Feugiat nulla facilisis at vero eros et curt accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril.

Related Posts

ტელეფონი
ყოველდღე: 09:00 - 20:00 სამუშაო საათები
ელ. ფოსტა
English Русский
ereqciuli disfunqcia btl 6000

ერექციული დისფუნქცია – BTL 6000

ადამიანის ორგანიზში თითოეულ უჯრედს უნიკალური და ერთმანეთისგან გამორჩეული ფუნქცია გააჩნია. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება უჯრედულ დონეზე განისაზღვრება. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ოქსიდაციური სტრესი კი აზიანებს უჯრედებს, მათ შორის ენდოთელიუმის უჯრედს – ენდოთელიოციტს, რომელიც ასოს ღვიმოვანი ქსოვილის მოდუნება-გაფართოებას და, შესაბამისად, ერექციას განაპირობებს. მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია ნიშნავს სექსუალური ურთიერთობების სირთულეებს. ერექციული დისფუნქცია მოიცავს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რომლებიც ზემოქმედებენ სექსის მართვის პროცესზე (ლიბიდო), ერექციის უნარზე, მის მიღწევაზე ან შენარჩუნებაზე (ერექციის დისფუნქცია ან იმპოტენცია), ეაკულაციასა და ორგაზმის მიღწევის უნარზე. ერექციული დისფუნქციის მიზეზების იდენტიფიცირებისთვის პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს მიმდინარეობს თუ არა ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ოქსიდაციური სტრესი. აღნიშნული რისკ ფაქტორების გამოვლენისთვის ჩვენს ცენტრში ყველა საშუალება გვაქვს, სხვა სტანდარტულ სადიაგნოსტიკო კვლევებთან ერთად შესაძლებელია ოქსიდაციური სტრესის დონის განსაზღვრა სისხლში, დისლიპიდემიის გენეტიკური მიდრეკილების დადგენა და სხვა კვლევები, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან კეთდება.

უახლესი მოდიფიკაციის აპარატი BTL-6000 გამოიყენება, როგორც ერექციული დისფუნქციის, ასევე ქრონიკული პროსტატიტის, მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის და პროსტატიტის სამკურნალოდ. თერაპია აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს, ხსნის ქრონიკულ ტკივილს, გამორიცხავს კალციფიკაციას (ქსოვილებში კალციუმის მარილების დაგროვება) და უზრუნველყოფს კუნთების მოდუნებას. აპარატი სამიზნე ქსოვილში ფოკუსირებას მაქსიმალურად ახდენს, რითაც ღვიმოვანი ქსოვილის თვითაღდგენის მექანიზმის გააქტიურება ხდება. მისი ეფექტურობა იმდენად მაღალია, რომ მკურნალობის კურსი მხოლოდ 6-8 პროცედურას მოითხოვს.

  • ამცირებს კუნთების დაჭიმულობას;
  • დაზიანებულ მონაკვეთში სისხლის ნაკადის გაზრდით აჩერებს სპაზმს;
  • ზრდის კოლაგენის გამომუშავების უნარს;
  • აჩქარებს ტკივილგამაყუჩებელი მეტაბოლიტების მოცილებას და ზრდის ჟანგბადის მიწოდებას;
  • ამცირებს ტკივილს დაზიანებულ მონაკვეთში და ამცირებს შეშუპების განვითარების რისკს;