Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ვაქცინაცია

რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციამდე?

ვაქცინაცია – ასტრაზენეკა

1. ვაქცინაცია – AstraZeneca-ს ვაქცინა წარმოადგენს საინექციო ხსნარს, რომელიც მოთავსებულია მრავალდოზიან კონტეინერში. თითო კონტეინერი (ფლაკონი) განკუთვნილია 10 ადამიანის ერთჯერადი აცრისთვის, ანუ თითო ფლაკონში არის 10 დოზა.

აღნიშნული ვაქცინა აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც წაყენებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ფლაკონში არსებული ვაქცინა გამჭირვალე ან ოდნავ მღვრიე სუფთა ხსნარის სახითაა წარმოდგენილი.  

2. ამ ვაქცინაში გამოყენებულია მაიმუნის ადენოვირუსის ისეთი ფორმა, რომელსაც დაკარგული აქვს რეპლიკაციის ანუ გამრავლების უნარი, შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, მისი გამრავლება და რაიმე დაავადების გამოწვევა არ ხდება. აღნიშნული რეპლიკაციურ-დეფექტური ადენოვირუსი წარმოადგენს ვექტორს, რომელშიც ჩაშენებულია ინფორმაცია ახალი კორონავირუსის „სპაიკ“ ცილების წარმოქმნის შესახებ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვიცრებით და ვექტორული ვირუსი შედის ჩვენს ორგანიზმში, შეაღწევს უჯრედებში, სადაც იწყებს მხოლოდ აღნიშნული ჩაშენებული ინფორმაციის უჯრედისთვის განდობას, და, უჯრედისვე დახმარებით, იწყებს ახალი კორონავირუსის „სპაიკ“ ცილების სინთეზს. სინთეზის შემდგომ, ეს ცილები გადაიტანებიან ჩვენი უჯრედის ზედაპირზე, საიდანაც მოხდება მათი წარდგენა იმუნური უჯრედებისათვის. იმუნური უჯრედები წარდგენილ უცხო ცილას („სპაიკ“ცილას) უცხოდ აღიქვამენ და ტეხენ განგაშს, რაც მათ გააქტივებასა და ერთმანეთისადმი უცხოს შემოჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება. განგაში სწრაფად მოიცავს ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებს, რის საფუძველზეც, იწყებენ შემოჭრილი უცხო აგენტების („სპაიკ“ ცილა და ვექტორი) გასანადგურებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. ზოგი მათგანი ანტისხეულებს, დამცველობით მოლეკულებს გამოიმუშავებს, ზოგი მათგანი პირდაპირ თავს ესხმის უცხო ცილის შემცველ უჯრედებს და ანადგურებს მათ. ჩვენს იმუნურ სისტემას გარდა ასეთი ღონისძიებების გატარებისა, აგრეთვე, აქვს შემოჭრილი უცხო აგენტის დამახსოვრების უნარიც, ანუ გააჩნია მეხსიერება. აღნიშნული უნარი იმუნურ სისტემას ეხმარება იმაში, რომ თუ ანალოგიური უცხო აგენტი ხელმეორედ შემოიჭრება ორგანიზმში, სწრაფად ამოიცნობს და გამოიყენებს უფრო მძლავრ და სწრაფ შეტევას მის წინააღმდეგ. მხატვრულად რომ ვთქვათ, სწორედ ამ გზით, ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს ატყუებს და აჩვენებს ახალი კორონავირუსის მხოლოდ „სახის პორტრეტს“, რომელსაც ჩვენი იმუნური უჯრედები იმახსოვრებენ და აყალიბებენ ე.წ. „ფეის კონტროლ“ სისტემას, მასზე ცხადდება ძებნა და ნადირობა, შესაბამისად, თუ იგი ეცდება ჩვენში შემოჭრას, ეს პატარა ჯარისკაცები დაუყოვნებლივ ამოიცნობენ, გაანეიტრალებენ და გაანადგურებენ მას. 

ვაქცინის კომპონენტები არ შედიან ჩვენს გენეტიკურ აპარატში, არ ახდენენ მასში ინტეგრაციას, არ ახდენენ მის მოდიფიკაციას, არ იწვევენ სიმსივნეებს, უნაყოფობას, სიმახინჯეებსა და ა.შ.

3. მწარმოებლის რეკომენდაციით, აღნიშნული ვაქცინის 1 ფლაკონი განკუთვნილია 10 ადამიანის ერთჯერადი აცრისათვის. თითო დოზა შეადგენს 0.5 მლ-ს, მეორე დოზის ოდენობა იგივეა და კეთდება პირველი ვაქცინაციიდან 4-12 კვირაში, უმჯობესია, 6-8 კვირაში. აღსანიშნავია, რომ ფლაკონი, რომელიც იხნსება და ნაწილდება დოზის შესაბამისად, არ ინახება და ნადგურდება გამოყენების შემდეგ, ხოლო განმეორებითი ვაქცინაციისთვის ხდება ახალი ფლაკონის გამოყენება, ანუ ის ფლაკონი, რომლითაც აიცერით პირველად არ ინახება მეორე დოზით ვაქცინაციისთვის. განმეორებითი ვაქცინაციაა უმჯობესია ჩატარდეს იგივე ვაქცინით.

AstraZeneca Covid-19 ვაქცინა განკუთვნილია 18 წლისა და მეტი ასაკის პირების იმუნიზაციისთვის. ვაქცინის შეყვანა ხდება მხოლოდ კუნთში (უპირატესად, დელტისებრ კუნთში) სპეციალური საინექციო საშუალების დახმარებით.

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ოთახში მოხდება თქვენი პირადი მონაცემების შეყვანა და გადამოწმება, ექიმი დაგისვამთ კითხვებს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, შეაფასებს რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის შესახებ. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ უნდა გაგიკეთდეთ აცრა, იქ მყოფი ექთანი იწყებს მანუპულაციისთვის მომზადებას, გეკითხებათ თუ რომელ მხარეს გსურთ აცრა და გთხოვთ სასურველი მხრის გათავისუფლებას ტანსაცმლისგანს, ამის შემდეგ, ერთჯერადი ალკოჰოლშემცველი საფენით გიმუშავებთ ინექციისთვის სასურველ ადგილს (დელტისებრი კუნთის მიდამოში), ხსნის ვაქცინას, ახალ შპრიცს და გიკეთებთ 0.5 მლ ვაქცინას. ამის შემდეგ, ექიმი გაძლევთ მოსაცდელში 30-45 წუთი დალოდების რეკომენდაციას. დალოდებისთვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, თუ რაიმე ჩივილი არ აღგენიშნებათ, შეგიძლიათ დატოვოტ დაწესებულება, ხოლო რაიმე ჩივილის შემთხვევაში მიმართავთ იქვე მყოფ ექიმს. ვაქცინაციის შემდეგ, გეზლევათ რეკომენდაცია, რომ 10-14 დღის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, 3 დღის განმავლობაში არ დაიტვირთოთ ფიზიკურად, არ გადახურდეთ და გადაიღალოთ, ინექციის ადგილი არ დაისველოთ მომდევნო დილამდე.

4. ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ზოგად და ადგილობრივ გვერდით მოვლენებს, რაც გამოიხატება საინექციო ადგილის შეწითლებაში, ტკივილში, შეშუპებაში, ლიმფური კვანძების გადიდებასა და ტკივილში, ხელის ტკივილში, თავისა და კუნთების ტკივილში, ცხელებაში, სიცხესა და სისუსტეში, ძილიანობაში. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია და არაა სახიფათო, საინექციო ადგილი არ საჭიროებს დამუშავებას და სხვადასხვა მალამოების წასმას. ცხელებისა და ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი). თუ გვერდითი მოვლენები ძლიერადაა გამოხატული, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. გვერდითი მოვლენები ნაკლებადაა ამოხატული 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

5. AstraZeneca Covid-19 ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეტებიდან 28-ე დღეს აღინიშნება ანტისხეულების საწყის დონესთან შედარებით ≥4-ჯერ ზრდა აცრილთა 98%-ში, ხოლო მეორე დოზის გაკეთებიდან 99%-ზე მეტ პირში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებლები უფრო მაღალია 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში. 

6. ვაქცინაციის გადადება რეკომენდირებულია იმ პირებში, რომელბსაც აღენიშნებათ მწვავე მდგომარეობები, მაგალითად მაღალი ცხელება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. რაც შეეხება მსუბუქ მდგომარეობებს, როგორიცაა დაბალი ცხელება ან მსუბუქად გამოხატული გაციება, ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებული არ არის. საყურადღებოა ასევე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც დარღვეულია სისხლის შედედების უნარი, აღენიშნებათ თრომბოციტოპენია ან კოაგულაციის ცვლილებები. აღნიშნული სიფრთხილის საფუძველი, ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევების ან სისხლდენების შესაძლო განვითარებაა. მეორე დოზის გაკეთება დაუშვებელია იმ პირებში, რომლებსაც პირველი დოზის მიღებისას გამოუვლინდათ ანაფილაქსიური რეაქცია.

ფაიზერი

1. ვაქცინაცია. Pfizer (კომირნატი)- ვაქცინა წარმოადგენს საინექციო ხსნარს, რომელიც მოთავსებულია მრავალდოზიან კონტეინერში. თითო კონტეინერი (ფლაკონი) განკუთვნილია 6 ადამიანის ერთჯერადი აცრისთვის, ანუ თითო ფლაკონში არის 6 დოზა.

აღნიშნული ვაქცინა აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც წაყენებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ფლაკონში არსებული ვაქცინა მოთეთრო ან მორუხო თეთრი ფერის გაყინული ხსნარის სახითაა წარმოდგენილი. ფაიზერის ვაქცინა შემოდის კომირნატის დასახელებით. ფაიზერი მწარმოებელია.

2. ამ ვაქცინაში გამოყენებულია მესენჯერული რნმ, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ახალი კორონავირუსის „სპაიკ“ ცილის შესახებ. აღნიშნული რნმ მოთავსებულია დამცავ ლიპიდურ ნანონაწილაკში, რათა ჩვენმა იმუნურმა სისტემამ უჯრედში შესვლამდე არ გაანადგუროს იგი. ვაქცინაციის შემდეგ, როდესაც აღნიშნული, რნმ-შემცველი ნანონაწილაკები მოხვდებიან ჩვენს ორგანიზმში და შეაღწევენ უჯრედებში, ხდება მასში არსებული ინფორმაციის შემცველი რნმ-ის გაშიფვრა, ანუ უჯრედი იწყებს იმ ინფორმაციის წაკითხვას, რასაც ეს რნმ შეიცავს. წაკითხვა ხდება ზუსტად იმ მექანიზმებით, რომელსაც უჯრედი თავადაც იყენებს ცხოველქმედების პროცესში. როგორც აღვნიშნეთ, შემოსული რნმ შეიცავს ინფორმაციას კორონავირუსის გარსის ერთ-ერთი ცილის, „სპაიკ“ ცილის შესახებ. ამ ინფორმაციას უჯრედი თავის ენაზე გადათარგმნის და იწყებს აღნიშნული ცილის წარმოქმნას ლიმიტირებული რაოდენობით. სინთეზის შემდგომ, ეს ცილები გადაიტანებიან ჩვენი უჯრედის ზედაპირზე, საიდანაც მოხდება მათი წარდგენა იმუნური უჯრედებისათვის. იმუნური უჯრედები წარდგენილ უცხო ცილას („სპაიკ“ცილას) უცხოდ აღიქვამენ და ტეხენ განგაშს, რაც მათ გააქტივებასა და ერთმანეთისადმი უცხოს შემოჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება. განგაში სწრაფად მოიცავს ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებს, რის საფუძველზეც, იწყებენ შემოჭრილი უცხო აგენტების („სპაიკ“ ცილა და ვექტორი) გასანადგურებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. ზოგი მათგანი ანტისხეულებს, დამცველობით მოლეკულებს გამოიმუშავებს, ზოგი მათგანი პირდაპირ თავს ესხმის უცხო ცილის შემცველ უჯრედებს და ანადგურებს მათ. ჩვენს იმუნურ სისტემას გარდა ასეთი ღონისძიებების გატარებისა, აგრეთვე, აქვს შემოჭრილი უცხო აგენტის დამახსოვრების უნარიც, ანუ გააჩნია მეხსიერება. აღნიშნული უნარი იმუნურ სისტემას ეხმარება იმაში, რომ თუ ანალოგიური უცხო აგენტი ხელმეორედ შემოიჭრება ორგანიზმში, სწრაფად ამოიცნობს და გამოიყენებს უფრო მძლავრ და სწრაფ შეტევას მის წინააღმდეგ. მხატვრულად რომ ვთქვათ, სწორედ ამ გზით, ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს ატყუებს და აჩვენებს ახალი კორონავირუსის მხოლოდ „სახის პორტრეტს“, რომელსაც ჩვენი იმუნური უჯრედები იმახსოვრებენ და აყალიბებენ ე.წ. „ფეის კონტროლ“ სისტემას, მასზე ცხადდება ძებნა და ნადირობა, შესაბამისად, თუ იგი ეცდება ჩვენში შემოჭრას, ეს პატარა ჯარისკაცები დაუყოვნებლივ ამოიცნობენ, გაანეიტრალებენ და გაანადგურებენ მას. 

ვაქცინის კომპონენტები არ შედიან ჩვენს გენეტიკურ აპარატში, არ ახდენენ მასში ინტეგრაციას, არ ახდენენ მის მოდიფიკაციას, არ იწვევენ სიმსივნეებს, უნაყოფობას, სიმახინჯეებსა და ა.შ.

