Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
თუთია

თუთია – Zinc

თუთია ორგანიზმში არსებული მრავალი მეტალოფერმენტის ინტეგრალურ კომპონენტს წარმოადგენს; იგი ჩართულია ცილების, დნმ-ის, რნმ-ის სინთეზსა და სტაბილიზაციაშია და მნიშვნელოვანი სტრუქტურული როლი აქვს რიბოსომებისა და მემბრანებისთვის. თუთიას, ასევე, მნიშვნელოვანი როლი აქვს სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებისა და სხვა ტრანსკრიფციის ფაქტორების დნმ-თან შეკავშირებაში. დადგენილია თუთიის აბსოლუტური აუცილებლობა ნორმალურ სპერმატოგენეზში, ნაყოფის ზრდასა და ემბრიონის განვითარებაში.

შეწოვა

საკვები პროდუქტებიდან თუთიის შეწოვას აქვეითებენ ფიტატები, ოქსალატები, რკინა, და სპილენძი, ასევე, სხვადასხვა პრეპარატი, მაგალითად, პენიცილამინი, ნატრიუმის ვალპროატი და ეთამბუტოლი. ხორცი, მოლუსკები, თხილოვნები და პარკოსნები თუთიის მნიშვნელოვანი წყაროებია, ხოლო მარცვლეულში შემავალი თუთია ნაკლებად შეიწოვება.

დეფიციტი

თუთიის მცირე დეფიციტს ადგილი აქვს სხვადასხვა დაავადებების დროს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, აივ ინფექციის/შიდსის, ციროზის, ალკოჰოლიზმის, ანთებითი ნაწალავის დაავადების, მალაბსორბციის სინდრომისა და ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის. ამ დაავადებების დროს, თუთიის  მცირედმა დეფიციტმა, შეიძლება, გამოიწვიოს ზრდის შეფერხება ბავშვებში, გემოს შეგრძების დაქვეითება (ჰიპოგევეზია) და იმუნური სისტემის ფუნქციის შეფერხება. თუთიის მძიმე ქრონიკული დეფიციტი წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში ჰიპოგონადიზმისა და ჯუჯიზმის ძირითად მიზეზს. ასეთ ბავშვებში, ჰიპოპიგმენტური თმა, ამ მდგომარეობის შემადგენელი ნაწილია. ცინკის შეწოვის დარღვევით ხასიათდება იშვიათი გენეტიკური აუტოსომურ რეცესიული დაავადება ენტეროპათიული აკროდერმატიტი. კლინიკური მანიფესტაცია მოიცავს დიარეას, ალოპეციას, კუნთების განლევას, დეპრესიას, გაღიზიანებადობასა და გამონაყარს, რომელიც ვლინდება კიდურებზე, სახესა და შორისზე. აღნიშნული გამონაყარი ხასიათდება ვეზიკულური და პუსტულური ელემენტებით, რომელიც დაფარულია ქერქით და ერითემულია. იშვიათად, ვილსონის დაავადების მქონე პაციენტებს თუთიის დეფიციტი უვითარდებათ პენიცილამინით მკუნრალობის ფონზე.

თუთიის დეფიციტი განვითარებად ქვეყნებში თითქმის ყოველთვის ასოცირებულია სხვა მიკროელემენტების, განსაკუთრებით, რკინის დეფიციტთან. 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში თუთია, შესაძლოა, იყოს ეფექტური დანამატი დიარეით მიმდინარე დაავადებებისა და პნევმონიის მკურნალობაში.

თუთიის დეფიციტის დიაგნოსტირება ხდება მისი განსაზღვრით პლაზმაში, როდესაც კონცენტრაცია ნაკლებია 12 მკმოლ/ლ (70 მკგ/დეცილიტრი). ორსულობამ ან კონტრაცეფციულმა პრეპარატებმა, შესაძლოა, გამოიწვიონ პლაზმაში თუთიის მცირედით შემცირება, ასევე, ნებისმიერი მიზეზით განვითარებულმა ჰიპოალბუმინემიამ, შესაძლოა, დააქვეითოს თუთიის დონე. მწვავე სტრესული სიტუაციების შემდეგ (ავადმყოფობა ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვა) ხდება პლაზმიდან თუთიის განაწილება ქსოვილებში, ამიტომ, ამ დროსაც, შესაძლოა, მისი პლაზმური დონე მცირედით შემცირდეს. თუთიის დეფიციტის მკურნალობა შესაძლებელია 60 მგ ელემენტური თუთიის ორალური მიღებით დღეში ორჯერ. აღსანიშნავია, რომ თუთიის გლუკონატის დრაჟეების გამოყენება (13 მგ ელემენტური თუთია ყოველ 2 საათში გამოჯანმრთელებამდე) ამცირებს გაციების ხანგრძლივობასა და სიმპტომებს. თუმცა, აღნიშნული კვლევები საორჭოფოა.

ტოქსიურობა

ორალურად მიღების შემდეგ, თუთიით მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები მოიცავს გულისრევას, ღებინებასა და ცხელებას. ასევე, ტოქსიური შეიძლება იყოს თუთიის შედუღების შედეგად წარმოქმნილი კვამლი, რომლის შესუნთქვა და ორგანიზმში შეღწევა იწვევს ცხელებას, რესპირატორულ დისტრესს, ნერწყვდენის გაძლიერებას, ოფლიანობასა და თავისტკივილს. იმის მიუხედავად, რომ თუთია იმუნური სისსტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელემენტია, დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება დათრგუნოს იმუნური სისტემა და გამოიწვიოს ჰიპოქრომული ანემია, რაც შედეგია სპილენძის დეფიციტისა, ანუ თუთიას გავლენა აქვს სხვა ელემენტების მეტაბოლიზმზეც. თუთიის ინტრანაზალური პრეპარატების გამოყენება რეკომენდირებული არ არის იმდენად, რამდენადაც ამ დროს ზიანდება ცხვირის ლორწოვანი და, შესაძლოა გამოიწვიოს, ანოსმია (ყნოსვის დაკარგვა).

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი