მიელოპროლიფერაციული დაავადებები
მიელოპროლიფერაციული დაავადებები - ნორმაში, ძვლის ტვინში წარმოიქმნება სისხლის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც დასაბამს აძლევენ სისხლის მწიფე, ფუნქციურ უჯრედთა ტიპებს. სისხლის ღეროვანი უჯრედიდან შეიძლება წარმოიქმნას მიელოიდური ღეროვანი უჯრედი ან ლიმფოიდური ღეროვანი უჯრედი. ლიმფოიდური ღეროვანი უჯრედიდან შემდგომში, წარმოიქმნება სისხლის თეთრი უჯრედები - ლიმფოციტები.