3. მწარმოებლის რეკომენდაციით, აღნიშნული ვაქცინის 1 ფლაკონი განკუთვნილია 6 ადამიანის ერთჯერადი აცრისათვის. თითო დოზა შეადგენს 0.3 მლ-ს, მეორე დოზის ოდენობა იგივეა და კეთდება პირველი ვაქცინაციიდან მინიმუმ, 21 დღის ინტერვალით. აღსანიშნავია, რომ ფლაკონი, რომელიც იხნსება და ნაწილდება დოზის შესაბამისად, არ ინახება და ნადგურდება გამოყენების შემდეგ, ხოლო განმეორებითი ვაქცინაციისთვის ხდება ახალი ფლაკონის გამოყენება, ანუ ის ფლაკონი, რომლითაც აიცერით პირველად არ ინახება მეორე დოზით ვაქცინაციისთვის. განმეორებითი ვაქცინაციაა უმჯობესია ჩატარდეს იგივე ვაქცინით. აღნიშნული ვაქცინა გამოყენებამდე უნდა განზავდეს 1.8 მლ გამხსნელში

Pfizer (კომირნატი)-19 ვაქცინა განკუთვნილია 16 წლისა და მეტი ასაკის პირების იმუნიზაციისთვის. ვაქცინის შეყვანა ხდება მხოლოდ კუნთში (უპირატესად, დელტისებრ კუნთში) სპეციალური საინექციო საშუალების დახმარებით.

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ოთახში მოხდება თქვენი პირადი მონაცემების შეყვანა და გადამოწმება, ექიმი დაგისვამთ კითხვებს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, შეაფასებს რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის შესახებ. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ უნდა გაგიკეთდეთ აცრა, იქ მყოფი ექთანი იწყებს მანუპულაციისთვის მომზადებას, გეკითხებათ თუ რომელ მხარეს გსურთ აცრა და გთხოვთ სასურველი მხრის გათავისუფლებას ტანსაცმლისგანს, ამის შემდეგ, ერთჯერადი ალკოჰოლშემცველი საფენით გიმუშავებთ ინექციისთვის სასურველ ადგილს (დელტისებრი კუნთის მიდამოში), ხსნის ვაქცინას, ახალ შპრიცს და გიკეთებთ 0.3 მლ ვაქცინას. ამის შემდეგ, ექიმი გაძლევთ მოსაცდელში 30-45 წუთი დალოდების რეკომენდაციას. დალოდებისთვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, თუ რაიმე ჩივილი არ აღგენიშნებათ, შეგიძლიათ დატოვოთ დაწესებულება, ხოლო რაიმე ჩივილის შემთხვევაში, მიმართავთ იქვე მყოფ ექიმს. ვაქცინაციის შემდეგ, გეძლევათ რეკომენდაცია, რომ 10-14 დღის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, 3 დღის განმავლობაში არ დაიტვირთოთ ფიზიკურად, არ გადახურდეთ და გადაიღალოთ, ინექციის ადგილი არ დაისველოთ მომდევნო დილამდე.

4. ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ზოგად და ადგილობრივ გვერდით მოვლენებს, რაც გამოიხატება საინექციო ადგილის შეწითლებაში, ტკივილში, შეშუპებაში, ლიმფური კვანძების გადიდებასა და ტკივილში, ხელის ტკივილში, თავისა და კუნთების ტკივილში, ცხელებაში, სიცხესა და სისუსტეში, ძილიანობაში. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია და არაა სახიფათო. საინექციო ადგილი არ საჭიროებს დამუშავებასა და სხვადასხვა მალამოების წასმას. ცხელებისა და ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი). თუ გვერდითი მოვლენები ძლიერადაა გამოხატული, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. ასაკის ზრდასთან ერთად, გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა მცირდება.

5. ვაქცინის ეფექტურობა სრულფასოვანი აცრიდან, ანუ მეორე დოზის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, დაახლოებით, 95%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი დოზა ან მეორე დოზიდან პირველი 7 დღე, სანამ ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის იმუნიტეტი ჩამოყალიბებული, დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა.

6. ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებულია იმ პირებში, რომელბსაც აღენიშნებათ მწვავე მდგომარეობები, მაგალითად მაღალი ცხელება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. რაც შეეხება მსუბუქ მდგომარეობებს, როგორიცაა დაბალი ცხელება ან მსუბუქად გამოხატული გაციება, ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებული არ არის. საყურადღებოა, ასევე, ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც დარღვეულია სისხლის შედედების უნარი, აღენიშნებათ თრომბოციტოპენია ან კოაგულაციის ცვლილებები. აღნიშნული სიფრთხილის საფუძველი, ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევების ან სისხლდენების შესაძლო განვითარებაა. მეორე დოზის გაკეთება დაუშვებელია იმ პირებში, რომლებსაც პირველი დოზის მიღებისას გამოუვლინდათ ანაფილაქსიური რეაქცია.

