
სელენი
სელენი არსებობს სელენოცისტეინის ფორმით და ჩვენს ორგანიზმში შედის ფერმენტ გლუტათიონ პეროქსიდაზას შემადგენლობაში. აღნიშნული ფერმენტი მონაწილეობს ცილების, უჯრედთა მემბრანების, ლიპიდებისა და ნუკლეინის მჟავების დამჟანგავი ნივთიერებებისგან დაცვაში.
იმ ფონზე, რომ სელენის ანტისიმსივნური აქტივობის როლი გარკვეული ტიპის სიმსივნეების დროს, მაგ. პროსტატის კიბოს დროს, აქტიურად შეისწავლება, მაინც, ბოლომდე გაურკვეველია, მას დამცველობითი როლი აქვს თუ პირიქით, ზრდის კიბოს განვთარების რისკს. სელენი, აგრეთვე, შედის მადეიოზირებელ ფერმენტებში, რომელთა როლიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონ თიროქსინიდან იოდის მოშორება და ტრიიოდთირონინად გარდაქმნაა.
სელენით მდიდარი საკვები წყაროებია ზღვის პროდუქტები, ხორცი და მარცვლეული. მნიშვნელოვანია, რომ მარცვლეულში სელენის შემცველობა დამოკიდებულია ნიადაგში მის კონცენტრაციაზე. სკანდინავია, ჩინეთი და ახალი ზელანდია იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა ნიადაგშიც სელენის შემცველობა დაბალია. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ქალებსა და ბავაშვებში, რომლებიც იღებენ სელენის მცირე რაოდენობას (<20მკგ/დღეში) გვხვდება კეშანის დაავადება, რომელიც ენდემურ კარდიომიოპათიას წარმოადგენს.
იოდის დეფიციტთან ერთად სელენის დეფიციტი ამძიმებს კრეტინიზმის კლინიკურ სურათს. დიდი რაოდენობით (>400მკგ/დღეში) და ხანგრძლივი დროის განმავლობაში სელენის მიღება იწვევს თმისა და ფრჩხილების მტვრევადობას, სუნთქვისას სპეციფიკურ ნივრის სუნს, კანზე გამონაყარს, მიოპათიას, გაღიზიანებადობასა და ნერვულის სისტემის სხვადასხვა დარღვევებს.
სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი