Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ამცირებს თუ არა D ვიტამინის მიღება 50 წელს გადაცილებულებში ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას

ამცირებს თუ არა D ვიტამინის მიღება 50 წელს გადაცილებულებში ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას?

D ვიტამინის დამატებით მიღება 50 წელს გადაცილებულ პოპულაციაში საკმაოდ დიდი განხილვის საგანია სამედიცინო და სამეცნიერო წრეებში. დღეს კი ამ ვიტამინმა მსოფიოლს ყურადღება ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადებით სიკვდილიანობისა და მძიმე შემთხვევების განვითარების რისკის შემცირების გამო მიიპყრო. თუმცა, ახალი კორონა ვირუსი ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და ვისაუბროთ იმ შედარებით ძველ და ახალი მტკიცებულებებით გამყარებულ არგუმენტებზე, რომლებიც ადასტურებენ D ვიტამინის მნიშვნელოვან როლს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში.

2019 წელს გამოქვეყნდა სამი მეტა ანალიზის მონაცემი იმის შესახებ, რომ D ვიტამინის გამოყენება 13%-ით ამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გერმანელმა მკვლევართა ჯგუფმა წამოაყენა წინადადება, რომ ყველა 50 წელს გადაცილებულმა უნდა მიიღოს D ვიტამინი დანამატის სახით, რა შემთხვევაშიც, წლის განმავლობაში, ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული დაახლოებით 30 000 სიკვდილის შემთხვევის პრევენცია მოხდება, ეს კი, გერმანიის ჯანდაცვის იმ ხარჯებს, რომლებიც გამოყოფილია ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანთა ზრუნვისთვის, წელიწადში 250-300 მილიონი ევროთი შეამცირებს.

აღნიშნული სტატია 2021 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა „Molecular Oncology- ში.“

„მე გაოცებული დავრჩი იმ შედეგის მასშტაბებით, რომელიც შეიძლება ჰქონდეს იმდენად იაფ და მარტივ საშუალებას, როგორიც D ვიტამინია“ – ამბობს სამეცნიერო სტატიის მთავარი ავტორი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი, დოქტორი ტობიას ნიდერმაიერი.

ფინანსური კუთხით ეკონომიურობა, რომელიც აღნიშნულ მეთოდს ახლავს, განპირობებულია ონკოლოგიური დაავადების ტერმინალურ ფაზაში მყოფი პაციენტების ზრუნვისთვის აუცილებელი თანხების შემცირებით.

„თუ ეკონომიკურ პერსპექტივით შევხედავთ, დავინახავთ დიდ განსხვავებას ერთი მხრივ, ონკოლოგიური დაავადებების, მეორე მხრივ კი სხვა ნებისმიერი დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხარჯებში, კერძოდ, ონკოლოგიური დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტების შესაბამისი ზრუნვისთვის გამოყოფილი თანხა, განსაკუთრებით, სიცოცხლის ბოლო თვის განმავლობაში, 4-ჯერ აღემატება სხვა ნებისმიერი დაავადებით (მაგ. გულის შეტევა ან სხვა კარდიოვასკულური დაავადებები) გარდაცვლილი პაციენტების ზრუნვისთვის გამოყოფილ თანხას.„

ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, უკანასკნელი კვლევის („Medical Care Costs Associated With Cancer in Integrated Delivery Systems“) მონაცემების მიხედვით, სარძევე ჯირკვლის კიბოს ტერმინალურ სტადიაზე მყოფი 65 წელს ქვემოთ მყოფი პაციენტების შესაბამისი ზრუნვის თვიური ღირებულება 6099 ამეიკული დოლარია, როცა იგივე მიზნისთვის გამოყოფილი თანხა არაონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში თვიურად 2988 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

გერმანიის შემთხვევაში, საზოგადო და კერძო დაზღვევის გზით 100% ით ფინანსდება მისი მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯები. ნიდერმაიერმა და მისმა კოლეგებმა დაითვალეს, რომ D ვიტამინით 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ყოველდღიური უზრუნველყოფისთვის აუცილებელია დახლოებით 900 მილიონი ევრო, რის შედეგადაც დაიზოგება 1.9 მილიარდი ევრო.

ამის შედეგად, წლიური სუფთა დანაზოგი შეადგენს 254 მილიონ ევროს ანუ გერმანიის მედიკამენტებზე გამოყოფილი მთლიანი ხარჯების დაახლოებით 0.4%-ს 2018 წლის მონაცემებით. ამასთან ერთად, წლიურად შენარჩუნდება 321 671 სიცოცხლე.

ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს მის 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს D ვიტამინის ტაბლეტით, რომელშიც გადაიხდის 5 ცენტს, წლიურად დაუჯდება, დაახლოებით 2.2 მილიარდი ამერიკული დოლარი, რითაც დაზოგავს 3.7 მილიარდ ამერიკულ დოლარს, მოახდენს ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული 78 000 სიკვდილის პრევენციას და მთლიანობაში, შეინარჩუნებს 870 000 მაღალი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეთა სიცოცხლეს.

ამერიკელი ექსპერტი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უძღვებოდა მეტა ანალიზს, აცხადებს, რომ ნამდვილად გამაოგნებელია ის შედეგი, რაც D ვიტამინმა აჩვენა.

„ყველა კვლევა შედეგი, მასშტაბის თვალსაზრისით, ფაქტობრივად იდენტურ- სიკვდილიანობის 13% პროცენტით შემცირებას აჩვენებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია“- აცხადებს ბრიგჰემის ქალთა ჰოსპიტალის პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მასაჩუსეთსში ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჯოენ მენსონი.

მიუხედავად სიკვდილიანობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირებისა, კვლევებმა ვერ დაადასტურა D ვიტამინის როლი ონკოლოგიური დაავადების ახალი შემთხვევების შემცირებაში. „D ვიტამინი არ ამცირებს ოკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევეის რისკს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი შესაძლოა მოქმედებდეს სიმსივნის ბიოლოგიაზე, რაც გამოიხატება ინვაზიურობისა და აგრესიულობის, ანუ მეტასტაზირების უნარზე და არა მის განვითარებაზე. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.“ – აცხადებს მენსონი.

მისივე აზრით, D ვიტამინის მიღება დანამატის სახით უნდა მოხდეს დოზით 1000 IU/დღეში. „ნებისმიერ შემთხვევაში, დანამატის სახით მიღებული D ვიტამინის დოზა უნდა იყოს მინიმუმ 1000 IU/დღეში, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულებში“ – აცხადებს იგი.

მენსონი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საკვების გამდიდრებაზე. „საკვების D ვიტამინით გამდიდრებისთვის საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი, ქვეყნების უმეტესობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, მათ შორის, საკანონმდებლო და რეგულირების დონეზე, რათა მოხდეს ვიტამინით გამდიდრებული საკვების გამოყენება, როგორც პირველი რიგის პრევენციისა და დაცვის საშუალება“-აცხადებს იგი. (ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებადართულია მხოლოდ D ვიტამინით გაჯერებული ახალშობილთა საკვები ფორმულა)

წამალთა ადაპტირების ექსპერტმა, მედიცინის დოქტორმა  პან პანციარკამ, ზემოთ აღწერილი რეკომენდაციის პასუხად,  გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია „მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, რომ D ვიტამინის გაზრდილი მიღება სიკეთის მომტანია, ძალიან რთულლია პოპულაციის დონეზე ამის დამტკიცება და ერთადერთი გზა პროსპექტულად მონაცემების რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევაა“- აცხადებს იგი.

პან პანციარკა ონკოლოგიაში წამალთა ადაპტირების საერთშორისო კოლაბორაციული პროექტის ხელმძღვანელია, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ აშშ-ისა და ბელგიის სიმსივნის საწინააღმდეგო ფონდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი პრეპარატების ადაპტირებას სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობაში. აღნიშნული ორგანიზაცია ეხმარება მკვლევართა ჯგუფებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით კველევებს აწარმოებენ. მათ შორისაა რანდომიზირებული კონტროლირებული კვლევა სახელად „VidMe”, რომელიც წარმოებს ბელგიასა და უნგრეთში და იკვლევს D ვიტამინის გამოყენებას კანის მელანომით დაავადებულ პაციენტებში.

ჯერ კიდევ 1985 წელს, „The Lancet-ში“ D ვიტამინის ვეტერანმა მკვლევარმა, სედრიკ გერლანდმა გამოაქვეყნა კვლევა D ვიტამინის გამოყენებისა და ონკოლოგიური გამოსავლის შესახებ. მას შემდეგაც არაერთი კვლევის შედეგია გამოქვეყნებული.

პანციარკა აღნიშნავს, რომ რაც უფრო დეტალებში ჩავდივართ, უამრავი სადავო საკითხი იკვეთება და ბევრი ისეთი გარემოება არსებობს, რაც რეკომენდირებუბლი დოზის განსხვავებულ ეფექტს განაპირობებს, მაგალითად, სხეულის მასის ინდექსი დიდ გავლენას ახდენს D ვიტამინის ეფექტზე.

