ვიტამინი B5 – პანტოთენის მჟავა – ვიტამინის დეფიციტი და სიჭარბე
პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) კოენზიმ A-სა და ფოსფოპანტოთეინის შემადგენელი კომპონენტია და მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმში, ასევე, ქოლესტეროლის, სტეროიდების, ფოსფოლიპიდების, კეტოსხეულებისა და ყველა იმ კომპონენტის სინთეზში, რომელიც წარმოიქმნება იზოპრენოიდისაგან. გარდა ამისა, პანტოთენის მჟავა ჩართულია ცილების აცეტილირების პროცესსა ნეიროტრანსმიტერების, მაგალითად, აცეტილქოლინის სინთეზში.