Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ვაქცინა vaqcina

COVID-19 – ვაქცინები და მათი მოქმედების მექანიზმი

ვაქცინა – მნიშვნელოვანი ფაქტები

  • COVID-19 ვაქცინა (ვაქცინები) უსაფრთხო და ეფექტურია;
  • ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები გქონდეთ, თუმცა ეს ნორმალურია;
  • სრულად ვაქცინირების შემდეგ – დაახლოებით 2 კვირაა საჭირო COVID-19 ის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად.

იმუნური სისტემის მიმოხილვა – ორგანიზმის დაცვა ინფექციების წინააღმდეგ

COVID-19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედების მექანიზმის შესაცნობად უმჯობესია პირველ რიგში გავეცნოთ, თუ როგორ ებრძვის ჩვენი ორგანიზმი ინფექციურ დაავადებებს. ვირუსები ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ჩვენივე უჯრედებს იყენებენ გამრავლებისთვის. იმუნური სისტემა კი უამრავი სხვადასხვა მექანიზმით ებრძვის ინფექციას.

სისხლი შედგება თეთრი უჯრედებისგან, რომლებსაც იმუნურ უჯრედებსაც უწოდებენ. ისინი მონაწილეობენ ინფექციასთან ბრძოლაში. ეს უჯრედები მრავალი სახისაა, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქცია გააჩნიათ:

  • მაკროფაგები –  მოინელებენ მიკრობებს და მკვდარ ან დაზიანებულ უჯრედებს. ისინი ტოვებენ შემოჭრილი მიკრობების ნაწილაკებს – „ანტიგენებს“. ორგანიზმი ანტიგენს აღიქვამს როგორც უცხოს და საშიშს და წარმოქმნის ანტისხეულებს მათთან საბრძოლველად. ანტისხეულები წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის მოხვედრის საპასუხოდ.
  • B ლიმფოციტები – სისხლში არსებული იმუნური უჯრედებია (თეთრი უჯრედები) – სწორედ ისინი წარმოქმნიან ანტისხეულებს  ვირუსული ნაწილაკების (ანტიგენების) საწინააღმდეგოდ.
  • T ლიმფოციტები – სისხლის იმუნური ( თეთრი) უჯრედების ერთ-ერთი ტიპია, რომლებიც ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედებს ანადგურებენ.

როდესაც ორგანიზმის ინფიცირება კონკრეტული ვირუსით პირველად ხდება, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეა საჭირო დაცვითი მექანიზმების სრულად ასამოქმედებლად. ინფიცირების შემდეგ, ადამიანის იმუნური სისტემა იმახსოვრებს კონკრეტულ ვირუსს და მის წინააღმდეგ გამოყენებულ დაცვით მექანიზმებს.

გამოჯანმრთელების შემდეგ ორგანიზმში რჩება მცირე რაოდენობით T ლიმფოციტები, რომელთაც „მეხსიერების უჯრედები“ ეწოდებათ. „იმუნური უჯრედები“ იგივე ვირუსის შეჭრის შემთხვევაში უფრო სწრაფად აქტიურდება,.მსგავსად,  როდესაც ნაცნობი ანტიგენის ამოცნობა მოხდება, B ლიმფოციტები სწრაფად წარმოქმნიან ანტისხეულებს მათ წინააღმდეგ.

ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი

COVID 19-ის ვაქცინები ეხმარება ჩვენს ორგანიზმს COVID 19 -ის გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში – დაავადების განვითარების გარეშე.

სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვაგვარი მოქმედების მექანიზმი გაჩნია. ყველა მათგანი ორგანიზმს უტოვებს „მეხსიერების“ T ლიმფოციტებს და B ლიმფოციტებს, რომლებიც იმახსოვრებენ, თუ როგორ ებრძოლონ ვირუსს მომავალში.

ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს რამდენიმე კვირა სჭირდება  T და B ლიმფოციტების წარმოქმნისთვის. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს აცრიდან რამდენიმე დღეში, იმიტომ, რომ ვაქცინას არ ჰქონდა დამცავი მექანიზმების წარმოქმნისთვის საკმარისი დრო.

ზოგ შემთხვევაში, აცრის შემდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესს ახასიათებს მსუბუქი სიმპტომები, ყველაზე ხშირად ცხელება.  ეს სიმპტომები ნორმალურია იმუნური რეაქციის  განვითარების პროცესში და იმუნიტეტის ფორმირების მაჩვენებელია.

ამ დროისთვის COVID-19 ვაქცინის 4 მთავარი ტიპია ავტორიზებული და რეკომენდებული, ან გადიან ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებს.

ქვემოთ ჩამოთვლილი და განმარტებულია თითოეული ვაქცინის მოქმედების მექანიზმი. არც ერთ მათგანს არ შეუძლია COVID-19- ით ინფიცირების გამოწვევა.