სხეულის მასის ინდექსის გავლენა D ვიტამინის ეფექტზე აღნიშნულია მენსონის მიერ, ბრიგჰემის ქალთა ჰოსპიტალში ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც „VITAL-ის“ სახელითაა ცნობილი.

კვლევაში, სადაც 27 416 ობიექტი მონაწილეობდა, რომელთა 50.6%-ს ქალები, ხოლო 20.2%-ს შავკანიანები შეადგენდნენ, მათ ერთ ნაწილს ეძლეოდა D ვიტამინი დოზით (ქოლეკალციფეროლი) 2000 IU და 1გ ზღვის ნ-3 ცხიმოვანი მჟავები როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთმანეთთან კომბინაციაში, ხოლო მეორე ნაწილს პლაცებო.

აღნიშნული კვლევის (“VITAL”) საწყისი პირველი 5 წლის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში „New England Journal of Medicine-ში“ 2019 წელს. სტატიაში („Vitamin D Supplements and Prevention of Cancer and Cardiovascular Disease“), რომელშიც საუბარია ონკოლოგიურ გამოსავალზე, აღნიშნულია, რომ იმ ნაწილში, რომელსაც ეძლეოდა ვიტამინი D, 17%- ით შემცირდა სიკვდილიანობა. მონაცემთა შემდგომი ანალიზით, რომლის დროსაც პირველი 2 წლის მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული ლატენტური პერიოდის გამორიცხვის მიზნით, შედეგი უფრო გასაოცარი აღმოჩნდა (სიკვდილიანობის 25%-ით შემცირება).

„არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ D ვიტამინის მიღება პირველი რამდენიმე დღის ან თუნდაც პირველი წლის განმავლობაში შეამცირებს ონკოლოგიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკს, უნდა გავითვალისწინოთ ლატენტური პერიოდი“ – აცხადებს მენსონი.

სარგებელი მხოლოდ ნორმალური მასის ინდექსის მქონე პირებში და არა ჭარბწონიანებში?

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე მკაფიო პასუხიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, არის D ვიტამინის ეფექტის დამოკიდებულება სხეულის მასის ინდექსზე. როდესაც „VITAL-ის“ რეანალიზი მოხდა, სხეულის მასის ნორმალური ინდექსის (<25) მქონე ინდივიდებში სიკვდილის რისკი შემცირება იყო 40% მაშინ, როცა რისკის შემცირებას ფაქტობრივად არ ჰქონია ადგილი ჭარბწონიანებში“ – აცხადებს მენსონი.

აღნიშნული შედეგები დადასტურდა სხვა კვლევებითაც.

2020 წელს გამოქვეყნებული, ჰარვარდის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა („Obesity and efficacy of vitamin D 3 supplementation in healthy black adults“), რომელშიც მენსონიც მონაწილეობდა, მოიცავდა 3 თვის განმავლობაში პლაცებოსა და D ვიტამინის მიღებას ჯანმრთელი ამონარჩევის მიერ დოზით 1000, 2000 ან 4000 IU/დღეში. კვლევაში მონაწილე ყველა პირი შავკანიანი ხოლო 56% (n=141) ჭარბწონიანი იყო.

კვლევაში ჯგუფი იყენებდა პარათიროიდული ჰორმონის სუპრესიის ხარისხის განსაზღვრას. ნორმალური წონის მქონე ინდივიდებში აღინიშა მკვეთრად გამოხატული დოზადამოკიდებული პასუხი ვიტამინ D-სა პარათიროიდულ ჰორმონს შორის. ამის საპირწონედ, ჭარბწონიანებში მკვეთრად მცირდებოდა პარათჰორმონის დონე 1000IU დოზის დროს, მაგრამ დოზის გაზრდა, ჰორმონის კონცენტრაციის შემდგომ შემცირებას აღარ იწვევდა.

„ახალი არ ყოფილა ფაქტი, რომ ჭარბწონიანებში პარათიროიდული ჰორმონის რაოდენობა მეტია D ვიტამინის ზოგადი ნაკლებობის გამო და ჩვენ არ შეგვიძლია ჭარბი წონის ეფექტის გადაფარვა D ვიტამინის უფრო დიდი დოზის გამოყენების გზით“ – აცხადებს ჯოვანოჩი

ავტორების აზრით, აღნიშნული კვლევები და მათზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანების მიერ D ვიტამინის მიღება ამცირებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას არის ფინანსურად დამზოგავი და მნიშვნელოვნად ხარჯთეფექტური.

სტატიის ავტორი: დავით მარგიშვილი