სინოფარმი

1. ვაქცინაცია. – Sinopharm (COVID-19 ვაქცინა (Vero უჯრედი), ინაქტივირებული) ვაქცინა წარმოადგენს საინექციო ხსნარს, რომელიც მოთავსებულია ერთდოზიან კონტეინერში. კონტეინერში. თითო კონტეინერი (ფლაკონი) განკუთვნილია 1 ადამიანის ერთჯერადი აცრისთვის, ანუ თითო ფლაკონში არის 1 დოზა.

აღნიშნული ვაქცინა აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც წაყენებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ფლაკონში არსებული ვაქცინა მოთეთრო ფერის ან ოდნავ მღვრიე სუფთა ხსნარის სახითაა წარმოდგენილი. 

2. ამ ვაქცინაში გამოყენებულია ინაქტივირებული (მკვდარი) ახალი კორონავირუსი (19nCoV-CDC-Tan-HB02 შტამი) და დამატებული აქვს იმუნური პასუხის გამოწვევის გამაძლერებელი ალუმინის ჰიდროქსიდი (არასახიფათო დოზით). ვაქცინაციის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ინაქტივირებული ვირუსული ნაწილაკები ალუმინის ჰიდროქსიდთან ერთად შეაღწევენ ჩვენს ორგანიზმში, იმუნური უჯრედები მას შეიცნობენ, როგორც უცხოს, იჭერენ და იწყებენ შთანთქმას, ალუმინის ჰიდროქსიდი კი მათ უფრო მეტად „აღიზიანებს“ და აიძულებს უფრო ხმამაღლა და ძლიერად ატეხონ განგაში. მას შემდეგ, რაც დაცვის პირველ ხაზზე არსებული იმუნური უჯრედები გასანადგურებლად შთანთქამენ ვაქცინის კომპონენტებს, წარუდგენენ მათ „პორტრეტებს“ სხვა უჯრედებსაც. იმუნური უჯრედები წარდგენილ უცხო ცილას („სპაიკ“ცილას) უცხოდ აღიქვამენ და ტეხენ განგაშს, რაც მათ გააქტივებასა და ერთმანეთისადმი უცხოს შემოჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება. განგაში სწრაფად მოიცავს ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებს, რის საფუძველზეც, იწყებენ შემოჭრილი უცხო აგენტisს (ინაქტივირებული ვირუსი) გასანადგურებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. ზოგი მათგანი ანტისხეულებს, დამცველობით მოლეკულებს გამოიმუშავებს, ზოგი მათგანი პირდაპირ თავს ესხმის უცხო ცილის შემცველ უჯრედებს და ანადგურებს მათ. ჩვენს იმუნურ სისტემას გარდა ასეთი ღონისძიებების გატარებისა, აგრეთვე, აქვს შემოჭრილი უცხო აგენტის დამახსოვრების უნარიც, ანუ გააჩნია მეხსიერება. აღნიშნული უნარი იმუნურ სისტემას ეხმარება იმაში, რომ თუ ანალოგიური უცხო აგენტი ხელმეორედ შემოიჭრება ორგანიზმში, სწრაფად ამოიცნობს და გამოიყენებს უფრო მძლავრ და სწრაფ შეტევას მის წინააღმდეგ. მხატვრულად რომ ვთქვათ, სწორედ ამ გზით, ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს ატყუებს და აჩვენებს ახალი კორონავირუსის მხოლოდ „სახის პორტრეტს“, რომელსაც ჩვენი იმუნური უჯრედები იმახსოვრებენ და აყალიბებენ ე.წ. „ფეის კონტროლ“ სისტემას, მასზე ცხადდება ძებნა და ნადირობა, შესაბამისად, თუ იგი ეცდება ჩვენში შემოჭრას, ეს პატარა ჯარისკაცები დაუყოვნებლივ ამოიცნობენ, გაანეიტრალებენ და გაანადგურებენ მას. 

ვაქცინის კომპონენტები არ შედიან ჩვენს გენეტიკურ აპარატში, არ ახდენენ მასში ინტეგრაციას, არ ახდენენ მის მოდიფიკაციას, არ იწვევენ სიმსივნეებს, უნაყოფობას, სიმახინჯეებსა და ა.შ.

