Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა,  რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 1%-ში გვხვდება. პარკინსონის დაავადების დროს  ორი ძირითადი ნეიროპათოლოგიური მახასიათებელი  არის: პიგმენტირებული დოფამინერგული ნეირონების დაკარგვა თავის ტვინის შავ ნივთიერებაში და ლუის სხეულების არსებობა.

პარკინსონის დაავადების შემთხვევათა უმრავლესობის ეტიოპათოგენეზი დაკავშირებულია  გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაციასთან, თუმცა, პარკინსონის დაავადების მაპროვოცირებელი გარემო ფაქტორები ჯერჯერობით არაა ცნობილი. გენეტიკური ფაქტორის იდენტიფიცირება ხდება შემთხვევათა 10%-ში და ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ასაკში დაწყებას.

პარკინსონის დაავადების სიმპტომები  განსხვავებულად ვლინდება. ადრეული სიმპტომები იმდენად მსუბუქი შეიძლება იყოს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს. სიმპტომები, როგორც წესი, სხეულის ერთ მხარეს იწყება და ამავე მხარეს უფრო მალე პროგრესირებს.

პარკინსონის დაავადების სიმპტომება:

  • კანკალი: მიუხედავად იმისა რომ კანკალი ყველაზე ხშირი საწყისი სიმპტომია და პაციენტთა 70%-ში გვხვდება, მისი არსებობა აუცილებელი არაა დიაგნოზის დასამელად. კანკალი როგორც წესი ერთ-ერთი ზედა კიდურიდან იწყება და პირველ ეტაპზე პერიოდულია. ზედა კიდურების კანკალი იწყება თითებიდან ან მაჯიდან.  რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ კანკალი შესაძლოა გავრცელდეს ქვემო კიდურებში სხეულის იმავე მხარეს, ან სხეულის საპირისპირო მხარეს, ზემო კიდურებში- დროთა განმავლობაში კი უფრო გენერალიზდება. თუმცა ასიმატრიულობა მაინც ნარჩუნდება.

კანკალის ინტენსივობა განსხვავებულია პაციენტებში და შესაძლოა თავდაპირველად მხოლოდ სტრესის, შფოთვის ან გადაღლის ფონზე ვითარდებოდეს. პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელია მოსვენების კანკალი (ვითარდება კიდურის მოსვენების მდგომარეობაში), რომელიც კიდურის მოძრაობისას ქრება.  იშვიათად, პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელია თავის, კისრის, ნიკაპის, ტუჩის და ენის კანკალიც. კანკალის ამპლიტუდას ზრდის სტრესი და ხსნის ძილი.

  • შენელებული მოძრაობა (ბრადიკინეზია). დროთა განმავლობაში პარკინსონის დაავადება ანელებს მოძრაობას, რაც მარტივ მოძრაობებს ართულებს და დროში გაწელილს ხდის. სიარულისას ნაბიჯები მოკლდება, რთულდება სკამიდან წამოდგომა და ა.შ
  • რიგიდული კუნთები. კუნთების სპაზმი და რიგიდულობა შესაძლოა შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. რიგიდული კუნთები ხდება მტკივნეული და ზღუდავს მოძრაობას.
  • პარკინსონის დაავადების შედეგად შესაძლოა განვითარდეს წონასწორობის პრობლემები.
  • მეტყველების ცვლილება.  მეტყველება ხდება ზედაპირული, სწრაფი, გაუგებარი და მონოტონური.
  • რთულდება წერა და იცვლება ხელნაწერი.

პარკინსონის დაავადების რისკ ფაქტორები მოიცავს:

  • ასაკს.  ახალგაზრდებში იშვიათად ვითარდება პარკინსონის დაავადება, როგორც წესი  დაავადება გვხვდება 60 წელს გადაცილებულებში. ასაკის მატებასთან ერთად პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი მატულობს.
  • მემკვიდრეობა.  დადგენილია გენეტიკური რისკები პარკინსონის დაავადებაში, თუმცა გენეტიკის როლი უახლესი კვლევებით მხოლოდ 10%.
  • სქესი. მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება პარკინსონის დაავადება ვიდრე ქალებში.
  • ტოქსინების ზემოქმედება.  ჰერბიციდებთან და პესტიციდებთან გახანგრძლივებულმა კონტაქტმა შესაძლოა გაზარდოს პარკინსონის განვითარების რისკი.

გართულებები:

პარკინსონის დაავადებას ხშირად თან ახლავს დამატებითი პრობლემები, რომელებიც ექვემდებარებიან მკურნალობას. .

  • კოგნიტური პრობლემები (დემენცია) – როგორც წესი პარკინსონის გვიან სტადიაზე გვხვდება და არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.
  • დეპრესია და ემოციური ცვლილებები – დეპრესია პარკინსონის დაავადებების ადრეულ სტადიებზე გვხვდება და სწორი მედიკამენტური მკურნალობით შესაძლებელია მისი მართვა. ასევე შესაძლოა გაჩნდეს ემოციური ცვლილებები, შიშიები, შფოთვები და მოტივაციის დაკარგვა.
  • პარკინსონის გვიანი სტადია აზიანებს საღეჭ კუნთებს რაც ართულებს საკვების მიღებას, მექანიკურ დამუშავებას და მონელებას.
  • ძილის პრობლემები და დარღვევები. პარკინსონის დაავადების დროს ხშირია ძილის პრობლემები, რაც ჩაძინების გაძნელებაში ან ღამე ხშირად გაღვიძებაში გამოიხატება. აღნიშნული სიმპტომი როგორც წესი ემორჩილება სწორად შერჩეულ მედიკამენტურ მკურნალობას.
  • ყაბზობა – როგორც წესი ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის შესუსტების გამო.

მკურნალობა:

  • მედიკამენტოზური მკურნალობა დაგეხმარებათ მოძრაობასთან დაკავშირებული სიმპტომების მართვაში. ეს მედიკამენტები ზრდიან ან ჩაანაცვლებემ დოფამინს.
  • პარკინსონის დაავადების დროს ტვინში დოფამინის კონცენტრაცია მცირდება, თუმცა დოფამინის პირდაპირ მიღება არაეფექტურია, რადგან ის ვერ შეაღწევს თავის ტვინში.
  • პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტების მიღების დაწყებისას შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დროთა განმავლობასი მედიკამენტების ეფექტურობა მცირდება და სიმპტომების მაინც ვითარდება.

ქირურგიული მკურნალობა:

პარკინსონის დაავადების შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. პროცედურა ცნობილია ტვინის ღრმა სტიმულაციის სახელით, ამ დროს ქირურგი ელექტროდებს ათავსებს თავის ტვინის სპეციფიკურ უბანში, ეს ელექტროდები კი იმპულსის წარმომქმნელ მოწყობილობასთან არიან დაკავშირებულნი. იმპულსის წარმომქმნელი გულმკერდის არეში ლავიწის ძვლის სიახლოვეს თავსდება, წარმოქმნილი იმპულსები თავის ტვინს გადაეცემა,რაც ამცირებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს.

პრევენცია

იმის გამო რომ პარკინსონის დაავადების ზუსტი ეტიოლოგია უცნობია, დაავადების პრევენცია ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა, ზოგიერთი კვლევა ადასტურებს რომ რეგულარული აერობული ვარჯიში პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

სხვა კვლევების თანახმად კოფეინის მიღება (რომელიც გვხვდება ყავაში, ჩაისა და კოლაში) შესაძლოა ამცირებდეს პარკინსონის განვითარების ალბათობას. პარკინსონია განვითარების პრევენციასთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს მწვანე ჩაის. აღნიშნული ჰიპოთეზების გასამყარებლად ტარდება კვლევები, თუმცა, ამ ეტაპზე, მეცნიერებს არ აქვთ საკმარისი მტკიცებულება ჰიპოთეზის გასამტკიცებლად.

სტატიის ავტორი: ქეთი მექვაბიძე