Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский

რა არის პოსტკოვიდი და რა სიმპტომებით ვლინდება

რა არის პოსტკოვიდი – ადამიანთა უმრავლესობას კორონავირუსის ინფექციის დასამარცხებლად 2 კვირა სჭირდება, თუმცა ბევრი პაციენტისთვის ვირუსი ასე მარტივად არ სრულდება და გარკვეული სიმპტომები ინფექციის გაქრობის შემდეგაც, კვირების და ხანაც თვეების განმავლობაში ნარჩუნდება. ამას ეწოდება პოსტკოვიდ მდგომარეობა ან „ხანგრძლივი COVID“. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით დაავადებულთა უმეტესობას აქვს მსუბუქი სიმპტომები ან საშუალო სიმძიმის ავადობა, მომავალში შემთხვევების დაახლოებით 10-15% მძიმდება და 5% საერთოდ კრიტიკულიც კი ხდება.

ვირუსმა შეიძლება დააზიანოს ფილტვები, გული, თირკმელები, კანი და ტვინი, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების რისკს ზრდის. ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ პოსტკოვიდი შეიძლება ჰქონდეთ იმ პაციენტებსაც, ვისაც Covid-19-ით ინფიცირების დროს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონიათ.

ხანგრძლივი COVID-ის შესახებ..

ის თუ რა დრო სჭირდება COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას, ყველასთვის განსხვავებულია.

ბევრი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს რამდენიმე დღეში ან კვირაში და უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება 12 კვირის განმავლობაში. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის სიმპტომები შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

რამდენად ხშირია პოსტკოვიდი?

COVID-19-ის შემდგომ წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ-ჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, კორონავირუსული ინფექციით დიაგნოზირებული 236 მილიონი ადამიანის ნახევარზე მეტს პოსტკოვიდური სინდრომი განუვითარდა.

 პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად გააანალიზეს 57 კვლევა, რომელიც 250,000-ზე მეტი პაციენტის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, საუბარია როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე.

მეცნიერებმა შეისწავლეს პაციენტების ჯანმრთელობა გამოჯანმრთელებიდან ერთი თვის, 2-5 თვის და 6 თვის შემდეგ.

როგორც აღმოჩნდა, ბევრ პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსულ ინფექციასთან.

საერთო ჯამში, კვლევით დადგინდა, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ყოველ მეორე ადამიანს  პოსტკოვიდი განუვითარდა. ამასთან, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში პოსტკოვიდური სინდრომის გავრცელება იყო 54,6 პროცენტი, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში – 56%.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი ირკვევა, რომ 10 კოვიდინფიცირებულიდან დაახლოებით 1-ს, ეს სიმპტომები 12 კვირის ან მეტი ხნის ვადაში უვლინდება. აშშ-სა და შვეიცარიაში ჩატარებული სხვა კვლევების მიხედვით კი იმ ადამიანების მესამედს, ვისაც დადებითი კოვიდ-ტესტი ჰქონდა, ჩვეული ჯანმრთელობა დიაგნოზის დასმიდან 3-6 კვირის ვადაში არ დაუბრუნდა.

გამოკითხული პაციენტების უმრავლესობა (85%) იყო ამბულატორიული და საშუალო სიმძლავრის ავადობა ჰქონდა.

პაციენტებს, რომლებიც მოთავსებულნი არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, შეიძლება განუვითარდეთ ინტენსიური თერაპიის შემდგომი სინდრომი (PICS), ანუ -მდგომარეობა, როცა ჯანმრთელობის პრობლემები ავადმყოფობის შემდეგაც კრიტიკულია.

ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომელსაც ჰქონდა COVID-19, შეიძლება მოგვიანებით განუვითარდეს პოსტკოვიდი.

შეზღუდული კვლევის მონაცემები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პოსტკოვიდ სინდრომი მოზრდილების მსგავსად ბავშვებშიც ვლინდება.

ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • უძილობა
  • წონის დაკლება
  • გამონადენი ცხვირიდან
  • კონცენტრაციის პრობლემები
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი
  • ხველა
  • მცირეწლოვან ბავშვებს შეიძლება უჭირთ იმ პრობლემების აღწერა, რომლებსაც ისინი განიცდიან.
ბავშვები და მოზარდები

ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, აქვთ თუ არა კოვიდინფიცირებულ ბავშვებს უფრო მეტი ან ნაკლები ალბათობა, ვიდრე მოზრდილებს, რომ პოსტ-კოვიდური სიმპტომები განუვითარდეთ.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის ბოლო მონაცემებით, 2-11 წლის ბავშვების 10%-ს და 12-16 წლის ბავშვების 13%-ს, კორონავირუსით ინფიცირებიდან 5 კვირის შემდეგ ერთი სიმპტომი მაინც გამოუვლინდა. ნიდერლანდებში ჩატარებული ეროვნული გამოკითხვით კი გაირკვა, რომ პოსტ-კოვიდური სიმპტომების გამო პატარა პაციენტთა 18% საავადმყოფოში მოხვდა.

რას ფიქრობს „ჯანმო“?

„პოსტ-Covid“-თან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2021 წლის თებერვალში საერთაშორისო კონსულტაციების სერია მოაწყო და ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ამ მდგომარეობის აღწერა, განმარტება და ქვეტიპების დასახელება სცადა.

ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს Covid-19 ადამიანებზე და ამის გასაგებად წლები და კვლევებია საჭირო.

„ჯანმო“-ს განმარტება კი ამ ეტაპზე ასეთია: „COVID-19-ის შემდგომ მდგომარეობა ჩნდება პირებში, რომლებსაც აქვთ SARS CoV-2 ინფექციის სავარაუდო ან დადასტურებული ანამნეზი. სიმპტომები COVID-19-ის დაწყებიდან 3 თვეში ჩნდება,  გრძელდება მინიმუმ 2 თვე და ალტერნატიული დიაგნოზით ვერ აიხსნება. საერთო სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ქოშინს, კოგნიტიურ დისფუნქციას. ეს სიმპტომები გავლენას ახდენს ორგანიზმის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე. სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს Covid-19-ის დასრულებისთანავე ან განმეორდეს დროთა განმავლობაში.”

ჯანდაცვის ორგანიზაცია კლინიკურ მონაცემებს მუდმივად აგროვებს, სამეცნიერო კვლევებიც მუდმივ რეჟიმში გრძელდება.

რა არის კორონავირუსის ინფექციის გრძელვადიანი შედეგები?

CDC-ის თანახმად, ყველაზე გავრცელებული ხანგრძლივი სიმპტომებია დაღლილობა, ქოშინი, ხველა, სახსრების ტკივილი და გულმკერდის ტკივილი.

სხვა სიმპტომები ასევე მოიცავს:

  • მეხსიერების, კონცენტრაციის ან ძილის პრობლემები
  • კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი
  • აჩქარებული გულისცემა
  • ყნოსვის ან გემოს დაკარგვა
  • დეპრესია ან შფოთვა
  • უძილობა
  • გულის პალპიტაცია
  • ჰაერის უკმარისობა
  • ხმაური ყურებში, ყურების ტკივილი
  • ცხელება
  • თავბრუსხვევა როცა დგახარ
  • სიმპტომების გაუარესება ფიზიკური ან გონებრივი აქტივობის შემდეგ
  • გამონაყარი კანზე
სუნთქვის პრობლემები COVID-19-ის შემდეგ

COVID-19-ის გართულებულ შემთხვევას ფილტვებში ნაწიბურების და სხვა მუდმივი პრობლემების წარმოქმნა შეუძლია. სუნთქვის გართულება და ქოშინი კი შესაძლოა ყველაზე მსუბუქმა ინფექციამაც გამოიწვიოს.