3. მწარმოებლის რეკომენდაციით, აღნიშნული ვაქცინის 1 ფლაკონი განკუთვნილია 1 ადამიანის ერთჯერადი აცრისათვის. თითო დოზა შეადგენს 0.5 მლ-ს, მეორე დოზის ოდენობა იგივეა და კეთდება პირველი ვაქცინაციიდან მინიმუმ, 21 დღიდან 28 დღემდე შუალედში. აღსანიშნავია, რომ ფლაკონი, რომელიც იხნსება, არ ინახება და ნადგურდება გამოყენების შემდეგ, ხოლო განმეორებითი ვაქცინაციისთვის ხდება ახალი ფლაკონის გამოყენება, ანუ ის ფლაკონი, რომლითაც აიცერით პირველად არ ინახება მეორე დოზით ვაქცინაციისთვის. განმეორებითი ვაქცინაციაა უმჯობესია ჩატარდეს იგივე ვაქცინით.

Sinopharm (COVID-19 ვაქცინა (Vero უჯრედი), ინაქტივირებული)  ვაქცინა განკუთვნილია 18 წლისა და მეტი ასაკის პირების იმუნიზაციისთვის. ვაქცინის შეყვანა ხდება მხოლოდ კუნთში (უპირატესად, დელტისებრ კუნთში) სპეციალური საინექციო საშუალების დახმარებით.

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ოთახში მოხდება თქვენი პირადი მონაცემების შეყვანა და გადამოწმება, ექიმი დაგისვამთ კითხვებს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, შეაფასებს რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის შესახებ. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ უნდა გაგიკეთდეთ აცრა, იქ მყოფი ექთანი იწყებს მანუპულაციისთვის მომზადებას, გეკითხებათ თუ რომელ მხარეს გსურთ აცრა და გთხოვთ სასურველი მხრის გათავისუფლებას ტანსაცმლისგანს, ამის შემდეგ, ერთჯერადი ალკოჰოლშემცველი საფენით გიმუშავებთ ინექციისთვის სასურველ ადგილს (დელტისებრი კუნთის მიდამოში), ხსნის ვაქცინას, ახალ შპრიცს და გიკეთებთ 0.5 მლ ვაქცინას. ამის შემდეგ, ექიმი გაძლევთ მოსაცდელში 30-45 წუთი დალოდების რეკომენდაციას. დალოდებისთვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, თუ რაიმე ჩივილი არ აღგენიშნებათ, შეგიძლიათ დატოვოთ დაწესებულება, ხოლო რაიმე ჩივილის შემთხვევაში, მიმართავთ იქვე მყოფ ექიმს. ვაქცინაციის შემდეგ, გეძლევათ რეკომენდაცია, რომ 10-14 დღის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, 3 დღის განმავლობაში არ დაიტვირთოთ ფიზიკურად, არ გადახურდეთ და გადაიღალოთ, ინექციის ადგილი არ დაისველოთ მომდევნო დილამდე.

4. ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ზოგად და ადგილობრივ გვერდით მოვლენებს, რაც გამოიხატება საინექციო ადგილის შეწითლებაში, ტკივილში, შეშუპებაში, ლიმფური კვანძების გადიდებასა და ტკივილში, ხელის ტკივილში, თავისა და კუნთების ტკივილში, ცხელებაში, სიცხესა და სისუსტეში, ძილიანობაში. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია და არაა სახიფათო. საინექციო ადგილი არ საჭიროებს დამუშავებასა და სხვადასხვა მალამოების წასმას. ცხელებისა და ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი). თუ გვერდითი მოვლენები ძლიერადაა გამოხატული, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.

5. აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობა სრულფასოვანი (ორდოზიანი)  ვაქცინაციის შემდეგ, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ არასრულფასოვანი ვაქცინაცია ან მეორე აცრიდან პირველი 14 დღე დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა.

6. ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებულია იმ პირებში, რომელბსაც აღენიშნებათ მწვავე მდგომარეობები, მაგალითად მაღალი ცხელება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. რაც შეეხება მსუბუქ მდგომარეობებს, როგორიცაა დაბალი ცხელება ან მსუბუქად გამოხატული გაციება, ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებული არ არის. საყურადღებოა, ასევე, ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც დარღვეულია სისხლის შედედების უნარი, აღენიშნებათ თრომბოციტოპენია ან კოაგულაციის ცვლილებები. აღნიშნული სიფრთხილის საფუძველი, ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევების ან სისხლდენების შესაძლო განვითარებაა. მეორე დოზის გაკეთება დაუშვებელია იმ პირებში, რომლებსაც პირველი დოზის მიღებისას გამოუვლინდათ ანაფილაქსიური რეაქცია. ვაქცინაციის უკუჩვენებაა ორსულობა და მეძუძურობა, უკონტროლო ეპილეფსია და წარსულში ვაქცინაციაზე გამოვლენილი ძლიერი ალერგიული რეაქცია.