ვაქცინა – სახეობები

  • რნმ ვაქცინები (mRNA vaccines) – შეიცავენ ვირუსის ზედაპირზე არსებული უნიკალური ცილის წარმოქმნისთვის საჭირო ინფორმაციას. ამ ინფორციის გამოყენებით ჩვენი უჯრედები დაასინთეზებენ ცილას.  ორგანიზმი დასინთეზებულ ცილას შეიცნობს, როგორც უცხოს და წარმოქმნის ანტიგენის საწინააღმდეგო B და T ლიმფოციტებს, რომლებიც იმახსოვრებენ, როგორ ებრძოლონ COVID-19-ს მომავალში დაინფიცირების შემთხვევაში.
  • ცილის შემცველი ვაქცინა შეიცავს COVID 19 -ის ვირუსის უსაფრთხო ნაწილაკებს (ცილებს) და არა მთლიანად ვირუსს. ეს ამცირებს გვერდით ეფექტებს, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ წარმოქმნილი იმუნური პასუხი იქნება შედარებით სუსტი. სწორედ ამიტომ, ხშირად საჭირო ხდება ადიუვანტების დამატება ეფექტის გასაძლიერებლად. (ამ ტიპის ვაქცინის ერთ-ერთი მაგალითია B ჰეპატიტის ვაქცინა) ვაქცინირების შემდეგ უცხო ცილის წინააღმდეგ ყალიბდება T და B უჯრედული იმუნური პასუხი, ორგანიზმში რჩება მეხსიერების უჯრედები.
  • ვექტორული ვაქცინები შეიცავენ სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის უსაფრთხო, ვირუსში ჩაშენებულ COVID 19 -ის გენეტიკურ ინფორმაციას. ამას ქვია „ვირუსული ვექტორი“. როგორც კი ვირუსული ვექტორი ჩვენს ორგანიზმში აღმოჩნდება, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის მიხედვით, იწყება ცილის სინთეზი. დასინთეზებულ ვირუსულ ცილას ჩვენი ორგანიზმი აღიქვამს უცხოდ და ეს იწვევს იმუნური პასუხის ჩართვას.
  • ინაქტივირებული ვირუსი – ის უამრავ ტრადიციულ ვაქცინაშია გამოყენებული იმუნური პასუხის ჩამოსაყალიბებლად. ინაქტივირებულ ვაქცინაში გამოიყენება ვირუსები, რომელთა გენეტიკური მასალა განადგურდა და გამრავლება აღარ შეუძლიათ, თუმცა იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი კვლავ შენარჩუნებული აქვთ. ამ შემთხვევაში გამოყენებულია უმაღლესი ტექნოლოგიები და მექანიზმები ვაქცინის დამტკიცებამდე.

ვაქცინამწარმოებელი ქვეყანავაქცინის ტიპიიმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო დოზაშენახვის პირობებიროდის ითვლებით სრულად ვაქცინირებულადეფექტურობა
Pfizerგერმანიარნმ2
(21 დღიანი შუალედით)
-80 დან – 60 გრადუსამდე    (3 თვის )მეორე დოზით აცრიდან 2 კვირაში62%-90%
Modernaაშშრნმ2
(28 დღიანი შუალედით)
-25 დან -15 გრადუსამდე (7 თვის)მეორე დოზით აცრიდან 2 კვირაში95%
  Astra-Zenecaინგლისივირუსული ვექტორი2
(24 დღიანი შუალედით)
2 დან 8 გრადუსამდე  (6 თვის )მეორე დოზით აცრიდან 2 კვირაში95%
Sinopharmჩინეთიინაქტივირებული ვირუსი2
(21 დღიანი შუალედით)
2 დან 8 გრადუსამდემეორე დოზით აცრიდან 2 კვირაში79%-86%
Sputnik Vრუსეთივირუსული ვექტორი2
(21 დღიანი შუალედით)
-18.5C სითხური ფორმით
2-8C გრადუსამდე მშრალი ფორმით
მეორე დოზით აცრიდან 2 კვირაში92%

ზოგიერთი COVID-19 ვაქცინა ერთზე მეტი დოზას საჭიროებს.

იმისთვის, რომ სრულად ვაქცინირებული იყოთ, ზოგიერთი ვაქცინის ერთი დოზაა საჭირო.

  • ორი დოზა: თუ იკეთებთ ისეთ ვაქცინას, რომელიც 2 დოზას საჭიროებს, მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირაში ითვლებით სრულად ვაქცინირებულად.
  • ერთი დოზა : თუ COVID-19 ვაქცინას გაიკეთებთ, რომელიც მხოლოდ ერთ დოზას საჭიროებს, ვაქცინირებულად პირველი დოზის მიღებიდან 2 კვირაში ითვლებით.

სტატიის ავტორი: ქეთი მექვაბიძე