Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ვიტამინი b7

ვიტამინი B7 – ბიოტინი – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე

ვიტამინი B7 ბიოტინი წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენის ექსპრესიაში, გლუკონეოგენეზსა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში. იგი ასევე მოქმედებს, როგორც ციტოზოლური და მიტოქონდრიული კარბოქსილაზური ფერმენტების ზედაპირზე ნახშიორჟანგის (CO2) გადამტანი. იგი ასევე ახდენს კონკრეტული ამინმჟავების (მაგ. ლეიცინის) კატაბოლიზმსა და, ჰისტონების ბიოტინილაციის (ბიოტინის შეკავშირება) გზით, გენის რეგულაციას. ბიოტინის საუკეთესო წყაროებია ღვიძლი, თირკმელი, სოიო და სხვა პარკოსანი მცენარეები, საფუარი და კვერცხის გული. აღსანიშნავია, რომ კვერცხის ცილა შეიცავს ცილა ავიდინის, რომელიც ბიოტინს მტკიცედ იკავშირებს და ამ გზით, ამცირებს მის შეწოვას ნაწლავების მიერ.

საკვების გზით ბიოტინის მცირე მიღების ფონზე განვითარებული დეფიციტი ძალზე იშვიათია. ბიოტინის დეფიციტი აღინიშნება იმ ახალშობილებში, რომლეთაც თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები აღენიშნებათ. ზრდასრულებში ბიოტინის დეფიცი ვლინდება მენტალური ცვლლებებით (დეპრესია და ჰალუცინაციები, პარესთეზიებით, მადის დაქვეითებითა და გულისრევით. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვალის, ცხვირისა და პირის გარშემო და, აგრეთვე, კიდურებზე სებორეულ, ერითემატოზულ გამონაყარს, ფრჩხილებისა და თმის ზრდის დაქვეითებას. მოზრდილებისგან განსხვავებით, სადაც ბიოტინის დეფიციტი უპირატესად კოსმეტიკური დაზიანებებით ვლინდება, მცირე ასაკის ბავშვებში შეიძლება მანიფესტირდეს ჰიპოტონიით, ლეთარგიით, აპათიით, ალოპეციითა და ყურზე დამახასიათებელი გამონაყრით. ბიოტინის დეფიციტის დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება მისი ან მისი ძირითადი მეტაბოლიტების შარდში განსაზღვრა. შარდის გზით ბიოტინის გამოყოფა იზრდება ლიმფოციტებში არსებული ბიოტინ-დამოკიდებული ფერმენტების (მაგ. პროპიონილ CoA კარბოქსილაზა) აქტივობის დაქვეითებისას.

ვიტამინი B7-ის – ბიოტინის დეფიციტს მკურნალობა გულისხმობს მის მიღებას 10 მგ/დღეში დოზამდე. ტოქსიურობა აღწერილი არ არის.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი