის გადადგმასთანაა დაკავშირებული. თუკი სიარული არ გიყვართ, იარეთ ველოსიპედით, ირბინეთ ან ესტუმრეთ აუზს.

D ვიტამინი

მზეში 20-30 წუთიანი სეირნობა აგარიდებთ D ვიტამინის ნაკლებობას და მისგან გამოწვეულ არასასიამოვნო გვერდით ეფექტებს, ისეთს როგორიცაა – იმუნური სისტემის და ძვალსახსროვანი სისტემების პრობლემები. D ვიტამინი არეგულირებს სასარგებლო პროტეინების პროდუქციას და ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურებაში ეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ D ვიტამინის შევსება სეზონური მწვავე რესპირაციული დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი გზაა. სასურველი შედეგის მისაღწევად სეირნობას კვირაში 3-4 დღე უნდა დაუთმოთ და ორგანიზმში D ვიტამინის დონეც მუდმივად აკონტროლოთ. შესაბამისი ანალიზების გაკეთებაში „მედ დიაგნოსტიკას“ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია დაგეხმარებათ.

სტრესი

არაერთი კვლევით მტკიცდება, რომ სტრესი იმუნურ სისტემას თრგუნავს და სხვადასხვა ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის. ქრონიკული სტრესის დროს ავად გახდომის რისკი ძალიან იზრდება.

სტრესულ სიტუაციაში მოხვედრისას ორგანიზმში კორტიზოლი ანუ სტრესის ჰორმონი გამოიყოფა. გრძელვადიანი სტრესის დროს კორტიზოლის დონეც ძალიან მაღალია, რაც სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს და ამ გზით იმუნურ სისტემას თრგუნავს. სისხლის თეთრი უჯრედების გარეშე მიკრობებთან დაპირისპირება ძალიან რთული ხდება.

ძილის რეჟიმი

ძილი ორგანიზმისთვის ერთგვარი „გადატვირთვის“ ფუნქციას ასრულებს და დამღლელი დღის შემდეგ ძალების აღდგენას უზრუნველყოფს. შესაბამისად, რეჟიმის დარღვევა ხდება ერთ-ერთი სტრესული ფაქტორი, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

მოზრდილებისთვის დღე-ღამეში 7-8 საათიანი ძილია აუცილებელი. თინეიჯერების შემთხვევაში 8-10 საათიც მისაღებია, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებსა და ჩვილებს 14 საათამდე დასვენება ესაჭიროებათ.

აუცილებლად მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი და სხეულს მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარეთ.

წყალი

დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი. სასარგებლო მინერალებით სავსე სასმელი, გარდა იმისა, რომ იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, სხეულიდან უარყოფითი ნივთიერებების გამოდევნასაც უწყობს ხელს. წყალი მნიშვნელოვანია ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებისთვის, საკვები ნივთიერებებისა  და ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის, ტემპერატურის რეგულაციისთვის,  სისხლის წნევის ნორმალიზებისთვის, მონელების პროცესის სწორად წარმართვისა და კუნთების აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებასთან ერთად, სასურველია, ორგანიზმში მინერალების (Na, K, Ca, ფოსფორი) დონე ანალიზებით რეგულარულად აკონტროლოთ.

„მედ დიაგნოსტიკა“ საკმაოდ მრავალფეროვან და კომბინირებულ კვლევებს გთავაზობთ, რათა თქვენს იმუნიტეტზე ზრუნვა უკეთ შეძლოთ და ვირუსების სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეთ.

მავნე ჩვევები

ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას ხელს უწყობს ისეთი მავნე ჩვევები როგორიცაა ალკოჰოლი თუ სიგარეტი. ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საზიანოა ნიკოტინი და თუკი მოწევაზე უარის თქმას შეძლებთ, ამით თქვენს იმუნიტეტს დიდ სამსახურს გაუწევთ.

თქვენს იმუნიტეტზე ზრუნვა „მედ დიაგნოსტიკასთან“ ერთად ბევრად უფრო ადვილი იქნება. მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ მომსახურებას. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ – D ვიტამინის, Na, K, Ca, ფოსფორის, B12 ვიტამინის, Covid-19-ის და სეზონური ვირუსების კომბინირებული კვლევების ჩატარებაში. ზუსტი პასუხების ცოდნა მოგცემთ საშუალებას, ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე: (+995) 32 2 800 200