ფილტვების გამოჯანმრთელება COVID-19-ის შემდეგ შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა თვეები დასჭირდეს ადამიანის ფილტვის ფუნქციის საბოლოო აღდგენას. ამ პროცესის დაჩქარება სუნთქვის ვარჯიშებით და რესპირატორული თერაპიითაა შესაძლებელი.

ორგანოთა დაზიანება

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 განიხილება, როგორც დაავადება, რომელიც ძირითადად გავლენას ახდენს ფილტვებზე, მას შეუძლია დააზიანოს მრავალი სხვა ორგანოც. ეს დაზიანებები ჯანმრთელობისთვის გრძელვადიანი პრობლემების რისკის შემცველია.

ორგანოები, რომელთა დაზიანებაც Covid-19-ს შეუძლია:

გული

SARS-CoV-2 ინფექციამ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება დაუტოვოს გულის პრობლემები, მათ შორის გულის კუნთის ანთება. ერთმა კვლევამ ისიც კი აჩვენა, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების 60%-ს აღენიშნებოდა გულის ანთების ნიშნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი, პალპიტაცია და აჩქარებული გულისცემა. ეს ანთება აღმოაჩნდათ იმ პაციენტებსაც, ვინც Covid-19 მსუბუქად გადაიტანა და სამედიცინო პრობლემები არც ავად გახდომამდე ჰქონია.

ფილტვები

პნევმონიის ტიპს, რომელიც ხშირად ასოცირდება COVID-19-თან, შეუძლია გამოიწვიოს ფილტვებში არსებული პაწაწინა საჰაერო ტომრების ანუ ალვეოლების ხანგრძლივი დაზიანება. ნაწიბურებიანი ქსოვილი სუნთქვის პრობლემების მიზეზი ხდება.

ტვინი

Covid-19-ს ინსულტის, კრუნჩხვების და გილენ ბარის სინდრომის (მდგომარეობა, რომელიც დროებით დამბლას იწვევს) გამოწვევა შეუძლია. ასევე იზრდება პარკინსონის დაავადებისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკებიც.

ზოგიერთი ზრდასრული და ბავშვი განიცდის მულტისისტემურ ანთებით სინდრომს მას შემდეგ, რაც ისინი დაინფიცირდნენ COVID-19-ით.

თირკმელების დაზიანება COVID-19-ისგან

თუ კორონავირუსულმა ინფექციამ გამოიწვია თირკმლის დაზიანება, შესაძლოა გაიზარდოს თირკმელების ხანგრძლივი დაავადების რისკი და დიალიზის საჭიროება.

სისხლის შედედება, სისხლძარღვების პრობლემები

COVID-19-ს სისხლის უჯრედების შეკუმშვა და თრომბის გაჩენის საშიშროების წარმოქმნა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ თრომბებს გულის შეტევის და ინსულტის გამოწვევა შეუძლია, ითვლება რომ Covid-19-ით გამოწვეული გულის დაზიანებების დიდი ნაწილი მცირე თრომბებიდან მომდინარეობს. ეს თრომბები გულში წვრილ სისხლძარღვებს ან კაპილარებს ბლოკავს.

სისხლის შედედების შედეგად ზიანდება ასევე ფილტვები, ფეხები, ღვიძლი და თირკმელები.

დაკარგული ან დაქვეითებული ყნოსვა და გემო

ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. კორონავირუსს ცხვირის უჯრედებზე გავლენის მოხდენა და ამ შეგრძნებების შეცვლა/დაკარგვა შეუძლია. Covid-19-ით დაავადებულმა პაციენტებმა შესაძლოა ყნოსვა და გემო სულ დაკარგონ, ანდაც აღმოაჩინონ რომ ნაცნობ ნივთებს ცუდი, უცნაური ან განსხვავებული სუნი/გემო აქვთ.

COVID-19-ით დაავადებულთა დაახლოებით მეოთხედს, რომლებსაც აღენიშნებათ ეს სიმპტომები, პრობლემა რამდენიმე კვირაში უგვარდებათ. სამწუხაროდ, უმეტესობისთვის ეს ეფექტი პოსტ-კოვიდ სინდრომის ფაზაშიც ნარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყნოსვის/გემოს დაკარგვა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ამ გრძნობების ხანგრძლივი დამახინჯება ორგანიზმისთვის შესაძლოა დამანგრეველი იყოს და გამოიწვიოს – მადის დაქვეითება, შფოთვა, დეპრესია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, იმის შანსი რომ ადამიანებს ყნოსვა ერთი წლის ვადაში გაუუმჯობესდებათ, 60-80%-მდეა.

ნევროლოგიური პრობლემები „პოსტ-Covid”-ის დროს

ცნობილი ნევროლოგი და მეცნიერებათა დოქტორი არუნ ვენკატესანი ფიქრობს, რომ: „ზოგიერთ ადამიანს უვითარდება საშუალო და გრძელვადიანი სიმპტომები COVID ინფექციის შემდეგ, მათ შორის – ტვინის დაბინდვა, დაღლილობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ამ სიმპტომების მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ აქტიური გამოკვლევების საგანია“.

ბევრ ადამიანს, ვინც გამოჯანმრთელდა Covid-19-ისგან, განუვითარდა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რთული აშლილობა, რომელსაც ახასიათებს უკიდურესი დაღლილობა. მდგომარეობა უარესდება ფიზიკური ან გონებრივი აქტივობით, მაგრამ არ უმჯობესდება დასვენების დროს.

ავტონომიური ნერვული სისტემის სიმპტომები COVID-19-ის შემდეგ

პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი, ან POTS, არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე და ადამიანები, რომლებიც გადაურჩნენ COVID-19-ს, შესაძლოა უფრო დაუცველები იყვნენ მის მიმართ. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ POTS-ს თავის მხრივ სხვა ნევროლოგიური სიმპტომების დატოვება შეუძლია, მათ შორის მუდმივი თავის ტკივილის, დაღლილობის, აზროვნების და კონცენტრაციის გაძნელების, უძილობის.

იმ პაციენტებში კი რომლებსაც არ აქვთ POTS, ყველაზე ხშირი ჩივილი პოსტ-COVID-19 უძილობაა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები COVID-19-ის შემდეგ

Covid-19-ის დაძლევის შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს  ხანგრძლივი შფოთვა, დეპრესია და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აწუხებს. ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა ტკივილი და სისუსტე, შეიძლება გართულდეს ხანგრძლივი იზოლაციით, სტრესით სამუშაოს დაკარგვისა და ფინანსური სირთულეების გამო. დიდი ტრაგედიაა, მწუხარება საყვარელი ადამიანების გარდაცვალებისა და ავად ყოფნის გამო.

პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ, გამოჯანმრთელება განსაკუთრებით უჭირთ. საავადმყოფოში ხანგრძლივი დროის გატარება ფსიქიკურთან ერთად ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნის რისკსაც უკავშირდება. ხშირია ხანგრძლივი შფოთვის და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ფაქტებიც.

შაქრიანი დიაბეტი COVID-19-ის შემდეგ

კავშირი COVID-19-სა და დიაბეტს შორის, განსაკუთრებით ტიპი 2 დიაბეტს შორის, ნამდვილად არსებობს. დიაბეტი ტიპი 2 კორონავირუსის ინფექციისთვის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. უფრო მეტიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა ზოგიერთ პაციენტს ტიპი 2 დიაბეტის ნიშნები COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ გამოუვლინდა.

ასაკობრივი კატეგორია, ვისაც პოსტკოვიდური სიმპტომები ხანგრძლივად აღენიშნება:

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით ადამიანები, რომლებსაც, პოსტ-კოვიდ სინდრომი და მისი ხანგრძლივი გამოვლინება აღენიშნებათ, ასე კლასიფიცირდებიან:

  • 50 წელს გადაცილებულები.
  • ადამიანები, რომლებსაც Covid-19-ის მძიმე ფორმა ჰქონდათ.
რა იწვევს პოსტკოვიდ სინდრომს?

მოსაზრება იმის შესახებ, რომ პოსტ-Covid სინდრომი ძირითადად მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს უვლინდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთ ადამიანებს (მაღალი წნევა, დიაბეტი, ზედმეტი წონა ან სხვა პირობები) Covid-19-ის დაძლევა შესაძლოა უფრო მეტად გაუჭირდეთ, თუმცა ამ რისკ-ფაქტორებსა და კოვიდის შემდგომ გამოვლენილ სიმპტომებს შორის მკაფიო კავშირი ნამდვილად არ არსებობს. სინამდვილეში, პოსტ-Covid შესაძლოა დაფიქსირდეს იმ ადამიანებში, ვისაც ძალიან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.

მეტი გამოკვლევებია საჭირო იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ ჯიუტი დაავადების ზუსტ მიზეზებს. წინასწარი ვარაუდით კი ეს შესაძლოა იყოს, ორგანოს დაზიანებით, ანთებითი პროცესით ან სრულიად სხვა ფაქტორით განპირობებული.

საუკეთესო გზა ამ გრძელვადიანი გართულებების თავიდან ასაცილებლად არის COVID-19-ის პრევენცია:

  • COVID-19 ვაქცინის მიღება.
  • ნიღბის ტარება, რომელიც ფარავს თქვენს ცხვირსა და პირს, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები.
  • დაიცავით დისტანცია ყველა იმ ადამიანთან, ვინც თქვენთან ერთად არ ცხოვრობს.
  • ხალხმრავლობისა და ცუდად განიავებული შიდა სივრცეების თავიდან აცილება.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით. გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, თუკი საპონი და წყალი არ არის ხელმისაწვდომი.

პოსტ-COVID სინდრომის პრევენციის საუკეთესო გზა კორონავირუსის პრევენციაა. ვაქცინაცია არამხოლოდ თქვენი, არამედ გარშემომყოფების დაცვაშიც დაგეხმარებათ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ნაკლებად სავარაუდოა სიმპტომები თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აღენიშნებოდეთ.

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ისიც,  რომ კოვიდის გადატანის შემდეგ არ ღირს მოდუნება და გათამამება, პაციენტმა ჯანმრთელობა მომავალშიც უნდა აკონტროლოს.

ომიკრონი – მითები და რეალობა

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის, “ომიკრონის” აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა გასული წლის 25 ნოემბერს განაცხადეს.

მისი უცნობი ბუნების გამო, თავდაპირველად არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა ახალი შტამი, დაავადების რამდენად მძიმე ფორმებს გამოიწვევდა, იქნებოდა თუ არა არსებული კოვიდ ვაქცინები ეფექტიანი მის წინააღმდეგაც და ა.შ.

“ომიკრონის” აღმოჩენიდან 2 თვე გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი მის შესახებ მრავალი მითი დაგროვდა.

„ჯანმომ“ გადაწყვიტა მითებისა და რეალობის შესახებ ზუსტი განცხადება გაეკეთებინა:

  • ფაქტია, რომ ომიკრონის ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულებისთვის.

❌  მითია: კოვიდ-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა.

ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

  • ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

❌ ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს   ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.

ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც კოვიდ-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

  • ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან.

❌   ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ.

მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან – მათ შორის ომიკრონისგან – არამედ, სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.

  • არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

❌ ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის.

ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

  • ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.

❌   ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.

ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.

  • ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს.

❌  თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ.

იმის მიუხედავად, უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.

  • პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.

❌  პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.

არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.

  • პანდემიის დასასრული ახლოს არ არის.

❌  ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება.

„მედ დიაგნოსტიკა“ გთავაზობთ ხარისხიან, ზუსტ და დროულ ლაბორატორიულ მომსახურებას შაბათ-კვირის ჩათვლით, 24/7-ზე

,,მედ დიაგნოსტიკა“ – სწრაფი, კომფორტული და სანდო ლაბორატორია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის

მისამართები: md.ge/contact

დაგვიკავშირდით: 032 2 800 200