სინოვაკი

1.ვაქცინაცია.  Sinovac (COVID-19 ვაქცინა (Vero უჯრედი), ინაქტივირებული) ვაქცინა წარმოადგენს საინექციო ხსნარს, რომელიც მოთავსებულია ერთდოზიან კონტეინერში. კონტეინერში. თითო კონტეინერი (ფლაკონი) განკუთვნილია 1 ადამიანის ერთჯერადი აცრისთვის, ანუ თითო ფლაკონში არის 1 დოზა.

აღნიშნული ვაქცინა აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც წაყენებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ფლაკონში არსებული ვაქცინა მოთეთრო ფერის ან ოდნავ მღვრიე სუფთა ხსნარის სახითაა წარმოდგენილი.  

2. ამ ვაქცინაში გამოყენებულია ინაქტივირებული (მკვდარი) ახალი კორონავირუსი (CZ02 შტამი) და დამატებული აქვს იმუნური პასუხის გამოწვევის გამაძლერებელი ალუმინის ჰიდროქსიდი (არასახიფათო დოზით). ვაქცინაციის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ინაქტივირებული ვირუსული ნაწილაკები ალუმინის ჰიდროქსიდთან ერთად შეაღწევენ ჩვენს ორგანიზმში, იმუნური უჯრედები მას შეიცნობენ, როგორც უცხოს, იჭერენ და იწყებენ შთანთქმას, ალუმინის ჰიდროქსიდი კი მათ უფრო მეტად „აღიზიანებს“ და აიძულებს უფრო ხმამაღლა და ძლიერად ატეხონ განგაში. მას შემდეგ, რაც დაცვის პირველ ხაზზე არსებული იმუნური უჯრედები გასანადგურებლად შთანთქამენ ვაქცინის კომპონენტებს, წარუდგენენ მათ „პორტრეტებს“ სხვა უჯრედებსაც. იმუნური უჯრედები წარდგენილ უცხო ცილას („სპაიკ“ცილას) უცხოდ აღიქვამენ და ტეხენ განგაშს, რაც მათ გააქტივებასა და ერთმანეთისადმი უცხოს შემოჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება. განგაში სწრაფად მოიცავს ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებს, რის საფუძველზეც, იწყებენ შემოჭრილი უცხო აგენტების („სპაიკ“ ცილა და ვექტორი) გასანადგურებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარებას. ზოგი მათგანი ანტისხეულებს, დამცველობით მოლეკულებს გამოიმუშავებს, ზოგი მათგანი პირდაპირ თავს ესხმის უცხო ცილის შემცველ უჯრედებს და ანადგურებს მათ. ჩვენს იმუნურ სისტემას გარდა ასეთი ღონისძიებების გატარებისა, აგრეთვე, აქვს შემოჭრილი უცხო აგენტის დამახსოვრების უნარიც, ანუ გააჩნია მეხსიერება. აღნიშნული უნარი იმუნურ სისტემას ეხმარება იმაში, რომ თუ ანალოგიური უცხო აგენტი ხელმეორედ შემოიჭრება ორგანიზმში, სწრაფად ამოიცნობს და გამოიყენებს უფრო მძლავრ და სწრაფ შეტევას მის წინააღმდეგ. მხატვრულად რომ ვთქვათ, სწორედ ამ გზით, ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს ატყუებს და აჩვენებს ახალი კორონავირუსის მხოლოდ „სახის პორტრეტს“, რომელსაც ჩვენი იმუნური უჯრედები იმახსოვრებენ და აყალიბებენ ე.წ. „ფეის კონტროლ“ სისტემას, მასზე ცხადდება ძებნა და ნადირობა, შესაბამისად, თუ იგი ეცდება ჩვენში შემოჭრას, ეს პატარა ჯარისკაცები დაუყოვნებლივ ამოიცნობენ, გაანეიტრალებენ და გაანადგურებენ მას.  

ვაქცინის კომპონენტები არ შედიან ჩვენს გენეტიკურ აპარატში, არ ახდენენ მასში ინტეგრაციას, არ ახდენენ მის მოდიფიკაციას, არ იწვევენ სიმსივნეებს, უნაყოფობას, სიმახინჯეებსა და ა.შ.

3. მწარმოებლის რეკომენდაციით, აღნიშნული ვაქცინის 1 ფლაკონი განკუთვნილია 1 ადამიანის ერთჯერადი აცრისათვის. თითო დოზა შეადგენს 0.5 მლ-ს, მეორე დოზის ოდენობა იგივეა და კეთდება პირველი ვაქცინაციიდან მინიმუმ, 14 დღიდან 28 დღემდე შუალედში. აღსანიშნავია, რომ ფლაკონი, რომელიც იხნსება, არ ინახება და ნადგურდება გამოყენების შემდეგ, ხოლო განმეორებითი ვაქცინაციისთვის ხდება ახალი ფლაკონის გამოყენება, ანუ ის ფლაკონი, რომლითაც აიცერით პირველად არ ინახება მეორე დოზით ვაქცინაციისთვის. განმეორებითი ვაქცინაციაა უმჯობესია ჩატარდეს იგივე ვაქცინით.

Sinovac (COVID-19 ვაქცინა (Vero უჯრედი), ინაქტივირებული)  ვაქცინა განკუთვნილია 18 წლისა და მეტი ასაკის პირების იმუნიზაციისთვის. ვაქცინის შეყვანა ხდება მხოლოდ კუნთში (უპირატესად, დელტისებრ კუნთში) სპეციალური საინექციო საშუალების დახმარებით. 

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ოთახში მოხდება თქვენი პირადი მონაცემების შეყვანა და გადამოწმება, ექიმი დაგისვამთ კითხვებს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, შეაფასებს რისკებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის შესახებ. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ უნდა გაგიკეთდეთ აცრა, იქ მყოფი ექთანი იწყებს მანუპულაციისთვის მომზადებას, გეკითხებათ თუ რომელ მხარეს გსურთ აცრა და გთხოვთ სასურველი მხრის გათავისუფლებას ტანსაცმლისგანს, ამის შემდეგ, ერთჯერადი ალკოჰოლშემცველი საფენით გიმუშავებთ ინექციისთვის სასურველ ადგილს (დელტისებრი კუნთის მიდამოში), ხსნის ვაქცინას, ახალ შპრიცს და გიკეთებთ 0.5 მლ ვაქცინას. ამის შემდეგ, ექიმი გაძლევთ მოსაცდელში 30-45 წუთი დალოდების რეკომენდაციას. დალოდებისთვის განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, თუ რაიმე ჩივილი არ აღგენიშნებათ, შეგიძლიათ დატოვოთ დაწესებულება, ხოლო რაიმე ჩივილის შემთხვევაში, მიმართავთ იქვე მყოფ ექიმს. ვაქცინაციის შემდეგ, გეძლევათ რეკომენდაცია, რომ 10-14 დღის განმავლობაში არ მიიღოთ ალკოჰოლი, 3 დღის განმავლობაში არ დაიტვირთოთ ფიზიკურად, არ გადახურდეთ და გადაიღალოთ, ინექციის ადგილი არ დაისველოთ მომდევნო დილამდე. 

4. ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ზოგად და ადგილობრივ გვერდით მოვლენებს, რაც გამოიხატება საინექციო ადგილის შეწითლებაში, ტკივილში, შეშუპებაში, ლიმფური კვანძების გადიდებასა და ტკივილში, ხელის ტკივილში, თავისა და კუნთების ტკივილში, ცხელებაში, სიცხესა და სისუსტეში, ძილიანობაში. აღნიშნული გვერდითი მოვლენები იშვიათია და არაა სახიფათო. საინექციო ადგილი არ საჭიროებს დამუშავებასა და სხვადასხვა მალამოების წასმას. ცხელებისა და ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგ. პარაცეტამოლი ან იბუპროფენი). თუ გვერდითი მოვლენები ძლიერადაა გამოხატული, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. 

5. აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობა სრულფასოვანი (ორდოზიანი)  ვაქცინაციის შემდეგ, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ არასრულფასოვანი ვაქცინაცია ან მეორე აცრიდან პირველი 14 დღე დაბალი ეფექტურობით გამოირჩევა. 

6. ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებულია იმ პირებში, რომელბსაც აღენიშნებათ მწვავე მდგომარეობები, მაგალითად მაღალი ცხელება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. რაც შეეხება მსუბუქ მდგომარეობებს, როგორიცაა დაბალი ცხელება ან მსუბუქად გამოხატული გაციება, ვაქცინაციის გადავადება რეკომენდირებული არ არის. საყურადღებოა, ასევე, ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც დარღვეულია სისხლის შედედების უნარი, აღენიშნებათ თრომბოციტოპენია ან კოაგულაციის ცვლილებები. აღნიშნული სიფრთხილის საფუძველი, ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევების ან სისხლდენების შესაძლო განვითარებაა. მეორე დოზის გაკეთება დაუშვებელია იმ პირებში, რომლებსაც პირველი დოზის მიღებისას გამოუვლინდათ ანაფილაქსიური რეაქცია. ვაქცინაციის უკუჩვენებაა ორსულობა და მეძუძურობა, უკონტროლო ეპილეფსია და წარსულში ვაქცინაციაზე გამოვლენილი ძლიერი ალერგიული რეაქცია. 

თუ გაინტერესებთ მეტი ინფორმაცია, წაიკითხეთ სტატია ვაქცინების შესახებ.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი