Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
vitamin b6

ვიტამინი B6 – პირიდოქსინი – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე

ვიტამინი B6 აერთიანებს ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც მოიცავს პირიდოქსინს, პირიდოქსალს, პირიდოქსამინსა და მათ 5’-ფოსფატ წარმოებულებს. 5’-პირიდოქსალ ფოსფატი (PLP) 100-ზე მეტი ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. ეს ფერმენტები ჩართულები არიან ამინომჟავების მეტაბოლიზმში. ვიტამინი B6 ჩართულია, აგრეთვე, ჰემისა და ნეირომედიატორების სინთეზში, გლიკოგენის, ლიპიდების, სტეროიდების, სფინგოზური ფუძეებისა და ვიტამინების მეტაბოლიზმში. აღსანიშნავია მისი როლი ტრიფტოფანიდან ნიაცინის (ვიტამინი B3) წარმოქმნაში.

საკვები წყაროები

ცხოველურ და მცენარეულ საკვებში ვიტამინი B6 სხვადასხვა ფორმით გვხვდება. მაგალითად, მცენარეები მას შეიცავენ პირიდოქსინის ფორმით, ხოლო, ცხოველური ქსოვილები 5’-პირიდოქსალ ფოსფატისა (PLP) და პირიდოქსამინ ფოსფატის სახით. ამ ვიტამინის შეთვისება ცხოველური პროდუქტებიდან უკეთ ხდება, ვიდრე მცენარეული პროდუქტებიდან. იგი დიდი რაოდენობით შედის პარკოსან მცენარეებში, თხილოვნებში, ხორბლის ქატოსა და ხორცში. გარდა ამისა, იგი მცირე რაოდენობით გვხვდება თითქმის ყველა საკვებ პროდუქტში.

დეფიციტი

სხვა ამ ჯგუფის ვიტემინების მსგავსად, ვიტამინი B6 დეფიციტი უპირატესად გამოვლინდება ეპითელიუმის დაზიანებით, შესაძლოა გამოვლინდეს სებორეული დერმატიტის მსგავსი გამოხატულება, ამასთან ერთად, მას შეიძლება თან ახლდეს პერიფერიული ნეიროპათია, ელექტროენცეფალოგრამაზე არანორმალური ცვლილებები, პერსონოლოგიური დარღვევები, რომლებიც მოიცავს დეპრესიასა და დაბნეულობა. მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს დიარეას, გულყრებსა და ანემიას. იმის გამო, რომ ეს ვიტამინი მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, კერძოდ, PLP წარმოადგენს ჰემის სინთეზისთის პირველი საფეხურის ფერმენტის (ამინოლეულენის მჟავას სინთაზა) კოფაქტორს, მისი დეფიციტი იწვევს მიკროციტულ ჰიპოქრომულ ანემიას. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის ფირფიტების, თრომბოციტების დისფუნქციას. იქიდან გამომდინარე, რომ ვიტამინი B6 მონაწილეობს ჰომოცისტეინის ცისტათიონინად გარდაქმნაში, მისმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მსუბუქი ხარისხის დეფიციტმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰომოცისტინემია და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდა. ჰომოცისტეინისგან დამოუკიდებლად, ვიტამინი B6-ის შემცირებული დონე ასოცირებულია ანთებით პროცესებთან და C რეატიული ცილის დონის მატებასთან.

ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად იზონიაზიდი, L-დოფა, პენიცილამინი და ციკლოსერინი ურთიერთქმედებენ PLP-სთან, ამიტომ ამ პრეპარატებით, განსაკუთრებით, იზონიაზიდით, მკურნალობისას აუცილებელია პირიდოქსინის დამატებით მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული პერიფერიული ნეიროპათია. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, რომლებიც ვიტამინი B6 დამოკიდებულია და საჭიროებენ ვიტამინი B6 -ის თერაპიული დოზით დანიშვნას, ძალზედ იშვიათია, არსებობს დაავადებები, მაგალითად: ცისტათიონ ბეტა-სინთაზას დეფიციტი, პირველადი სიდერობლასტური ანემიები, ბადურისა და ქოროიდეის წრიული ატროფია და მათი დეგენერაცია, რომლის მიზეზიც მიტოქონდრიული ფერმენტის- ორნითინ ამინოტრანსფერაზას დაქვეითებული აქტივობაა. ამ მდგომარეობების დროს აუცილებელია ვიტამინი B6-ით მკურნალობა ორალური დოზით 100-200 მგ/დღეში ოდენობოთ.

ორსულობის პერიოდში პირიდოქსინის მიღებას დოქსილამინთან ერთად, შესაძლოა, თან ახლდეს ძლიერად გამოხატული გულისრევა და ღებინება. ვიტამინი B6-ის მაღალი დოზები გამოიყენება მაჯის მღვიმოვანი სინდრომის, პრემენსტრუალური სინდრომის, შიზოფრენიის, აუტიზმის და დიაბეტური ნეიროპათიის დროს, თუმცა ამ შემთხვევებში, მისი დადებითი ეფექტი დადასტურებული არ არის.

ვიტამინი B6-ის დეფიციტის დიაგნოსტირება დამყარებულია პლაზმაში PLP-ის დონის განსაზღვრაზე. დიაგნოზი ისმევა, როცა ამ უკანასკნელის პლაზმური დონე 20 ნანომოლ/ლიტრზე ნაკლებია. ვიტამინი B6 -ის დეფიციტის მკურნალობა ხდება მისი 50 მგ/დღეში მიღებით. უფრო მაღალი დოზებით (100-200 მგ/დღეში) მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა დეფიციტის განვითარება დაკავშირებულია სხვა პრეპარატების გამოყენებასთან. საყურადღებოა, რომ ვიტამინი B6 -ის მიღება დაუშვებელია პრეპარატ L-დოფასთან ერთად, რამეთუ მოქმედებს ამ უკანასკნელის აქტივობაზე.

ტოქსიურობა

ვიტამინი B6 -ის მიღების უსაფრთხო ზედა ზღვარი 100 მგ/დღეშია. ასევე არ აღინიშნება მისი ტოქსიურობა საკვების გზით ვიტამინის მიღებასთან. ვიტამინი B6 -ის ტოქსიურობა გამოვლინდება ნეიროპათიების და სიარულის უნარის დარღვევით. ზოგ შემთხვევაში კი, შეიძლება, გამოვლინდეს ფოტოსენსიტიურობა და დერმატიტი.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი