ვიტამინი A – Vitamin A
ვიტამინი A მკაცრი და ზუსტი განსაზღვრებით აღნიშნავს რეტინოლს, თუმცა მისი დაჟანგული მეტაბოლიტები, როგორებიცაა რეტინალდეჰიდი და რეტინმჟავა, ასევე, წარმოადგენენ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს. ტერმინი რეტინოიდები აერთინებს ყველა იმ შენაერთს (მათ შორის, სინთეზურ მოლეკულებს), რომლებიც ქიმიურად დაკავშირებულნი არიან რეტინოლთან. სხვადასხვა რეტინოიდს განსხვავებული ფუნქცია