Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
კოვიდ-19 პისიარ ტესტი

კოვიდ-19 პისიარ ტესტი – Covid-19 PCR Test

კოვიდ-19 პისიარ ტესტი კოვიდ ინფექციის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული, რადგანაც მას გააჩნია სიზუსტის უმაღლესი მაჩვენებელი – 99.9%.

პჯრ იშიფრება როგორც – პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია და მისი მაღალი სიზუსტიდან გამომდინარე ყველაზე ფართოდ გავრცელებული კვლევაა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში.

კოვიდ-19 პისიარ ტესტი შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ დროს, ინფიცირების ნებისმიერ ეტაპზე.

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია “მედ-დიაგნოსტიკა” გთავაზობთ პჯრ ტესტს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე გამოძახების სერვისით ან გვეწვიოთ ლაბორატორიაში. ჩვენი ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: თბილისი – მიქელაძის #3, ბათუმი – გორგილაძის #3, ქუთაისი – აბაშიძის #12ბ, გორი – სტალინის #13, მარნეული – 26 მაისის #26.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მედ-დიაგნოსტიკა მუშაობს საგანგებო რეჟიმში და თქვენ საშუალება გაქვთ ისარგებლოთ 24 საათიანი ცხელი ხაზით და ადგილზე გამოძახების სერვისით.

პჯრ ტესტის შედეგს თან ახლავს სპეციალური QR კოდი, რომლებიც 100%-ით ადასტურებს ჩატარებული კვლევის ავთენტურობას და თქვენ მიერ წარდგენილი პასუხის ფურცლის რეალურობას. QR კოდით გადამოწმება ხშირად ხდება მესაზღვრეების მიერ აეროპორტებში.

კვლევის პასუხის ფურცელს მიიღებთ ელექტრონულად სმს შეტყობინების სახით სასურველ ნომერზე და ელ. ფოსტის მეშვეობით სასურველ ელ. ფოსტის მისამართზე. კვლევის პასუხები არის სამ-ენოვანი: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ყველა პასუხი ასევე იტვირთება სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ პორტალზე – კოვიდ-ლაბ სისტემაში.

ნებისმიერი საკითხის გასარკვევად შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე: 032 2 800 200

კოვიდ-19 პისიარ ტესტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ამ გვერდს: კოვიდ-19 პისიარ ტესტირება.

გამოძახებისთვის გთხოვთ დარეკოთ ჩვენს ცხელ ხაზზე, მოგვწეროთ ფეისბუქ გვერდზე ან შეავსოთ ქვევით მოცემული გამოძახების ფორმა.