Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ.

სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:

  • სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
  • სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
  • ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
  • ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
  • თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში

სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება ნორმის ფარგლებს მიღმა, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების თანმხლებს ან მანიფესტაციას წარმოადგენდეს. აღნიშნული ცვლილებები საჭიროებს უფრო ღრმა კვლევებს.

რატომ კეთდება

სისხლის საერთო ანალიზი რუტინული კვლევაა, რომელიც რამდენიმე მიზეზის გამო კეთდება. ესენია:

  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება ექიმმა, შესაძლოა, დანიშნოს სხვა რუტინულ კვლევებთან ერთად ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასების მიზნით. ასევე, აღნიშნული კვლევის საშუალებით, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შეფასება და კონტროლი. მაგალითად, ანემია ან ლეიკემია.
  • დაავადების დიაგნოსტირება. სისხლის საერთო ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას ექიმი მოგცემთ იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ სისუსტე, დაღლილობა, ანთებითი პროცესი, სისხლდენები, ცხელება და სხვა. აღნიშნული მდგომარეობების დროს, სისხლის საერატო ანალიზით შესაძლებელია გამომწვევისა და დაავადების სიმძიმის განსაზღვრა.
  • დაავადების მონიტორინგი.  სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით ხდება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სისხლის დაავადებების მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, იგი რუტინულად ინიშნება ექიმის მიერ.
  • მკურნალობის მონიტორინგი. სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით, შესაძლებელია, სხვადასხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე ჯანმრთელობის მდოგმარეობის ცვლილებების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.
რა მომზადებაა საჭირო

სისხლის საერთო ანალიზი არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. ნიმუშის აღებამდე, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ, მიიღოთ საკვები და წყალი. თუ სისხლის საერთო ანალიზთან ერთად, სისხლის ნიმუშის გამოყენება სხვა ანალიზებისთვისაც იგემება, შესაძლოა, საჭირო იყოს წინასწარი მომზადება, რაზეც ექიმი გასცემს ინსტრუქციებს.

როგორ ხდება სისხლის ნიმუში აღება

სისხლის საერთო ანალიზისთვის სისხლის ნიმუშის აღება, შესაძლოა, მოხდეს როგორც სპეციალურ დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. აღნიშნული პროცედურისთვის გამოიყენება სტერილური მასალა. პროცედურას ატარებს სპეციალური მომზადბეის მქონე სამედიცინო წამრომადგენელი. სისხლის ნიმუშის აღება, როგორც წესი, ხდება პერიფერიული ვენიდან (წინამხარის ზედაპირული ვენები), აღებული ნიმუში თავსდება სპეციალურ კონტეინერში და იგზავნება ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. სისხლის საერთო ანალიზისთვის სისხლის ნიმუშის ჩაბარების შემდეგ, შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რითმს.

შედეგები

 ნორმის ზღვრული მაჩვენებვენებლებია:


ზრდასრული ქალების შემთხვევაში:

დასახელებაშედეგიერთეულინორმა
ლეიკოციტებიWBC 109/L4 – 10
ერითროციტებიRBC 1012/L3.9– 5.2
ჰემოგლობინიHGB g/dl12 – 15
ჰემატოკრიტიHCT %35 – 47
ერითროციტების საშუალო მოცულობაMCV fl80 – 95
ჰემოგლობ. საშ. შემცვ. ერითროციტშიMCH pg28 – 35
ჰემოგლობ. საშ. კონც. ერითროციტშიMCHC g/dl31 – 35
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-CV %10 – 15
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-SD fl35 – 50
თრომბოციტებიPLT 109/L150 – 400
თრომბოკრიტიPCT %0.16 – 0.5
თრომბოციტების საშუალო მოცულობაMPV fl7 – 11
თრომბოციტების განაწილების საზღვრებიPDW %15 – 17
ნეიტროფილებიNeutrophyles 109/L2.0 – 7.0
ნეიტროფილებიიNeutrophyles %50 – 70
ლიმფოციტებიLymphocytes 109/L0.7 – 4.0
ლიმფოციტებიLymphocytes %18 – 40
მონოციტებიMonocytes 109/L0.08 – 1.0
მონოციტებიMonocytes %2 – 10
ეიზინოფილებიEosinophyls 109/L0.04 – 0.5
ეიზინოფილებიEosinophyls %1 – 5
ბაზოფილებიBasophyls 109/L0 – 0.1
ბაზოფილებიBasophyls %0 – 1
ერითროციტების დალექვის სიჩქარე /ვესტერგრინის მეთოდით/E S R /Westergren/ mm/1h2-25

ზრდასრული კაცების შემთხვევაში:

დასახელებაშედეგიერთეულინორმა
ლეიკოციტებიWBC 109/L4 – 10
ერითროციტებიRBC 1012/L 4.4 – 5.8  
ჰემოგლობინიHGB g/dl13.5 – 18.0
ჰემატოკრიტიHCT  .6%38 – 53
ერითროციტების საშუალო მოცულობაMCV fl80 – 100
ჰემოგლობ. საშ. შემცვ. ერითროციტშიMCH pg28 – 35
ჰემოგლობ. საშ. კონც. ერითროციტშიMCHC g/dl31 – 35
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-CV %10 – 16
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-SD fl35 – 55
თრომბოციტებიPLT 109/L150 – 400
თრომბოკრიტიPCT %0.16 – 0.5
თრომბოციტების საშუალო მოცულობაMPV fl7 – 11
თრომბოციტების განაწილების საზღვრებიPDW %15 – 17
ნეიტროფილებიNeutrophyles 109/L2.0 – 7.0
ნეიტროფილებიიNeutrophyles %50 – 70
ლიმფოციტებიLymphocytes 109/L0.7 – 4.0
ლიმფოციტებიLymphocytes %18 – 40
მონოციტებიMonocytes 109/L0.08 – 1.0
მონოციტებიMonocytes %2 – 10
ეიზინოფილებიEosinophyls 109/L0.04 – 0.5
ეიზინოფილებიEosinophyls %1 – 5
ბაზოფილებიBasophyls 109/L0 – 0.1
ბაზოფილებიBasophyls %0 – 1
ერითროციტების დალექვის სიჩქარე /ვესტერგრინის მეთოდით/E S R /Westergren/ mm/1h2-20

4-12 თვის ბავშვების შემთხვევაში:

დასახელებაშედეგიერთეულინორმა
ლეიკოციტებიWBC 109/L6 – 15.5
ერითროციტებიRBC 1012/L3.8– 5.3
ჰემოგლობინიHGB g/dl10 – 13.5
ჰემატოკრიტიHCT %32 – 39
ერითროციტების საშუალო მოცულობაMCV fl73-94
ჰემოგლობ. საშ. შემცვ. ერითროციტშიMCH pg24-27
ჰემოგლობ. საშ. კონც. ერითროციტშიMCHC g/dl31-34
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-CV %12 – 17
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-SD fl35 – 55
თრომბოციტებიPLT 109/L180 – 450
თრომბოკრიტიPCT %0.16 – 0.5
თრომბოციტების საშუალო მოცულობაMPV fl6.5 – 11
თრომბოციტების განაწილების საზღვრებიPDW %15 – 17
ნეიტროფილებიNeutrophyles 109/L1.32 – 7.44
ნეიტროფილებიიNeutrophyles %22 – 48
ლიმფოციტებიLymphocytes 109/L3.0 – 10.54
ლიმფოციტებიLymphocytes %50 – 68
მონოციტებიMonocytes 109/L0.12 – 1.7
მონოციტებიMonocytes %2 – 11
ეიზინოფილებიEosinophyls 109/L0.06 – 0.77
ეიზინოფილებიEosinophyls %1 – 5
ბაზოფილებიBasophyls 109/L0 – 0.15
ბაზოფილებიBasophyls %0 – 1
ერითროციტების დალექვის სიჩქარე /ვესტერგრინის მეთოდით/E S R /Westergren/ mm/1h2-14

1-5 წლის ბავშვების შემთხვევაში:

დასახელებაშედეგიერთეულინორმა
ლეიკოციტებიWBC 109/L5.5 – 13.5
ერითროციტებიRBC 1012/L3.8– 5.3
ჰემოგლობინიHGB g/dl11 – 14
ჰემატოკრიტიHCT %32.5 – 39
ერითროციტების საშუალო მოცულობაMCV fl74-86
ჰემოგლობ. საშ. შემცვ. ერითროციტშიMCH pg26-30
ჰემოგლობ. საშ. კონც. ერითროციტშიMCHC g/dl33-36
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-CV %12 – 16
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-SD fl35 – 55
თრომბოციტებიPLT 109/L170 – 400
თრომბოკრიტიPCT %0.16 – 0.5
თრომბოციტების საშუალო მოცულობაMPV fl7 – 11
თრომბოციტების განაწილების საზღვრებიPDW %15 – 17
ნეიტროფილებიNeutrophyles 109/L1.32 – 7.02
ნეიტროფილებიიNeutrophyles %24 – 52
ლიმფოციტებიLymphocytes 109/L2.47 – 9.04
ლიმფოციტებიLymphocytes %45 – 67
მონოციტებიMonocytes 109/L0.11 – 1.48
მონოციტებიMonocytes %2 – 11
ეიზინოფილებიEosinophyls 109/L0.06 – 0.75
ეიზინოფილებიEosinophyls %1 – 5
ბაზოფილებიBasophyls 109/L0 – 0.19
ბაზოფილებიBasophyls %0 – 1
ერითროციტების დალექვის სიჩქარე /ვესტერგრინის მეთოდით/E S R /Westergren/ mm/1h2-15

5-10 წლის ბავშვების შემთხვევაში:

დასახელებაშედეგიერთეულინორმა
ლეიკოციტებიWBC 109/L5 – 12
ერითროციტებიRBC 1012/L4.0 – 5.4
ჰემოგლობინიHGB g/dl11.5 – 14.5
ჰემატოკრიტიHCT %34 – 41
ერითროციტების საშუალო მოცულობაMCV fl75 – 87
ჰემოგლობ. საშ. შემცვ. ერითროციტშიMCH pg27 – 29.5
ჰემოგლობ. საშ. კონც. ერითროციტშიMCHC g/dl33 – 35
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-CV %12 – 16
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-SD fl35 – 55
თრომბოციტებიPLT 109/L180 – 400
თრომბოკრიტიPCT %0.16 – 0.5
თრომბოციტების საშუალო მოცულობაMPV fl7.3 – 11
თრომბოციტების განაწილების საზღვრებიPDW %13 – 17
ნეიტროფილებიNeutrophyles 109/L1.42 – 7.0
ნეიტროფილებიიNeutrophyles %28 – 58
ლიმფოციტებიLymphocytes 109/L1.4 – 6.7
ლიმფოციტებიLymphocytes %28 – 55
მონოციტებიMonocytes 109/L0.1 – 1.2
მონოციტებიMonocytes %2 – 10
ეიზინოფილებიEosinophyls 109/L0.05 – 0.6
ეიზინოფილებიEosinophyls %1.0-5.0
ბაზოფილებიBasophyls 109/L0 – 0.12
ბაზოფილებიBasophyls %0 – 1
ერითროციტების დალექვის სიჩქარე /ვესტერგრინის მეთოდით/E S R /Westergren/ mm/1h2 – 15

10-16 წლის ბავშვების შემთხვევაში:

დასახელებაშედეგიერთეულინორმა
ლეიკოციტებიWBC 109/L4.2-12
ერითროციტებიRBC 1012/L4.0-5.5
ჰემოგლობინიHGB g/dl12.0-15.0
ჰემატოკრიტიHCT %35-42
ერითროციტების საშუალო მოცულობაMCV fl76-88
ჰემოგლობ. საშ. შემცვ. ერითროციტშიMCH pg27-30
ჰემოგლობ. საშ. კონც. ერითროციტშიMCHC g/dl34-36.5
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-CV %12-16
ერითროციტების განაწილების საზღვრებიRDW-SD fl35-55
თრომბოციტებიPLT 109/L200-400
თრომბოკრიტიPCT %0.16 – 0.5
თრომბოციტების საშუალო მოცულობაMPV fl6.5-10
თრომბოციტების განაწილების საზღვრებიPDW %15 – 17
ნეიტროფილებიNeutrophyles 109/L1.7-7.8
ნეიტროფილებიიNeutrophyles %42-65
ლიმფოციტებიLymphocytes 109/L1.17-4.8
ლიმფოციტებიLymphocytes %28-40
მონოციტებიMonocytes 109/L0.08-1.32
მონოციტებიMonocytes %2-11
ეიზინოფილებიEosinophyls 109/L0.04-0.6
ეიზინოფილებიEosinophyls %1-5
ბაზოფილებიBasophyls 109/L0-0.12
ბაზოფილებიBasophyls %0-1
ერითროციტების დალექვის სიჩქარე /ვესტერგრინის მეთოდით/E S R /Westergren/ mm/1h2-15

სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ცვლილებები,შესაძლოა, ყოველთვის არ საჭიროებდეს შემდგომი ღრმა კვლევების ჩატარებას.

მაგალითისთვის, თუ თქვენ ხართ ჯანმრთელი და არ გაქვთ არანაირი ჩივილი, სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი მსუბუქი გადახრა, როგორც წესი, დამატებითი კვლევის ჩატარებას არ საჭიროებს.

იმ შემთხვევაში, თუ იღებთ ანტისიმსივნურ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს, სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ცვლილებები, შესაძლოა, გახდეს თერაპიული კურსის ცვლილების საფუძველი.

ზოგ შემთხვევაში, თუ სისხლის საერთო ანალიზში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჰემატოლოგთან კონსულტაცია.

შედეგების ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზის ზემოთ აღნიშნული ნორმის ფარგლებიდან გადახრა, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაზე მიანიშნებდეს.

  • სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი. ერითროციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული იმდენად, რადმენადაც განსაზღვრავენ სისხლის წითელი უჯრედების სხვადასხვა ასპექტს. თუ მათი მაჩვენებელი ნორმასთან შედარებით შემცირებულია, ნიშნავს, რომ ადგილი აქვს ანემიას. ანემიას, როგორც წესი, თან ახლავს სისუსტე და დაღლილობა. მას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის, ზოგიერთი ვიტამინის ან რკინის დეფიციტი, სისხლის დაკარგვა და ფონური დაავადებები. სისხლის წითელი უჯრედების ნორმაზე მაღალი რაოდენობა (ერითროციტოზი) ან ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სხვადასხვა დაავადებასთან, მათ შორის ჭეშმარიტ პოლიციტემიასთან ან გულის დაავადებებთან.
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიასთან, მათ შორის ავტოიმუნურ დაავადებებთან, რა დროსაც იმუნური სისტემა ანადგურებს საკუთარ უჯრედებს, ძვლის ტვინის დაავადებებთან ან ონკოლოგიურ დაავადებებთან. სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება შეიძლება ასევე გამოიწვიოს გარკვეულმა მედიკამენტებმა. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა სცდება ნორმის ზედა ზღვარს, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციასთან ან სხვა ანთებით პროცესებთან. ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, აგრეთვე, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმუნური სისტემისა და ძვლის ტვინის დაავადებებით. სხვადასხვა მედიკამენტმა შეიძლება ლეიკოციტების რაოდენობის როგორც შეამციროს, ასევე, გაზარდოს.
  • თრომბოციტების რაოდენობა. თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან მათი რაოდენობის გაზრდა (თრომბოციტოზი), როგორც წესი, ფონური მდგომარეობის დროს აღინიშნება. იგი აგრეთვე, შეიძლება, იყოს სხვადასხვა პრეპარატის გვერდითი ეფექტი. თრომბოციტების რაოდენობის ნორმიდან გადახრა, ჩვეულებრივ, დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროებს.