Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
კენკრა-ნაწლავის-კიბო

კენკრა გვიცავს მსხვილი ნაწლავის კიბოსგან?

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებების შემცველობით ცნობილი კენკრა ჯანსაღი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა კენკროვანი წარმომადგენლის ფერი დამოკიდებულია მათში შემავალ ბუნებრივ პიგმენტებზე, რომლებიც ფლავონოიდების ჯგუფში შემავალ ანთოციანინებს წარმოადგენენ. მათ ფერთა მრავალფერობნება ახასიათებთ და გააჩნიათ ისეთი დაავადებების განვითარებისგან დაცვის თვისება, როგორებიცაა სიმსივნური და გულსისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე და დიაბეტი. სირთვინები უჯრედული სასიგნალო გზების რეგულაციაში მონაწილე ფერმენტებია, რომელთა რაოდენობა და აქტივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ასაკსა და გარემო ფაქტორებზე. აღმოჩნდა, რომ ფლავონოიდებს აქვთ აქვთ უნარი, რომ გააძლიერონ სიმსივნის სუპრესორი გენების ექსპრესია, რასაც ისინი სიმსივნურ უჯრედში სწორედ სირთვინების ფერმენტული აქტივობის გზით ახორციელებენ. ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, საფუძველი ჩაუყაროს სიმსივნური და ასაკთან დაკავშირებული სხვა დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდებს.

ახალ კვლევაში, ადამიანის მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებში, ციანიდინი, რომელიც სხვადასხვა კენკროვან კულტურაში შემავალ პიგმენტს წარმოადგენს, ზრდიდა SIRT6-სა და FoXO3-ის დონეს. კვლევისთვის გამოყენებული იქნა კომპიუტერული მოდელი, რომლითაც წინასწარ განსაზღვრავდნენ, სხვადასხვა ფლავონოიდს რა გავლენა ექნებოდა SIRT6-ზე. შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ანთოციანინები ზრდიან SIRT6-ის აქტივაციას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზისა და ლიპიდების მეტაბოლიზმის კონტროლსა და მრავალი გლიკოლიზური და ლიპიდების მეტაბოლიზმში მონაწილე გენების ექსპრესიასა და უჯრედულ პასუხში. დამატებით, გამოვლინდა მისი როლი სიმსივნის პათოგენეზში. ამ კვლევის მონაცმებზე დაყრდნობით, შესაძლებელია გენების ფუნქციის ეპიგენეტიკური რეგულატორბის როგორც ახალი სამიზნეების გამოვლენა სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობაში.

მეტი ინფორმაციისთვის: https://www.nature.com/articles/s41598-018-22388-5 

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი